მეცნიერებმა აღმოაჩინეს უდაბნოები სადაც ხეები იზრდება
როდესაც ვფიქრობთ უდაბნოზე გვახსენდება ქვიშის გორები და მშრალი, უკაცრიელი ადგილი, სადაც არ არის სიცოცხლე.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩაატარეს მეცნიერებმა ევროპიდან, აფრიკიდან და აშშ-დან, ჩვენ შეიძლება სრულიად შეგვეცვალოს წარმოდგენა უდაბნოზე.
სატელიტური სურათებით ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ საჰარასა და საჰელის უდაბნოებში, ორ ყველაზე დიდ უდაბნოში, 1.8 მილიარდი ხეა. ეს რიცხვი სავარაუდოდ არ არის ზუსტი, რადგან სატელიტები საკმარისად დეტალურად ვერ ხედავენ ზედაპირს ზუსტი რიცხვის გასაგებად, თუმცა ახლოს არის რეალურ რიცხვთან.
გუნდმა გამოიყენა 11,000 სატელიტური სურათი, რომელიც 1.3 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავს და ასევე კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ითვლიდა ხეების საერთო რიცხვს. ისინი გაოგნდნენ მიღებული შედეგით. ეს კვლევა უარყოფს წარსულ მოსაზრებებს, რომლებიც არ იყო შესწავლილი და გვთავაზობდა, რომ უდაბნოებში არ იყო მცენარეები მასიურად.
მარტინ ბრანტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის განხრით და ამ პროექტის ლიდერი ამბობს:
„ჩვენ ვიყავით ძალიან გაკვირვებულები, იმ ფაქტით, რომ საჰარაში ამდენი ხე იზრდება. ფოტოები არის საკმაოდ დეტალური, ხოლო მოდელმა (კომპიუტერულმა პროგრამამ) უნდა იცოდეს რა სახის ხე რა რელიეფზე როგორ გამოიყურება. ჩვენ არ გავაჩერეთ პროგრამის მუშაობა, როდესაც ვნახეთ, რომ ის არ იყო საკმარისად ზუსტი, არამედ დავიწყეთ მუშაობა მის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, უდაბნოში არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც არ ხარობს ხეები, მაგრამ არის ასევე რეგიონები, სადაც ხეები მჭიდროდ არიან, ასაკმარისად დეტალურად, აგრეთვე, გვხვდება ცალკეული ხეებიც ქვიშების გორებ შორის.“
სრული დაფარვა არის საშუალოდ 13.4 ხე 1 კვადრატულ ჰექტარზე.
გაუდაბნოების ზრდა აშფოთებთ გარემოს დამცველებს, რადგან უდაბნოები ყლაპავენ ადგილებს, სადაც არის მცენარეულობა და არიან ცხოველები. მაგრამ ეს კვლევა ამბობს, რომ ყველაფერი არ იკარგება უდაბნოების გაზრდით.
უდაბნოდ ითვლება ისეთი ტერიტორიები, სადაც არის ნაკლები ნალექი და წვიმა. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ საჰარა არის ყველაზე დიდი უდაბნო, სიმართლე არის, რომ ყველაზე დიდი უდაბნო ანტარქტიდაა. ასევე არის გავრცელებული, რომ თითქოს უდაბნოში არ არიან ცოცხალი არსებები, რაც ასევე მცდარია, რადგან საკმაოდ ბევრი ცოცხალი არსება სწორედ უდაბნოში ბინადრობს, მათ შორის არიან: ხვლიკები, მცირე ძუძუმწოვრები და მომთაბარე ბალახისმჭამელი ცხოველები.
სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტი – სალომე აბუაშვილი
წყარო : https://www.thinkinghumanity.com