GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

როგორ აბინძურებს ტრანსპორტი ჰაერს .

Homepage მსოფლიო როგორ აბინძურებს ტრანსპორტი ჰაერს .
მსოფლიო, შემეცნებითი

როგორ აბინძურებს ტრანსპორტი ჰაერს .

ოქტომბერი 25, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1728 ნახვა
ნახვები : 449

გარდა  სათბურის აირებისა, ჰაერში ყოველდღიურად სხვა უამრავი ჰაერის დამაბინძურებლები წარმოიქმნება. მათ რიცხვს მიეკუთვნება მტვრის მყარი ნაწილაკები (PM) და აზოტის ოქსიდები (NOx),  რომლებიც, გარდა იმისა რომ საზიანოა ადამიანისა და ცხოველებისათვის, ასევე უარყოფითად მოქმედებს მცენარეულ საფარზე, აბინძურებს  წყალს, ნიადაგს და შენობა-ნაგებობებს.

სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკულია გადატვირთულ და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში. მანქანების, სატვირთოების, ავტობუსების, ასევე სამშენებლო ტექნიკის და დიზელის ელმავლების გამონაბოლქვი იწვევს სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. მხოლოდ გერმანიაში,  2016 წელს, დაახლოებით 11 900 ადამიანი ნაადრევად გარდაიცვალა ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაღალი კონცენტრაციის შედეგად – ეს მაჩვენებელი თითქმის ოთხჯერ აღემატება, საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას.

დიდ ქალაქებში ჰაერში აზოტის ოქსიდის მაღალი მაჩვენებლის უპირველეს მიზეზად დიზელის ძრავები სახელდება. 

გერმანის ქალაქებისთვის დადგენილია ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ჰაერის დამაბინძურებლების დასაშვები რაოდენობა ჰაერში. გარდა ამისა განსაზღვრულია რა რაოდენობით შეიძლება დააბინძუროს ჰაერი ამა თუ იმ ტრანსპორტმა.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო სექტორში სტანდარტები ბოლო წლების განმავლობაში გამკაცრდა, 2019 წელს მაინც ბევრ ქალაქში აღინიშნა აზოტის დიოქსიდის (NO2) ლიმიტის გადაჭარბება. სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობა გაცილებით მეტად აბინძურებს ჰაერს, ვიდრე ამას შესაბამისი ხელსაწყოები აფიქსირებენ.  გარემოს დაცვითი ორგანიზაციები ავლენენ ჰაერის დაბინძურების რეალურ მაჩვენებლებს და ატარებენ მიზანმიმართულ ღონისძიებებს, რათა ქალაქებში შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს სუფთა ჰაერი და დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ზღვარს არ აცდეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიზელზე მომუშავე ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც განსაკუთრებით აბინძურებენ გარემოს.

წყარო : https://www.duh.de


წინა პოსტი
უფრო მეტად მომაკვდინებელი ვიდრე მრავალწლიანი ომის შედეგები.
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება და COVID-19-ის გავრცელება.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,