GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

5 რჩევა სახლში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და განიავების) ნიუ-იორკელი ექსპერტებისგან

Homepage შემეცნებითი 5 რჩევა სახლში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და განიავების) ნიუ-იორკელი ექსპერტებისგან
შემეცნებითი

5 რჩევა სახლში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და განიავების) ნიუ-იორკელი ექსპერტებისგან

იანვარი 21, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
639 ნახვა
ნახვები : 195
  • ჰაერის ხარისხი ნიუ-იურკისა და მანჰეტენის სახლებში ზამთრის პერიოდში საკმაოდ დაბალია
  • HVAC-ს ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ შენობების კარგი ვენტილაციისა და განიავების აუცილებლობაზე, როდესაც ფანჯრები მთელი ზამთარი მეტწილად დახურულია
  • კომპანია Petri Plumbing & Heating, Inc.-ის მფლობელი რამდენიმე კარგ რჩევას იძლება დიდი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის თავიანთ ბინებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

 

ბრუკლინი, ნიუ-იორკის შტატი, 14 თებერვალი 2022 წელი,  /PRNewswire/ – ექსპერტების თქმით ჰაერის ხარისხი შენობებში ერთ-ერთი უმთავრესი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. კომპანია Petri Plumbing & Heating, Inc.-ის ექსპერტები, რომლებიც ბრუკლინისა და მანჰეტენის სახლებს 100 წელიწადზე მეტია ემსახურებიან, ამბობენ რომ მობინადრეებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების კარგ ვენტილაციაზე, როდესაც სახლების ფანჯრები ზამთრის თვეებში მეტწილად დახურულია.

„ახლა, ზამთრის უკანასკნელი თვის დასასრულს, ადამიანების უმრავლესობას უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ფანჯრები დახურული აქვთ, რაც სახლებში ჰაერის ხარისხის გაუარესების ალბათობას ზრდის,“ – ამბობს მაიკლ პეტრი, Petri Plumbing & Heating-ის მეპატრონე. „შესაძლოა შმორის სუნს გრძნობთ, ან უფრო ხშირად აცემინებთ. ეს შენობაში ჰაერის ცუდ ხარისხთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ შენობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების რამდენიმე იაფი გზა არსებობს.“

პეტრიმ მობინადრეებს შემდეგი რჩევები მისცა:

  1. შეიძინეთ ჰაერის გამწმენდი ხელსაწყო. მობინადრეებს შეუძლიათ პორტატიული მოდელის შეძენა, ან ექსპერტთან კონსულტაციის გავლა, რათა სახლში ჰაერის გამწმენდი სისტემა დაამონტაჟონ. ასეთი მოწყობილობები აკავებენ მავნე ნაწილაკებს, ფილტრავენ და ადეზინფიცირებენ ჰაერს შენობაში.
  2. დარგეთ ქოთნის მცენარეები. ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელსაც ჩვენ სუნთქვისას გამოვყოფთ და ადამიანისთვის აუცილებელ ჟანგბადს გამოყოფენ. მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო: ზედმეტი მორწყვის შედეგად მცენარე შეიძლება დაობდეს, რაც დამატებით ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.
  3. გააღეთ ფანჯარა. ზამთრის ყოველი დღე სუსხიანი როდია. თვალი ადევნეთ ამინდს და მზიან დღეებში გააღეთ ფანჯრები, განსაკუთრებით, როდესაც გარეთ თბილა და ჰაერის ხარისხი უკეთესია. გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაცია ოთახებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებებსა და ალერგენებს გამოდევნის.
  4. რეგულარულად გამოცვალეთ ფილტრები გამათბობლებში. ეს არამხოლოდ ამცირებს ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობას, არამედ გამათბობელი სისტემის და კონდიციონერის გამართულ მუშაობასაც უზრუნველყოფს.
  5. შეინარჩუნეთ ჰაერის ტენიანობის სასურველი დონე. მეტისმეტად მშრალი ან მეტისმეტად ნოტიო ჰაერი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მობინადრეების საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დისკომფორტს უქმნით. ჰაერის ტენიანობა 30%-50% უნდა იყოს. თუ ეს მაჩვენებელი 60%-ზე ადის, შენობაში შეიძლება ობი და სოკოები გაჩნდეს. თუ ოთახში მეტისმეტად მშრალი ჰაერი გაქვთ, დამატენიანებელი ხელსაწყო შეიძინეთ, რათა ჰაერს ტენი შემატოთ. მეტისმეტად ნოტიო ჰაერთან გამკლავებაში კი შესაბამისი ხელსაწყო ან გვიმრები დაგეხმარებათ.

„ბოლო წლებში ყველა COVID-19-ზე ლაპარაკობდა. ამიტომაც ჰაერის ცუდი ხარისხის მავნე ზეგავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე აქტუალურ თემად იქცა,“ – ამბობს პეტრი. „ზამთრის თვეებში ჰაერის კარგი ხარისხის შენარჩუნება დახურულ სივრცეებში ყოველთვის კარგი იდეა გახლდათ. ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და თქვენ საცხოვრებელ სახლს უფრო კომფორტულს გახდის.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

21 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
ეკოლოგიურად ცხოვრება – რჩევები თქვენი სახლისთვის
შემდეგი პოსტი
შოტლანდიაში ფოიერვერკების აფეთქება კანონით მკაცრად დარეგულირდება: არასათანადო დროს პიროტექნიკის გამოყენება 5000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმით დაისჯება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,