GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

30 მილიონიანი პროექტი ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად

Homepage მსოფლიო 30 მილიონიანი პროექტი ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად
მსოფლიო

30 მილიონიანი პროექტი ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად

იანვარი 17, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
334 ნახვა
ნახვები : 25
  • ბლუმბერგის ფილანთროპებმა, სუფთა ჰაერის ფონდმა და C40 ქალაქებმა ლონდონის კლიმატური კვირეულის დასაწყისის აღსანიშნავად საზოგადოებას სუფთა ჰაერის შესახებ 30 მილიონი დოლარის ღირებულების წამოწყება გააცნეს.

  • Breathe Cities დააფინანსებს ტექნიკურ მხარეს, ჰაერის ხარისხის მონაცემების აღრიცხვას, საზოგადოებრივ ჩართულობას, ქმედუნარიანობის განვითარებას იმ ქალაქებისთვის, რომლებიც წლის ბოლოს გამოცხადდება.

  • სადიქ ხანმა განაცხადა: „როგორც C40 ქალაქების თავმჯდომარე, ვარ საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საზღვრების გასწვრივ ერთობლივი მუშაობის მომხრე იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიოს ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატურ კრიზისს“.

ბლუმბერგის ფილანთროპებმა, სუფთა ჰაერის ფონდმა და C40 ქალაქებმა ლონდონის კლიმატური კვირეულის დასაწყისის აღსანიშნავად საზოგადოებას სუფთა ჰაერის შესახებ 30 მილიონი დოლარის წამოწყება გააცნეს. განცხადება გააკეთეს მაიკლ რ. ბლუმბერგმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და სადიქ ამან ხანმა, C40 ქალაქების (მსოფლიოს მოწინავე ქალაქების დაახლოებით 100 მერისგან შემდგარი მსოფლიო კავშირი, გაერთიანებული კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაში) თავმჯდომარემ.

Breathe Cities დააფინანსებს ტექნიკურ მხარეს, ჰაერის ხარისხის მონაცემების აღრიცხვას, საზოგადოებრივ ჩართულობას, ქმედუნარიანობის განვითარებას იმ ქალაქებისთვის, რომლებიც წლის ბოლოს გამოცხადდება.

ეს პროგრამა ყურადღებას მიაქცევს 4 მთავარ სფეროს:

  1. მონაცემებსა და კვლევას: ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის ხარისხის მონაცემებზე წვდომის გაფართოება და ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე კვლევების ჩატარება.

  1. ორგანიზაციებისა და საზოგადოების ჩართულობას: ჩაერთვებიან ადგილობრივი კამპანიები და ორგანიზატორები, რათა ამაღლდეს ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერება და გაიზარდოს მისი მხარდაჭერა.

  2. ტექნიკური პოლიტიკის უზრუნველყოფას: ადგილობრივი მმართველობებისა და საქალაქო საბჭოს მხარდაჭერა.

  3. ცოდნის გაზიარებას: ქალაქები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, რათა ამან უფრო გაამარტივოს საქმე თითოეულისთვის.

მაიკლ რ. ბლუმბერგმა განაცხადა: „ქალაქები ამტკიცებენ, რომ სწორი ტექნოლოგიითა და მხარდაჭერით მათ შეუძლიათ შეამცირონ ჰაერის დაბინძურება, დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და შეებრძოლონ კლიმატურ ცვლილებებს. ლონდონისა და სხვა ქალაქების ეფექტურ საქმიანობაზე დაყრდნობით, Breathe Cities ახალი ინიციატივა აერთიანებს ძლიერ პარტნიორებს საიმისოდ, რომ დაეხმარონ უფრო მეტ ადგილობრივ ლიდერს ამბიციური და მიუკერძოებელი პოლიტიკის შექმნაში“.

სადიქ ამან ხანი ამბობს: „როგორც C40 ქალაქების თავმჯდომარე, ვარ საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საზღვრების გასწვრივ ერთობლივი მუშაობის მომხრე იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიოს ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატურ კრიზისს. ჰაერის ტოქსიკური დაბინძურება ჩვენს ბევრ ქალაქში ქმნის ჯანდაცვის მწვავე პრობლემას, რომელიც იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობასა და ქრონიკულ დაავადებებს. მსოფლიოს სამხრეთის ქვეყნები, რომლებმაც ისტორიის განმავლობაში კლიმატურ ცვლილებაში ყველაზე ნაკლები წვლილი შეიტანა, ყველაზე მეტადაა დაზარალებული და საკუთარ თავზე იღებს კლიმატური ქაოსის დარტყმას.

იმისათვის რომ, ჩვენს საკუთარ ქალაქში ხელი შევუწყოთ ემისიების შემცირებას, ჩვენ ვაფართოებთ ლონდონის ულტრადაბალ ემისიურ ზონას. ვამაყობ, რომ ეს პარტნიორობა ქალაქებს მისცემს საშუალებას, შემცირდეს ემისიები და პირდაპირ შევებრძოლოთ ჰაერის დაბინძურების კრიზისს”.

სტატიაზე მუშაობდნენ: გიორგი ქარქუზაშვილი, ნინო ალენიკოვი

წყარო: Airqualitynews.com

17 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების კავშირი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან
შემდეგი პოსტი
კვლევის მიხედვით უწყვეტი ენერგიის წყაროები, ქარი და მზე, 2030 წლისთვის გლობალური ენერგიის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,