GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

15 ივნისს გაიმართა საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა

Homepage საქართველო 15 ივნისს გაიმართა საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა
საქართველო

15 ივნისს გაიმართა საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა

ივნისი 26, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
447 ნახვა
ნახვები : 19

ამა წლის 15 ივნისს გაიმართა საავტომობილო მსვლელობა, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ქალაქ თბილისის ექვსი სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები. მსვლელობაში სულ ჩართული იყო 100 მანქანა. შეკრების ადგილად აირჩა სოფელი თხინვალა, სადაც ერთ-ერთი შედეგი არის იმისა, თუ რა მოჰყვება მოსახლეობის ერთმანეთში გვერდში დგომას და ბრძოლას, კერძოდ, შეკრების ეს ადგილი იყო გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი, სადაც გარკვეული პერიოდის წინ სახლების აშენება სურდათ.

სოფელ თხინვალას მოსახლეობას შეხვდნენ აღნიშნული ექვსი უბნის მაცხოვრებლები. ამის შემდეგ კი უკვე დაიწყო მსვლელობა. მსვლელობისას ასივე მანქანამ ერთად გაიარა თბილისის მერიასთან, საქართველოს პარლამენტთან და თბილისის საკრებულოსთან. მოსახლეობის მოთხოვნას წარმოადგენს შეხვედრა თბილისის მერ კახა კალაძესთან, რათა ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომლებიც თავიანთი სახლების წინ არსებობენ, ესენია:

  1. საბურთალო – ზალდასტანიშვილების ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს თავისი სახლის წინ არსებულ მშენებლობას;
  2. დიღმის მასივი – ევგენი მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლები აპროტესტებენ თავიანთი ქუჩის წინ არსებულ მშენებლობას;
  3. მთაწმინდა – 8 მარტის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს ისტორიული ტვერელის ეკლესიის ჩაბეტონებას;
  4. მუხიანი – გობრონიძის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს საფეხბურთო სტადიონზე არსებულ მშენებლობას;
  5. ფონიჭალა – მოსახლეობა აპროტესტებს ფეროს ქარხნის მშენებლობას და ასევე უკვე არსებულ ქარხნებს, რომლებიც წამლავს გარემოს;
  6. საბურთალო – მარიჯანის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს სახლის წინ არსებულ მშენებლობას.

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“-ისა და ზემოთხსენებული ექვსი უბნის მაცხოვრებლების თქმით აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ შედეგი სახეზე არ დადგება.

აქვე უნდა ითქვას, რომ დაანონსდა საერთო აქცია, რომელიც 21 ივნისს გაიმართება თბილისის მერიასთან. „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოგიწოდებთ, რომ თუ თქვენც იბრძვით მშენებლობის წინააღმდეგ, მიწერეთ მათ და ჩაერთეთ ქალაქის გადარჩენისათვის ბრძოლაში.

და ბოლოს, მსვლელობის მონაწილეთა თქმით ბოდიშს იხდიან თუ მსვლელობით ვინმე შეაწუხეს, მაგრამ საჭირო არის მსგავსი აქტივობები, ვინაიდან თბილისს სჭირდება გამოღვიძება. ჩვენი დედაქალაქი არ უნდა ჩაბეტონდეს. ბრძოლა იქნება ბოლომდე.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამარ ყვავაძე


წინა პოსტი
შეხვედრა თბილისის საკრებულოში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავებასთან დაკავშირებით
შემდეგი პოსტი
წინა წელს, აშშ-ში, ექსტრემალური ამინდის გამო, 3,4 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით შეიცვალა.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,