GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

11,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად

Homepage მსოფლიო 11,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად
მსოფლიო

11,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად

ივნისი 29, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
130 ნახვა
  • ადგილობრივ ხელისუფლებას 11 მილიონ £-ზე მეტი გადაეცა სუფთა ჰაერის მიმართულებით პროექტების დასაფინანსებლად. 
  • 2010 წლიდან, Air Quality Grant-ის ფარგლებში 42 მილიონ £-ზე მეტი გაიცა 500-მდე პროექტის დასაფინანსებლად.
  • „დაფინანსების ბოლო რაუნდის დროს მხარდაჭერილი პროექტები მოიცავს ინოვაციურ ადგილობრივ სქემებს მწვანე ტრანსპორტის გამოყენების პოპულარიზაციისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე დამაბინძურებლის – მტვრის მყარი ნაწილაკების მონიტორინგის გაზრდისა და სკოლების ირგვლივ ჰაერის ცუდი ხარისხის რისკების შესახებ ინფორმირებულობის გაუმჯობესებისათვის.“

 

ადგილობრივ ხელისუფლებას 11 მილიონ £-ზე მეტი გადაეცა სუფთა ჰაერის მიმართულებით პროექტების დასაფინანსებლად, მათ შორის ელექტრონული ველოსიპედის სქემების, სკოლების ინფორმირებულობის პროგრამებისა და ავტობუსების გაუმჯობესებისთვის.

სამთავრობო ჰაერის ხარისხის მიერ გამოყოფილი საპროექტო დაფინანსება საბჭოებს დაეხმარება შეიმუშაონ და განახორციელონ ღონისძიებები სკოლების, ბიზნესისა და საზოგადოების სასარგებლოდ, რათა ადამიანების ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენა შემცირდეს.

წლევანდელი გრანტისთვის 2021 წელს გაცემული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია.

ფონდი მოიცავს 1 მილიონ £-ზე მეტ ინვესტიციას და 2013 წელს, ელა ადო-კისი-დებრას (Ella Adoo-Kissi-Debrah) გარდაცვალების შემდეგ, Coroner’s Prevention of Future Deaths-ის მიერ გამოტანილი რეკომენდაციის თანახმად, თანხა ჩაიდება ისეთ პროექტებში, რომლებიც მიიღებენ ქმედით ზომებს ადგილობრივ მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად.

დღევანდელი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ 2010 წლიდან, Air Quality Grant-ის ფარგლებში 42 მილიონ £-ზე მეტი გაიცა 500-მდე პროექტის დასაფინანსებლად.

„ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. 2010 წლიდან პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა ვიცით, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სწორედ ამიტომ,  წელს, გავაორმაგეთ გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას სასიცოცხლო მნიშვნელობის ქმედებების განხორციელებაში დავეხმაროთ.“ – განაცხადა აგრო-ინოვაციების და კლიმატის ადაპტაციის მინისტრმა, ჯო ჩერჩილმა (Jo Churchill).

„დაფინანსების ბოლო რაუნდის დროს მხარდაჭერილი პროექტები მოიცავს ინოვაციურ ადგილობრივ სქემებს მწვანე ტრანსპორტის გამოყენების პოპულარიზაციისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე დამაბინძურებლის – მტვრის მყარი ნაწილაკების მონიტორინგის გაზრდისა და სკოლების ირგვლივ ჰაერის ცუდი ხარისხის რისკების შესახებ ინფორმირებულობის გაუმჯობესებისათვის.“

„ადგილობრივი ხელისუფლება საუკეთესო მდგომარეობაში არის იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც ისინი რაიონებში აწყდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას და შევთავაზებთ მხარდაჭერას, რათა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მხრივ რეალური ცვლილებების განხორციელებაში დავეხმაროთ.“

წინადადებები, რომლებმაც დაფინანსება მოიპოვეს, მოიცავენ შემდეგ პროექტებსა და კამპანიებს:

  • მწვანე ტრანსპორტის წახალისება ელექტრონული, უბრალო ველოსიპედისა თუ სკუტერების ინფრასტრუქტურისა და რეტროფიტი პროექტების მეშვეობით.
  • მართვის ეფექტური პრაქტიკისთვის ხელის შეწყობა, რაც შეამცირებს ისეთ დაბინძურებას, როგორიც მაგალითად ძრავის უქმი სვლის რეჟიმში მუშაობაა.
  • სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება.
  • ჰაერის ხარისხის ზომების შემოღება მოხუცთა თავშესაფრებსა თუ მიმდებარე ტერიტორიებზე.

„მოგზაურობა და ტრანსპორტზე გადართვა უდიდეს როლს თამაშობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ უფრო სუფთა, სწრაფი და ეფექტური გზები A-დან B-მდე პუნქტამდე მისასვლელად.“ – დასძინა ტრანსპორტის მინისტრმა, ტრუდი ჰარისონმა (Trudy Harrison).

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩქარებთ პროცესებს წმინდა ნულოვანი მიზნების მისაღწევად, დღეს გამოცხადებული დაფინანსება ხელს შეუწყობს ცხოვრების გაჯანსაღებას ჩვენი ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირებით და ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით.“

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და ლიზი უგულავა

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 12 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
2014-დან 2020 წლამდე პერიოდში ჰაერის ხარისხის 944 გეგმა მოხსენებული იქნა EEA-ში
შემდეგი პოსტი
მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი გეგმები ჰაერის დაბინძურებისა და ველური ბუნების თაობაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,