GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი გეგმები ჰაერის დაბინძურებისა და ველური ბუნების თაობაზე

Homepage მსოფლიო მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი გეგმები ჰაერის დაბინძურებისა და ველური ბუნების თაობაზე
მსოფლიო

მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი გეგმები ჰაერის დაბინძურებისა და ველური ბუნების თაობაზე

ივნისი 29, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
140 ნახვა

Greenpeace-ის განცხადებით, ეს არის პრემიერ-მინისტრის შანსი დაადასტუროს მთავრობის მიერ დაპირებული მწვანე ვექტორი და განახორციელოს “ჭეშმარიტად რადიკალური ქმედებები ბუნებრივ სამყაროში პლასტმასის უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად.“

 

 

  • 2020 წელს პირველად, დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურება სიკვდილის მიზეზად დაფიქსირდა, რის შედეგადაც 9 წლის ელა კისი-დებრა (Ella Kissi-Debrah) ფატალური ასთმური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
  • დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლის ბუნებაც საკმაოდ გამოფიტულია; სწორედ ამიტომ, მთავრობამ 2030 წლისთვის ხმელეთის 30%-ის დაცვაზე აიღო ვალდებულება, რაც ხელს შეუწყობს ველური ბუნების აღდგენას.
  • „ეს არის შანსი ბორის ჯონსონისთვის, დაადასტუროს ის საიმედო გეგმები, რომელიც წარმოაჩენს მთავრობის დანაპირებს, ინგლისის ხმელეთისა და ზღვის სრული, ან სულ მცირე 30% მაქსიმალურ დონეზე დაიცვას 2030 წლისთვის. ამისთვის რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო, განსაკუთრებით, პლასტმასის უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად.“
  • საქველმოქმედო ორგანიზაციამ „The Wildlife Trusts“ აღნიშვნა „ველური სარტყელი“ აღდგენადი მიწების დასაცავად წარადგინა.

 

მთავრობის მიერ წამოყენებულ წინადადებებს შორის ჰაერის დაბინძურებისა და ველური სახეობების სიმრავლის სამართლებრივი მიზნებიც შედის.

მინისტრებს, ეფექტური მართვისთვის სურთ ჰაერის ხარისხის, ველური ბუნების, წყლისა და ნარჩენების შესამცირებლად იურიდიულად სავალდებულო გეგმები შეიმუშაონ.

წინადადება მოიცავს ყოველწლიურ, მიზნობრივ მაჩვენებლებს საშუალო კონცენტრაციის მქონე მტვრის მცირე ნაწილაკებზე – ჰაერის დაბინძურებაზე, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ფილტვების ფუნქციონირებაზე, ასთმისა და გულის დაავადებების გაუარესებაზე.

2020 წელს პირველად, დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურება სიკვდილის მიზეზად დაფიქსირდა, რის შედეგადაც 9 წლის ელა კისი-დებრა (Ella Kissi-Debrah) ფატალური ასთმური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

სამომავლო გეგმებში ბუნების აღდგენაც შედის. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, ჰაბიტატების კლასიფიკაციის ახალი სისტემა გაჩნდეს. საქველმოქმედო ორგანიზაციამ „The Wildlife Trusts“ აღნიშვნა „ველური სარტყელი“ აღდგენადი მიწების  დასაცავად წარადგინა.

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლის ბუნებაც საკმაოდ გამოფიტულია; სწორედ ამიტომ, მთავრობამ 2030 წლისთვის ხმელეთის 30%-ის დაცვაზე აიღო ვალდებულება, რაც ხელს შეუწყობს ველური ბუნების აღდგენას.

მთავრობის წინადადება რვაკვირიან კონსულტაციაზე იქნება წარდგენილი და Brexit-ის შემდგომ, გარემოსდაცვითი კანონების ვალდებულებების ნაწილს წარმოადგენს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ველური სამყაროს აღდგენის ახალ მიდგომებს, მათ შორის ჰაბიტატების გაუმჯობესებული დაცვისა და ახალი, გრძელვადიანი სამართლებრივი ვალდებულებების ეკოლოგიური მიზნების მიმართულებით.“ – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა, რებეკა პაუმ (Rebecca Pow). „ევროკავშირის დირექტივებმა ვერ შეძლო ბუნების მდგომარეობის გაუარესების შეჩერება“ – დასძინა მან.

„ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი ექსპერტები პროცესზე პასუხისმგებლებად იქცნენ, არამც გარესამყაროზე. დღეს გვაქვს თავისუფალი ნება, იმისთვის, რომ მოვლენები უკეთ წარვმართოთ.“

გაერთიანებული სამეფოს Greenpeace-ის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, რებეკა ნიუსომ (Rebecca Newsom) განაცხადა: „ეს არის შანსი ბორის ჯონსონისთვის, დაადასტუროს ის საიმედო გეგმები, რომელიც წარმოაჩენს მთავრობის დანაპირებს, ინგლისის ხმელეთისა და ზღვის სრული, ან სულ მცირე 30% მაქსიმალურ დონეზე დაიცვას 2030 წლისთვის. ამისთვის რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო, განსაკუთრებით, პლასტმასის უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად.“

„ეს განცხადებები უნდა შეიცავდეს მყარ მიზნებს, რათა 2025 წლისთვის ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება 50%-ით შემცირდეს; ამასთანავე სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ინდუსტრიული თევზაობა ბრიტანეთის საზღვაო დაცულ ტერიტორიებზე.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : news.sky.com

ნახვები : 1 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
11,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად
შემდეგი პოსტი
საჰარას უდაბნოდან მონაბერმა ქარმა ესპანეთის ცა მოწითანო-ნარინჯისფერი მტვრით დაფარა და ჰაერის ხარისხი გააუარესა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,