GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ზაფხულის დამთავრებასთან ერთად, WMO განსაზღვრავს მომავალი სიცხის ტალღის დროს ჰაერის ხარისხის რისკს

Homepage მსოფლიო ზაფხულის დამთავრებასთან ერთად, WMO განსაზღვრავს მომავალი სიცხის ტალღის დროს ჰაერის ხარისხის რისკს
მსოფლიო

ზაფხულის დამთავრებასთან ერთად, WMO განსაზღვრავს მომავალი სიცხის ტალღის დროს ჰაერის ხარისხის რისკს

ნოემბერი 13, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
387 ნახვა
ნახვები : 27
  • 2022 წელს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში რეკორდული ტემპერატურისა და დამანგრეველი ტყის ხანძრების გამო, ექსპერტები ვარაუდობენ ორივე მოვლენის მზარდ გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ატმოსფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  • სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ძლიერ დაბინძურებული ტერიტორიები – პაკისტანი, ჩრდ. ინდოეთი, ბანგლადეში და აღმ. ჩინეთი
  • 2022 წელს რეკორდულმა სიცხემ ევროპასა და აშშ-ში დიდი ხანძრები გამოიწვია, რამაც დიდი მასშტაბით დააბინძურა ჰაერი.

 

2022 წელს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში რეკორდული ტემპერატურისა და დამანგრეველი ტყის ხანძრების გამო, ექსპერტები ვარაუდობენ ორივე მოვლენის მზარდ გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ატმოსფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.  

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშის თანახმად, ამ საუკუნის ბოლომდე, მოსალოდნელია სიცხის ტალღების სიხშირის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის მატება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ტყის ხანძრების რისკს და შედეგად მივიღებთ ჰაერის ხარისხის გაუარესებას მთელს პლანეტაზე.

გაფრთხილება ქვეყნდება  ჰაერის ხარისხისა და კლიმატის ყოველწლიურ ბიულეტენში, რომელიც მიუთითებს „კლიმატის სასჯელზე“, რომლითაც ასობით მილიონი ადამიანი დაიტანჯება, იმ ცვალებადი პირობების გამო, რაც მსოფლიოს უფრო დიდ ნაწილს აყენებს გარემოსდაცვითი კრიზისის წინა ხაზზე.

„დედამიწის დათბობასთან ერთად, მოსალოდნელია ტყის ხანძრებისა და მასთან დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების ზრდა, თუნდაც დაბალი ემისიების სცენარის პირობებში”, – თქვა პეტერ ტაალასმა, WMO-ს გენერალურმა მდივანმა. „ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების გარდა, ეს ასევე იმოქმედებს ეკოსისტემებზეც, რადგანაც ჰაერის დამაბინძურებლები ატმოსფეროდან დედამიწის ზედაპირზე ეშვება“.

ითვლება, რომ ოზონის დონეები სიცხის ტალღების მთავარი შემაკავებელია და მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეზე 3°C-ით მეტს მიაღწევს – შესაძლოა, ეს მოხდეს 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში. ძლიერ დაბინძურებული ტერიტორიები, როგორიცაა პაკისტანი, რომელიც ჯერ კიდევ ძალების აღდგენის პროცესშია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, კატასტროფული მუსონური სეზონის შემდეგ, ჩრდილოეთ ინდოეთი, ბანგლადეში და აღმოსავლეთ ჩინეთი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

წელს ბევრ რეგიონში იგრძნობა მზარდი ტემპერატურის, მასთან დაკავშირებული სიცხის ტალღებისა და ხანძრების შედეგები. უკვე 2022 წელს დავინახეთ, რომ რეკორდულმა ტემპერატურამ გამოიწვია დიდი ხანძრები ევროპის ბევრ ქვეყანაში – მათ შორის პორტუგალიაში, სადაც მომხდარი ტყის ხანძრების კვამლმა, ცოტა ხნის წინ, გავლენა მოახდინა ჰაერის ხარისხზე, წყაროდან დაახლოებით 250 მილის დაშორებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და დიდ ბრიტანეთში . ამასობაში, სტატიის წერის მომენტში, აშშ-ის დასავლეთი სანაპირო აგრძელებს ბრძოლას ფართოდ გავრცელებულ ცეცხლთან, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად გაზარდა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და გიგი ჭითანავა

წყარო : airqualitynews.com

14 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
მდინარე ტვიდის წყლის ხარისხი – თევზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა
შემდეგი პოსტი
ხის ფესვების დაბადება და სიკვდილი მომავლის ატმოსფეროში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,