„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
გარემოს დაცვის სააგენტომ „We Care 4 Air“-ს მასშტაბური, 10-წლიანი კონტრაქტი მიანიჭა გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ოთხი ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგურში ახალი გაზქრომატოგრაფის/FID სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის.
„We Care 4 Air“ არის „Chromatotec“-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გაერთიანებულ სამეფოში. ახალი აღჭურვილობა მოიცავს airmoVOC C2 – C12 ანალიზატორებს, რომლებსაც შეუძლიათ გააანალიზონ 88 ნაერთი – VOC-ების ყველაზე მსუბუქიდან ყველაზე მძიმემდე, PPT-დან PPB დონემდე. სისტემაში airmoVOC-ის დამატება გარემოს დაცვის სააგენტოს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გააანალიზოს ჟანგბადშემცველი VOC-ებიც.
OVOC-ებს ატმოსფერულ ქიმიაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ, განსაკუთრებით ოზონისა და სხვა მეორადი დამაბინძურებლების წარმოქმნაში. ეს სადგურები გახდება ACTRIS-ის ქსელის ნაწილი, რომელიც საათში ერთზე მეტჯერ გაზომავს 30-ზე მეტ VOC ნაერთს კვალის დონეზე.
ეს მნიშვნელოვანი კონტრაქტი ადასტურებს „We Care 4 Air“-ის მზარდ ძალას ჰაერის ხარისხის ბაზარზე და მხარს უჭერს კომპანიის ამბიციურ გეგმებს.
„We Care 4 Air“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანესა ემბლერმა, აღნიშნა:
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 3 წლიანი შერჩევის პროცესის შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დავდეთ. ჩვენ ვართ ჰაერის ხარისხის მომსახურების სანდო მომწოდებელი გლობალურად და ნამდვილად დიდი პატივია, როცა საკუთარ ქვეყანაში გარემოს დაცვის სააგენტო გცნობს და ხედავ მათ მხარდაჭერას გაერთიანებული სამეფოს მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართ“.
ახალი აღჭურვილობის მონტაჟი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება ჰაერის ხარისხის სადგურებში (Marylebone Road, Eltham, Auchencorth Moss), ხოლო ერთი სისტემა უკვე დამონტაჟებულია Chilbolton, Hampshire-ში.
სტატიაზე მუშაობდნენ : ირაკლი სარჯველაძე, რუსა ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე
წყარო : We Care 4 Air to install new UK Hydrocarbons Network