ვოლვოს მარკის 10 ახალი ელექტრო ავტობუსი ლუქსემბურგ სიტიში. 2030 წლამდე იგეგმება სრულად ელექტრო ტრანსპორტზე გადასვლა.
2019 წელს ევროპის მასშტაბით გამოცხადებული ტენდერების პარალელურად ლუქსემბურგში გამოჩნდა 10 Volvo 7900-ის სერიის ელექტრო ავტობუსების ახალი ნაკადი. 2020 წლის იანვარში ტენდერში გაიმარჯვა Volvo Bus-მა და ავტობუსების მიწოდება 2020 წლის ნოემბერში დასრულდა.
პატარა ევროპული ქვეყნის, ლუქსემბურგის დედაქალაქში AVL (Autobus de la ville de Luxembourg) ოპერატორის დროშის ქვეშ უკვე 70 ელექტრო ავტობუსი მოძრაობს.
ვოლვოს მარკის ელექტრო ავტობუსები ლუქსემბურგ სიტიში
ახალი, სრულად ელექტრო ავტობუსები 2020 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა. ლუქსემბურგ სიტიმ ამბიციური მიზანი დაისახა, სრულად აღმოფხვრას CO₂-ის ემისია. სიტის პრესისათვის მიწოდებულ სარეკლამო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, 2025-30 წლებში საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი სრულად ჩანაცვლდეს ელექტრო ავტობუსებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სიტისა და ქვეკონტრაქტორების ავტობუსები წელიწადში ფარავენ 13.7 მილიონ კილომეტრს – დედამიწის გარშემო დღეში ერთხელ შემოვლის ეკვივალენტი – ასეთი ცვლილება შეამცირებს ტოქსიკურ გამონაბოლქვს და საგრძნობლად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ლუქსემბურგ სიტიში.
ორი, სრულად ელექტრო ავტობუსის ხაზი ლუქსემბურგ სიტიში
AVL-ის ქსელში ჩართული ათი ახალი ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს მე-9 და მე-14 ხაზებზე. მაშინ, როდესაც დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსს 100 კილომეტრზე სჭირდება 40 ლიტრი საწვავი, ამ ცვლილების შედეგად წელიწადში დაიზოგება 301 000 ლიტრი საწვავი.
იმდენად, რამდენადაც ქვეკონტრაქტორების ელექტრო ავტობუსები იმოძრავებენ ორ, სრულად ელექტორო ხაზზე, დაიზოგება კიდევ უფრო მეტი საწვავი. ეს ნიშნავს იმას, რომ საწვავის წლიური მოხმარება შემცირდება 440 000 ლიტრამდე, რომელიც 1161 ტონა CO₂-ის ეკვივალენტია.
ვოლვოს მარკის 12 მეტრიან ავტობუსებს შეუძლიათ 86 მგზავრის გადაყვანა. ავტობუსები აღჭურვილია 264 კილოვატიანი ბატარეით და ასევე მოხერხებულადაა განთავსებული დამტენი მოწყობილობები. მათი სწრაფი დატენვა შესაძლებელია მარშრუტის ფარგლებში გზად არსებულ OppCharge-ის სადგურებზე.
პრესასთან კონფერენციისას ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის მმართველმა, პატრიკ გოლდშმიტმა განაცხადა: „სიტი მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი დედაქალაქი გახდეს უფრო სუფთა და მშვიდი და ამასთანავე, მგზავრებისთვის გაუმჯობესდეს ტრანსპორტის ხარისხი. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ახლახანს ლუქსემბურგის ცენტრალურ სადგურამდე ტრამვაის ხაზის გაფართოვებით და კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ისეთი ტრანსპორტის მოდიფიცირებაზე, როგორიცაა AVL-ის ავტობუსები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოძრაობენ ლუქსემბურგ სიტის უბნებში.“
სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – ნატა შველიძე
წყარო : https://www.sustainable-bus.com/electric-bus/10-volvo-electric-buses-in-luxembourg-city/
Just want to say your article is as astounding. The clearness for your put up is simply great and that i could suppose you are a professional on this subject. Fine along with your permission allow me to grab your RSS feed to stay updated with imminent post. Thanks one million and please carry on the rewarding work.