წამყვანი ბიზნესები მოუწოდებს მთავრობას შეამციროს ჰაერის დაბინძურება.
თხუთმეტი სატრანსპორტო ბიზნესი და ორგანიზაცია შეუერთდა გარემოს დაცვის იურისტებს ClientEarth და მოუწოდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ.
ჯგუფმა,რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ბიზნესი,როგორიცაა : UPS, Lime და Ricardo, მოუწოდა მთავრობას მხარი დაუჭიროს ოთხ პუნქტიან გეგმას, რადგან დააჩქაროს ზომები ჰაერის დაბინძურებისა და ელექტრომობილების (EV) მოხმარებაზე.
ჯგუფისთვის მისაღები აღმოჩნდა, პრემიერ მინისტრის ათპუნქტიანი გეგმა, რომლის თანახმად, 2030 წლიდან დიდი ბრიტანეთი აკრძალავს ბენზინისა და დიზელის მანქანების გაყიდვას, დაგეგმილ თარიღამდე 10 წლით ადრე.
ამასთან, ისინი წერენ,რომ დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურების დონის გამო ყოველწლიურად 40 000 – ზე მეტი მსხვერპლი ჰყავთ და ყოველივე ეს კი გავლენას ახდენს ასობით ათასი ადამიანის, განსაკუთრებით რისკ ჯგუფების მქონე და მათ შორის ბავშვების სიცოცხლეზეც.
‘ბავშვებს არ უნდა უწევდეთ კიდევ 10 წლით ლოდინი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისთვის და ჩვენ მზად ვართ მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ საგზაო რუქაზე, რომელიც დაეხმარება ბრიტანეთს დაიკავოს პოზიცია მსოფლიოს ” ნულოვანი გამონაბოლქვით აღჭურვილობის ტექნოლოგიაში ”.
ხარჯების გადახედვის წინ, ჯგუფი მოუწოდებს:
- “მობილობის საკრედიტო სქემა” ხალხის წახალისების მიზნით ძველი დაბინძურებული მანქანიდან ტრანსპორტირების უფრო სუფთა ფორმაზე გადასვლის მიზნით.
- ბიზნესის დაფინანსების გაზრდა ტექნოლოგიების შემუშავებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ნულოვანი გამონაბოლქვის ტრანსპორტის სისტემას.
- ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის მიწოდების გრძელვადიანი გეგმა.
ClientEarth– ხელმძღვანელმა დომინიკ ფინმა, ჰაერის დაბინძურების საკითხებში ბიზნესის ჩართულობაზე თქვა: „ მთავრობამ გამოაცხადა მრავალი ამბიციური რეფორმა კლიმატისა და ჰაერის დაბინძურების კრიზისების მოსაგვარებლად.
ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები, ზოგიერთი ბიზნესი ეწინააღმდეგება მოგზაურობის გარდაუვალ მიმართულებას. ასევე დიდია მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში ბიზნეს საზოგადოებაშიც, რომ ებრძოლონ ჰაერის დაბინძურების უარყოფით გავლენას.
ამ სამოქმედო გეგმას რეალური სახე აქვს და თუ მთავრობა მიიღებს მას, ბიზნესს ექნება სიცხადე, რომელიც მათ წინსვლისთვის სჭირდებათ.”
სტატიაზე იმუშავა : თეკა გრამატოპულო – სალომე აბუაშვილი