GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

,,ტროტუარზე მანქანის პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება – პარკირების წესებში ცვლილება შედის

Homepage საქართველო ,,ტროტუარზე მანქანის პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება - პარკირების წესებში ცვლილება შედის
საქართველო

,,ტროტუარზე მანქანის პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება – პარკირების წესებში ცვლილება შედის

აპრილი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
2583 ნახვა
ნახვები : 2,590

ქართული ოცნების წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ფრაქცია ქართული ოცნება პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო წინადადება ეხება პარკირების წესების დაცვას, ჯარიმის ზრდას გარკვეულ შემთხვევებში და ა.შ.

ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება, განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი – სამართალდამრღვევს ოქმს გაუგზავნიან სტანდარტული წესით და, ამავდროულად, მიუვა სმს შეტყობინება. ამასთან, ავტომობილის მოძრაობა ველოსიპედის ბილიკზე, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით. მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის დაუცველობის და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება,-აღნიშნა დავითულიანმა.

 

წყარო : commersant.ge


წინა პოსტი
დიდი ბრიტანეთის პირველი ჰიბრიდული მატარებელი ახლა უკვე ოპერატიულია
შემდეგი პოსტი
კასპში დასუფთავების მანქანამ 80 წლის ასაკის ქალი იმსხვერპლა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,