თამარ ჩუმაშვილი

სოციოლოგი

თბილისი

30


2022 წელს შევავსე მოძრაობის კითხვარი, რომელიც აცხადებდა მოხალისეთა მიღებას. ზოგადად ყოველთვის მომწონდა და დღესაც ძალიან მომწონს, როდესაც ადამიანები თავიანთი ყოველდღიური რუტინული საქმიანობების გარდა, დაკავებულნი არიან სხვადასხვა მოხალისეობრივი აქტივობებით, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას კი არ გულისხმობს, არამედ მიზნად ისახავს საერთო საქმის კეთებას, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს საზოგადოებას. სამწუხაროდ მსგავსი მოხალისეობრი ჩართულობა მსოფლიოს მასშტაბით ბევრად უფრო აქტიურად არის გავრცელებული, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ერთმანეთზე ზრუნვითა და იმ პრობლემების მოგვარებით იწყება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად აწყდება. მთავარია მოვინდომოთ და არასდროს დავყაროთ ფარხმალი, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 🧡 ცვლილებები შენს ხელშია ✊

Team Information

 
 Age number:
 Phone:
 Email: