GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სკოლის მოსწავლეებმა თავად შექმნეს ჰაერის გამწმენდი საშუალებები

Homepage მსოფლიო სკოლის მოსწავლეებმა თავად შექმნეს ჰაერის გამწმენდი საშუალებები
მსოფლიო

სკოლის მოსწავლეებმა თავად შექმნეს ჰაერის გამწმენდი საშუალებები

ივნისი 8, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
732 ნახვა
ნახვები : 80
  • სამეცნიერო ფესტივალისთვის ლონდონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს ჰაერის გამწმენდი საშუალებები.
  • ვორტექს იოტთან თანამშრომლობისას სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება და რა დადებითი ცვლილებები შეგვიძლია გამოვიწვიოთ გარემოზე ზრუნვით.
  • ვორტექსის ჰაერის ხარისხის მონიტორის მონაცემებით აღფრთოვანებულმა ბავშვებმა შექმნეს ჰაერის დაბინძურების მონიტორის თავიანთი ვერსია.

 

„დედები ფილტვებისთვის“ არის სუფთა ჰაერის კამპანიის ქსელი, რომელიც სამხრეთ ლონდონის დაწყებით და საშუალო სკოლებთან ერთად თანამშრომლობს რამდენიმე

პრესტიჟულ სამეცნიერო ორგანიზაციასთან დიდ ბრიტანეთში.

სამხრეთ ლონდონში დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა  შექმნეს ჰაერის გამწმენდი საშუალებები. ვორტექს იოტთან თანამშრომლობისას სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება და რა დადებითი ცვლილებები შეგვიძლია გამოვიწვიოთ გარემოზე ზრუნვით. ვორტექსის ჰაერის ხარისხის მონიტორის მონაცემებით აღფრთოვანებულმა მოსწავლეებმა დაამზადეს ხელსაწყო ჰაერის დაბინძურების მონიტორისათვის, ამისათვის გამოიყენეს ქაღალდის თეფშები და ვაზელინი.

ბავშვებმა ასევე შექმნეს პოსტერები, რომლებზეც წარმოდგენილი იყო ჰაერის დაბინძურების საფრთხეები, „ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ  ამ პროცესში“, — განაცხადა სამუშაო შეხვედრების ლიდერმა.

კლერ მაკდონალდის თქმით, ფესტივალი მიზნად ისახავს, გააცნოს სკოლებს ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული საფრთხეები. ეს ასევე შესანიშნავი გზაა საიმისოდ, რომ სკოლები ჩაერთონ სამეცნიერო მოვლენებში, თანაც აიმაღლონ ცნობიერება ჰაერის დაბინძურების შესახებ.

ფესტივალის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო  შეხვედრა ჩატარდა, სამომავლოდაც იგეგმება შეხვედრები. სასწავლო წლის ბოლომდე კი 4-დან 16-წლამდე უმცროსი მეცნიერების მცირერიცხოვანი არმია შეძლებს და ჰაერის დაბინძურების შესახებ მთელ სამხრეთ ლონდონს მიაწვდენს ხმას.

ლონდონში სუფთა ჰაერის დღის აღსანიშნავად იმართება ღონისძიება, რომელზეც ელოდებიან ამ არაჩვეულებრივ მოზარდებს, ისინი ყველას მოუყვებიან, თუ რა ისწავლეს ჰაერის დაბინძურების შესახებ.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი

წყარო : airqualitynews.com

9 ივნისი 2023 წელი.


წინა პოსტი
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
შემდეგი პოსტი
განახლებადი ენერგიის წყაროებმა მომავალში შესაძლოა, დააკმაყოფილოს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების მოთხოვნა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,