GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები კვარცის მტვრის თავიდან ასარიდებლად

Homepage მსოფლიო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები კვარცის მტვრის თავიდან ასარიდებლად
შემეცნებითი, მსოფლიო

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები კვარცის მტვრის თავიდან ასარიდებლად

აპრილი 3, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
944 ნახვა
ნახვები : 254
  • კვარცის მტვერს შეუძლია ფილტვის შეუქცევადი დაზიანება და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი გამოიწვიოს.
  • ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სამშენებლო უსაფრთხოების ასოციაციის მონაცემებით, პროფესიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზებიდან კვარცის (სილიციუმის დიოქსიდის) მტვერი მეხუთე ადგილს იკავებს.
  • შრომის უსაფრთხოების ექსპერტების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ადვოკატირება სამშენებლო კომპანიებთან სამუშაო პროცესში ქვის ჭრის ან ბურღვის შეძლებისდაგვარად შემცირების მოთხოვნით, რადგან, მათი თქმით, არსებობს იმავე სამუშაოს შესრულების უამრავი, გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივა.

 

კვარცის (სილიციუმის დიოქსიდის) მტვერთან შეხებისას, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ რა საფრთხეს უქმნის იგი ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავიცვათ მისგან თავი. ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის (კანადა) სამშენებლო უსაფრთხოების ასოციაციის რეკომენდაციები სწორედ ამ საკითხს ეხება.

სამშენებლო პროცესში შენობების ნგრევა ან ქვის დამუშავება კვარცის მტვერს გამოყოფს. ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმდების ხანგრძლივი პერიოდის შემთხვევაში, კვარცის მტვერს შეუძლია ფილტვის შეუქცევადი დაზიანება და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი გამოიწვიოს. ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სამშენებლო უსაფრთხოების ასოციაციის მონაცემებით, პროფესიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზებიდან კვარცის მტვერი მეხუთე ადგილს იკავებს.

აუცილებელია, ყველანაირი შესაძლო გზით თავიდან ავირიდოთ კვარცის მტვრის ზეგავლენა, რადგან უარყოფითი ეფექტებისგან სრულად განკურნება მხოლოდ ფილტვის ტრანსპლანტით იქნება შესაძლებელი. არ არსებობს სხვა გზა კვარცის ორგანიზმიდან სრულად განსადევნად.

რესპირატორის გამოყენება არ უნდა იყოს სამშენებლო კომპანიის დასაქმებულთათვის პრობლემის გადაჭრის ძირითადი გზა. მთავარია, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად შევამციროთ კვარცის მტვრის გამოყოფა, შემდეგ კი ვიზრუნოთ რესპირატორულ დაცვაზე.

შრომის უსაფრთხოების ექსპერტების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ადვოკატირება სამშენებლო კომპანიებთან სამუშაო პროცესში ქვის ჭრის ან ბურღვის შეძლებისდაგვარად შემცირების მოთხოვნით, რადგან, მათი თქმით, არსებობს იმავე სამუშაოს შესრულების უამრავი, გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივა.

თუ მაინც ვერ ხერხდება ქვის დამუშავების პროცესის გამოტოვება, საუკეთესო გზა კვარცის მტვრის გამოყოფის ასაცილებლად სველი მეთოდით დამუშავებაა.

ექსპერტებმა გამოიკვლიეს არაერთი კომპანიის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა, სადაც კვარცის მტვრის უარყოფითი ეფექტის შემცირებას რესპირატორების გამოყენებით ცდილობდნენ. კვლევასთან ერთად ჩატარდა ექსპერიმენტი წყლის გამოყენებით, რომელმაც კვარცის ნაწილაკების ატმოსფეროში გამოყოფა ფაქტობრივად ნულამდე შეამცირა.

სველი მეთოდით დამუშავების ყველაზე პრიმიტიული გზა უბრალოდ ამტვერებად ნაწილაკებზე წყლის დასხმაა, თუმცა არსებობს უამრავი თანამედროვე აპარატი და სამუშაო იარაღი, რომელიც წყლის დამატებითი რესურსის გარეშე გვაძლევს საშუალებას ქვა სველი მეთოდით დავამუშაოთ.

ჰაერის სავენტილაციო სისტემის არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვარცის მტვრის ადამიანზე უარყოფითი ზეგავლენის შესამსუბუქებლად. აუცილებელია, ასეთი სამუშაოების დახურულ სივრცეში წარმართვის დროს არსებობდეს ჰაერის სავენტილაციო სისტემა, რომელიც მწყობრშია და გამართულად მუშაობს.

შრომის უსაფრთხოების ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ ადმინისტრაციული კონტროლის მნიშვნელობას. პრობლემის სისტემურად აღმოფხვრისათვის უნდა არსებობდეს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, რომელსაც დაზარალებული გამოიყენებს.

ბოლოს კი, მნიშვნელოვანია, პრობლემის პრევენციის არსებული სისტემების (დასაქმებულთა დამცავი აღჭურვილობა, ჰაერის სავენტილაციო სისტემა და ა.შ.) რეგულარული შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფაა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : canada.constructconnect.com

3 აპრილი 2023 წელი.

 

პუბლიკაცია მომზადებულია  ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“  და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.


წინა პოსტი
წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის ჩაბეტონება
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება კავშირშია ბავშვებში აუტიზმის რისკის ზრდასთან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,