GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კემბრიჯში შესაძლოა დაიწყონ CO2-ის გამოყენება სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად

Homepage მსოფლიო კემბრიჯში შესაძლოა დაიწყონ CO2-ის გამოყენება სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად
მსოფლიო

კემბრიჯში შესაძლოა დაიწყონ CO2-ის გამოყენება სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად

იანვარი 9, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
390 ნახვა
ნახვები : 25
  • ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერები მუშაობენ საცხოვრებელ სახლებში გამოყოფილი CO2-ის შესაძლო გამოყენებაზე სასუქად, ამავე სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად.
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბოსტონის კამპუსის სახურავზე ისპანახი და სიმინდი გაზარდეს.
  • გამწოვი სავენტილაციო მილების გვერდით გაზრდილი მცენარეები უფრო დიდი და ჯანსაღი გაიზარდნენ.
  • ამ სისტემის სრულყოფა და დანერგვა შესაძლებლობას მოგვცემს, სახლის სახურავებზე მეურნეობები გავაშენოთ.

 

სახლის სახურავებზე გაშენებულ მეურნეობებსა და ბაღებს შეუძლიათ ბევრი დადებითი შედეგის მოტანა: გარემოს გაგრილება, შენობების თბო-იზოლაციისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მაგრამ ასეთ პირობებში გაზრდილი მცენარეები უფრო პატარა ზომის და არაჯანსაღია ქარისა და მზის ძლიერი ზემოქმედებისა და ნაკლებად ნოყიერი ნიადაგისა და ტენიანობის გამო.

ახალგაზრდა სტუდენტების გუნდმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ ბოსტონის უნივერსიტეტის კამპუსის შენობის სახურავზე სიმინდი და ისპანახი გაზარდეს. მათ სურდათ შემოწმება, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა გადამუშავებული CO2-ის მცენარეებისთვის სასუქად გამოყენება.

„გვაინტერესებდა, თუ რა რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი, რათა საცხოვრებელი სახლის სახურავებზე გაშენებულ ბაღებსა და მეურნეობებში უფრო დიდი და ჯანსაღი მცენარეები გაზრდილიყვნენ,“ – ამბობს სარაბეთ ბაკლი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბოტანიკის დეპარტამენტის მკვლევარი. „თუ მცენარეებისთვის უკეთეს ზრდის პირობებს შევქმნით, სახლის სახურავებზე გაშენებულ მეურნეობებში უფრო ჯანსაღ მცენარეებს მოვიყვანთ და, შესაბამისად, ეს უფრო ეფექტურს გახდის ბაღების მოწყობას შენობებზე.“

ისპანახსა და სიმინდში სხვადასხვა ტიპის ფოტოსინთეზი მიმდინარეობს. ისპანახი ამისთვის C3-ს იყენებს, ამიტომაც CO2-ის დონის აწევა მისთვის უფრო საგრძნობია.

მოსალოდნელი იყო, რომ ისპანახისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა გამწოვი სავენტილაციო მილების სიახლოვე. ხოლო სიმინდი ერთგვარ კონტროლის მექანიზმის ფუნქციას ასრულებდა, რათა მეცნიერებს უკეთ შეძლებოდათ დანახვა, თუ როგორ გავლენას ახდენს სავენტილაციო მილების სიახლოვე მცენარეთა ზრდის პროცესებზე.

დიდი ვენტილატორები სხვა მცენარეებთანაც განათავსეს, რომ დაედგინათ, იყო თუ არა ჰაერის მოძრაობა სავენტილაციოდან ხელშემწყობი ფაქტორი მცენარეების ზრდისთვის.

იმ ისპანახის ფოთლოვანი ბიომასა, რომელიც იზრდებოდა გამონაბოლქვი სავენტილაციო ხვრელის გვერდით, ოთხჯერ უფრო დიდი აღმოჩნდა, იმაზე, რომელიც გაიზარდა საკონტროლო ვენტილატორის გვერდით. მაშინაც კი, როცა ძლიერი ქარის გავლენით ეს უპირატესობა უნდა გაბათილებულიყო, გამწოვთან დარგული მცენარე უფრო დიდი და ჯანსაღი იყო.

„ამ სისტემის დანერგვამდე კიდევ ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი, მაგალითად, ჰაერის მიწოდების ოპტიმალური კონსტრუქცია მცენარის ზრდის ეფექტის გასაძლიერებლად,“ – გვაფრთხილებს ბაკლი. გარდა ამისა, ქარის სიჩქარის ზრდა ნეგატიურად აისახება მცენარეების ზრდაზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გაზომვა სისტემის ოპტიმიზაციისთვის.

თუმცა, მცენარეების ზრდის ტემპების გაუმჯობესება მხოლოდ CO2-ის ნაკადთან კავშირში როდია. რადგან სიმინდი, რომელიც ნაკლებ CO2-ს ღებულობდა, ასევე უკეთესად გაიზარდა.

ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერებმა თავიანთი ნაშრომი ჟურნალ Frontiers in Sustainable Food Systems-ში გამოაქვეყნეს. ისინი თვლიან, რომ მათი კვლევა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ შეგვიძლია გადამუშავებული CO2-ის გამოყენება მცენარეების ზრდის გასაუმჯობესებლად.

„ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ამ სისტემის განვითარება და სახლის სახურავებზე გაშენებული მეურნეობებისთვის მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება,“ – ამბობს ბაკლი. „თუ ეს მოხდება, იმედია, სახლის სახურავებზე მეტი ბაღ-ბოსტანი გვექნება. ისინი მრავალ ეკოლოგიურ და სოციალურ უპირატესობას მოგვანიჭებენ, როგორებიცაა, მაგალითად, ენერგიის დაზოგვა, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება, კლიმატის შერბილება, ურბანული სითბოს შემცირება, ადგილობრივი კვების პროდუქტების წარმოება, ადგილობრივი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობები, ესთეტიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უპირატესობები.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ლედი ბოჟაძე

წყარო : airqualitynews.com

9 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
მშრალი ჭრის აკრძალვა ავსტრალიის მთავრობის მიერ, როგორც მუშებისთვის ზიანის შემცირების მცდელობის ნაწილი
შემდეგი პოსტი
გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბრიტანული ბიზნესის მეოთხედი რეალურად მხარს უჭერს ნახშირზე გადასახადს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,