GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

საწვავის რეგულაციები ამცირებს ტრანსპორტის შედეგად წარმოქმნილ ჰაერის დაბინძურებას

Homepage მსოფლიო საწვავის რეგულაციები ამცირებს ტრანსპორტის შედეგად წარმოქმნილ ჰაერის დაბინძურებას
მსოფლიო, შემეცნებითი

საწვავის რეგულაციები ამცირებს ტრანსპორტის შედეგად წარმოქმნილ ჰაერის დაბინძურებას

დეკემბერი 8, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
63 ნახვა
  • IMO-ის მსოფლიო რეგულაციებით 2020 წელს შეიცვალა ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა სატრანსპორტო გამონაბოლქვში.
  • როცა ნაკლებია გოგირდის  გამონაბოლქვი, ნაკლებია აეროზოლის ნაწილაკები ჰაერში, რაც ნიშნავს ნაკლებად დაბინძურებულ ჰაერს.

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ტრანსპორტირებისას საწვავში გოგირდის რაოდენობის შეზღუდვით, რეკორდულად დაბალ დონემდე შემცირდა ხელოვნური „ტრანსპორტირების ბილიკების“ ღრუბლები 2020-ში. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა.

„სატრანსპორტო ბილიკები“, დაბინძურებული საზღვაო ღრუბლები, რომლებიც  მიჰყვებიან ოკეანის გადამკვეთ გემებს,  თანამედროვე ვაჭრობის ხელწერაა. როგორც მოჩვენებითი თითის ანაბეჭდები, ისინი იკვლევენ გადაზიდვის გზებს მთელს მსოფლიოში, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთიდან  ხმელთაშუა ზღვამდე. თუმცა 2020 წელს  სატელიტურმა დაკვირვებებმა აჩვენა  ამ დაბინძურებული თითის ანაბეჭდების სიმცირე.

ნახატი ეყრდნობა დაახლოებით ორი ათწლეულის სატელიტურ გამოსახულებას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სატრანსპორტო ბილიკი მნიშვნელოვნად დაეცა საწვავის რეგულაციების ამოქმედებისთანავე. მსოფლიო სტანდარტი  განხორციელდა 2020 წელს  საერთაშორისო  საზღვაო ორგანიზაციის მიერ – მოითხოვეს საწვავში გოგირდის შემადგენლობის 86%ით შემცირება  – რაც, სავარაუდოდ, შეამცირებს სატრანსპორტო ბილიკის ფორმირებას. ამ შემცირებაში კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა სავაჭრო შეფერხებამ ასევე ითამაშა მცირედი როლი.

მეცნიერები იყენებენ თანამედროვე გამომთვლელ მეთოდებს, რომ შექმნან მსოფლიოში პირველი ტრანსპორტირების ბილიკების კლიმატოლოგია ( გაზომვების ისტორია). ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა ავტომატურად მოხდეს ტრანსპორტირების ბილიკების იდენტიფიცირება  ნასას თანამედროვე  დასურათების სპექტრორადიომეტრით 17 წლის მონაკვეთში დღისით გადაღებული ფოტოებით  აქვა სატელიტის ბორტზე.

„ამ სრული და ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო ბილიკების ნიმუშების აღების გარეშე ,ჩვენ  სრულად ვერ გავიაზრებდით პრობლემას“, –  ამბობს წამყვანი ავტორი ტიანლი იუანი, ატმოსფერული მეცნიერი ნასას გოდარდის საფრენ ცენტრში გრინბელთში, მერილენდსა და მერილენდის  უნივერსიტეტში, ბალტიმორის  რეგიონში.

სატრანსპორტო ბილიკები, პირველადი დაკვირვებით,  1960 წელს მოპოვებულ ადრეული ამინდის სატელიტურ ფოტოებში იყო „ ანომალიური ღრუბლის ხაზები“. ისინი წარმოიქმნენ  ტრანსპორტირებისას, გამონაბოლქვში წყლის ორთქლის შერწყმით  გარშემო არსებულ დაბინძურების მცირედ ნაწილაკებთან (აეროზოლები). მაღალი კონცენტრაციის წვეთები უფრო მეტ სინათლეს ფანტავს და, ამასთანავე, ჩანს უფრო ნათლად, ვიდრე არადაბინძურებული  საზღვაო ღრუბლები, რომლებიც არიან დაფუძნებული უფრო ფართო ნაწილაკებზე, როგორიცაა ზღვის მარილი.

საბოლოოდ, საწვავში გოგირდის შემცველობაა 0.5%( დაეცა 3.5%-დან), IMO–ს მსოფლიო რეგულაციებით 2020 წელს შეიცვალა ქიმიური და ფიზიკური  შემადგენლობა სატრანსპორტო გამონაბოლქვში. ნაკლები  გოგირდის  გამონაბოლქვი ნიშნავს, რომ ნაკლებია  აეროზოლის ნაწილაკების გამოსვლა აღმოჩენილი სატრანსპორტო ბილიკებიდან.

იუანისა და  კოლეგების თანახმად, მსგავსად, მაგრამ რეგიონულად განისაზღვრა გოგირდის რეგულაციებს, როგორიცაა IMO-ის გამონაბოლქვის კონტროლის არეალი (მოქმედებს 2015 წლიდან  აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და კანადაში), არ ჰქონია  სასურველი ეფექტი იმიტომ, რომ  ოპერატორებმა შეცვალეს თავიანთი მარშრუტები და გამართეს უფრო გრძელი კურსები, რომ ასცდენოდნენ გამოყოფილ ზონებს.

2020 წლის მონაცემების ანალიზისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სატრანსპორტო ბილიკის გადატვირთვა დაეცა ამ წელს ყველა ძირითად ტრანსპორტირების ხაზზე.

ტრანსპორტირებაზე დაფუძნებული მოკვლეული მონაცემები მიუთითებს, რომ   კოვიდ-19-ის პანდემიამ გავლენა იქონია მსოფლიო ტრანსპორტირების საცობის შემცირებაში 1.4 %-ით რამდენიმე თვის განმავლობაში. მაგრამ სატრანსპორტო ბილიკების დაკვირვებით მხოლოდ ეს ცვლილება ვერ ახსნის  იმ ფართო დაცემას, რომელიც შეინიშნება რეკორდულად დაბალი დონით  2021-ის რამდენიმე თვის განმავლობაში(უახლესი გაანალიზებული ინფორმაცია). მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ახალი მსოფლიო საწვავი რეგულაციები ითამაშებდა დომინანტ როლს  სატრანსპორტო ბილიკების შემცირებაში 2020 წელს.

თავიანთი ანალიზის ფართო დიაპაზონზე იუანმა და კოლეგებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ეკონომიკური აქტივობის რყევები გამორჩეული კვალია სატელიტურ ჩანაწერებში. კონკრეტულად,  წყნარი  ოკეანის მიღმა სატრანსპორტო ბილიკის ნიმუშები აზიასა და ამერიკას შორის ასახავს აღმასვლებსა და  დაღმასვლებს ვაჭრობაში.

მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელობის მიღმა, სატრანსპორტო ბილიკები შესაძლოა, ემსახურებოდეს

კლიმატურ ცვლილებათა ელემენტების შემთხვევით შესწავლას.“ სატრანსპორტო ბილიკები არის დიდებული ბუნებრივი ლაბორატორიები  აეროზოლებსა და დაბალ ღრუბლებს შორის ურთიერთქმედების შესასწავლად, თუ როგორ ახდენს გავლენას რადიაციის რაოდენობაზე, რომელსაც დედამიწა იღებს და აისახება უკან სივრცეში“, – ამბობს იუანი. „ეს არის გაურკვევლობის გასაღები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვხვდებით, თუ რა ამოძრავებს კლიმატს ახლა“.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ანა ახალაძე

წყარო : www.nasa.gov

8 დეკემბერი 2022 წელი.

ნახვები : 14 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ქუთაისში, პოლიციის განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს
შემდეგი პოსტი
გამჭვირვალე ფანჯარა შენობებს ენერგიის გარეშე აგრილებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,