GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

სამსუნგი იწყებს ახალი ინსტრუმენტის წარმოებას, რომელიც დაგეხმარებათ სახლში ენერგიის დაზოგვაში

Homepage მსოფლიო სამსუნგი იწყებს ახალი ინსტრუმენტის წარმოებას, რომელიც დაგეხმარებათ სახლში ენერგიის დაზოგვაში
მსოფლიო

სამსუნგი იწყებს ახალი ინსტრუმენტის წარმოებას, რომელიც დაგეხმარებათ სახლში ენერგიის დაზოგვაში

აგვისტო 20, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
358 ნახვა
  • საშუალოდ, აშშ-ში მცხოვრები ოჯახი, ენერგიის გადასახადებში წელიწადში ხარჯავს 2000 დოლარს.
  • სახლში ენერგიის დაზოგვა არის ყველაზე ეფექტური გზა ფულის დაზოგვისა და თქვენი წვლილის შემცირებისთვის კლიმატის ცვლილებაში.
  • სამსუნგმა SmartThings Energy პროგრამა გამოუშვა, ახალი დამატება SmartThings აპლიკაციისთვის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ და აკონტროლონ თავიანთი Samsung მოწყობილობების და HVAC სისტემების ენერგიის მოხმარება.

კორონავირუსის პანდემია რაც უფრო მეტ ადამიანს ტოვებს სახლში და კლიმატის კრიზისის შესახებ ინფორმირებულობა იზრდება, უფრო და უფრო მეტი ადამიანია შეწუხებული საყოფაცხოვრებო ენერგიის მოხმარებით.

სწორედ ამიტომ, სამსუნგმა SmartThings Energy პროგრამა გამოუშვა, ახალი დამატება SmartThings აპლიკაციისთვის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ და აკონტროლონ თავიანთი Samsung მოწყობილობების და HVAC სისტემების ენერგიის მოხმარება.

”ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში და უფრო ხშირად იყენებენ თავიანთ მოწყობილობებს, რაც მოითხოვს უფრო მეტი სიმძლავრის და უკეთესი ენერგოეფექტურობის საჭიროებას”, – განაცხადა Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ნივთების ინტერნეტის (IoT) ბიზნესის ჯგუფის ხელმძღვანელმა. ”ჩვენს მომხმარებელს სურს უკეთესი, ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის ნაწილი გახდეს და ჩვენ ვამაყობთ, რომ დავეხმარებით მათ ამ ხედვის მიღწევაში, უფრო ენერგოეფექტური ჭკვიანი სახლის შეთავაზებით.”

SmartThings Energy მომხმარებლებს ენერგიის დაზოგვაში ეხმარება სამი გზით.

  1. მონიტორი: მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ, რამდენ ენერგიას მოიხმარენ ისინი ჯამში ან თითოეული მოწყობილობისთვის ცალ-ცალკე. მათ ასევე შეუძლიათ შეადარონ თავიანთი ენერგიის მოხმარება სამიზნე მაჩვენებლებს ან შეადარონ ერთმანეთს ენერგიის ყოველთვიური მოხმარება.
  2. მონაცემები: დიაგრამები ცხადყოფს, თუ რამდენ ენერგიას იყენებს თითოეული მოწყობილობა. აპლიკაცია ასევე შეიცავს მითითებებს თითოეული მოწყობილობის ენერგიის დაზოგვის შესახებ, მაგალითად, მაცივრის ზედმეტად არ გავსება, რომ მოხდეს გრილი ჰაერის მოძრაობა.
  3. გაფრთხილება: SmartThings Energy აცნობებს მომხმარებლებს, როდესაც ისინი დატოვებენ მოწყობილობას ჩართულს სახლიდან გასვლისას ან გადააჭარბებენ ენერგიის გამოყენების სამიზნე მაჩვენებელს.

 

CNET- მა აღნიშნა, რომ SmartThings Energy არ არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ენერგიის გამოყენებას. არსებობს ჭკვიანი თერმოსტატები, როგორიცაა Nest და Ecobee და ისეთი კომპანიები, როგორიცაა Sense, რომლებიც დააინსტალირებენ მონიტორს თქვენს ამომრთველების პანელში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლედი ბოჟაძე

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 35 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
„მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის“ – გრენლანდია ნავთობის მოპოვებას აჩერებს
შემდეგი პოსტი
თხები ნიუ-იორკის პარკებში ბრუნდებიან გარემოს მავნე მცენარეებისგან გასაწმენდად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჰიმალაის მთებზე გლობალური პრობლემაა
  • ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
  • კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
  • რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
  • გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 30, ნოე
ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჰიმალაის მთებზე გლობალური პრობლემაა
ოთხშაბათი, 29, ნოე
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
ორშაბათი, 27, ნოე
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
კვირა, 26, ნოე
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
შაბათი, 25, ნოე
გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
პარასკევი, 24, ნოე
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა

Welcome back,