GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

რუსთავში სოკოს საწარმო 20 000 ლარით დაჯარიმდა.

Homepage საქართველო რუსთავში სოკოს საწარმო 20 000 ლარით დაჯარიმდა.
საქართველო

რუსთავში სოკოს საწარმო 20 000 ლარით დაჯარიმდა.

ოქტომბერი 17, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1425 ნახვა
ნახვები : 533

სოკოს საწარმო “თეთრი ქუდი” 20 000 ლარით დაჯარიმდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, საწარმო თავდაპირველად 7500 ლარით დაჯარიმდა. შემდეგ მას დარღვევების აღმოსაფხვრელად დრო მიეცა და განესაზღვრა ვადები.

ვადების გასვლის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საწარმო შეამოწმეს და დარღვევები გამოსწორებული არ იყო.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები გარდაბნის მაგისტრანტ სასამართლოში მიმდინარეობდა. “თეთრი ქუდი” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 პრიმა 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 84-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარს აღწევდა, თუმცა არსებული წესის მიხედვით დიდმა ჯარიმამ შთანთქა მცირე ჯარიმები და შპს “თეთრი ქუდი”, მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, საბოლოდ 20 000 ლარით დაჯარიმდა.

4 თვიანი სასამართლო პროცესი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველების ნაწილი თითქმის 2 წელია უსიამოვნო სუნითაა შეწუხებული, რომელიც სოკოს საწარმოში გამოიყოფა და ქალაქში შემოდის. ჩატარდა არაერთი აქცია, “ინფო რუსთავმა” აღნიშნული პრობლემა არაერთხელ გააშუქა. რუსთაველების ნაწილი საწარმოს დაჯარიმებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, “თეთრი ქუდი” ვალდებულია, საწარმოში არსებული პრობლემები დროულად მოაგვაროს.

 

წყარო : Inforustavi


წინა პოსტი
მოზარდების თავის ტვინში აღმოჩენილი დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები ალცჰაიმერის დაავადებასთანაა კავშირში.
შემდეგი პოსტი
დაბინძურებული ჰაერის გამო ყოველწლიურად ევროპაში 400.000 ადამიანი იღუპება.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,