ჰაერის ხარისხის რუკა

Thumbnail
Thumbnail

2023 წლის იანვრიდან ჩვენმა გუნდმა, დაიწყო საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის შექმნაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე დავიწყებთ საბაზისო დამბინძურებლების მონიტორინგს, მათ შორის PM2.5 – მტვრის მყარი ნაწილაკები, ადამიანის ორგანიზმისა და რესპირატორული სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ნაწილაკი. პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ჰაერის ხარისხის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მონიტორინგის ქსელით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აღვრიცხოთ საქართველოს დაბინძურებული მუნიციპალიტეტები და დასახლებები, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ სხვადასხვა რეგიონში მუშაობის პრიორიტეტები. ამჟამად აპარატები დაყენებულია საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, რუსთავი, მარნეული, ყვარელი, კასპი, გორი, ქუთაისი, ბორჯომი, ბაკურიანი, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ფოთი.

Green Pole logo
ჩემი ქალაქი მკლავს ლოგო
Thumbnail