როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
- ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქიმიკატები ზედაპირიდან ვენტილაციის მეშვეობით კი არ ქრება, არამედ გროვდება სახლში არსებულ სხვადასხვა ზედაპირებზე.
- კვლევა აჩვენებს, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი სახლის კედლები, ავეჯი და ზედაპირები ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰაერის დამაბინძურებლების შენახვაში, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა სპეციალური მონიტორინგის ქვეშ სახლში, რათა შეესწავლათ, თუ რას იწვევს ქიმიური ორგანული ნაერთების (VOCs) დაგროვება.
მეცნიერთა ჯგუფმა კონკრეტული რაოდენობის ქიმიური ნაერთები გაუშვა სახლში, რათა გაეგოთ თუ რამდენად სწრაფად ქრება ქიმიკატები ჰაერიდან.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქიმიკატები ზედაპირიდან ვენტილაციის მეშვეობით არა თუ ქრება, არამედ გროვდება სახლში არსებულ სხვადასხვა ზედაპირებზე.
აღნიშნული კვლევა აჩვენებს, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე აქამდე გვეგონა. სხვადასხვა ზედაპირი ღრუბელივით იწოვს ქიმიკატების დიდ რაოდენობას, უფრო მეტიც,
სატესტო სახლში ზედაპირების მიერ შეწოვილი დამაბინძურებლების რაოდენობა ათასჯერ აღემატებოდა აქამდე არსებულ მონაცემებს.
ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ ჰაერის ქიმიკატების კვლევის თაობაზე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ზედაპირებზე ქიმიკატების დაგროვების შესახებ, თუმცა მათი შეწოვის მოცულობა და მასშტაბი აქამდე აღრიცხული არ იყო.
ჩვენი მოდელირების მიხედვით, სახლის შიდა ზედაპირებს აქვთ გაცილებით დიდი რესურსი ქიმიკატების შთანთქმისა და შენახვისთვის, ვიდრე აქამდე გვეგონა. ჩვენ შეგვიძლია ამ ზედაპირებს ვუყუროთ, როგორც უზარმაზარ ქიმიურ ღრუბლებს, რომლებიც შთანთქავენ ქიმიურ ნაწილაკებს.
გარდა ამისა, ერთხელ შეწოვილი ეს დამაბინძურებლები თანდათან კვლავ გამოიფრქვევა ჰაერში საათების, დღის ან თუნდაც წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა თავდაპირველი წყარო აღარ არსებობს.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები შეიძლება დაზიანდნენ ქიმიკატებისგან დიდი ხნის შემდეგაც კი, რაც ისინი სახლის სივრცეში აღმოჩნდა.
წყარო : როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
სტატიაზე მუშაობდნენ : თამუნა გაბრიჩიძე, რუსა ციცქიშვილი და თამთა კიკვაძე