GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ავტომობილის გამონაბოლქვის შესამცირებლად?

Homepage შემეცნებითი რა შეგვიძლია გავაკეთოთ ავტომობილის გამონაბოლქვის შესამცირებლად?
შემეცნებითი

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ავტომობილის გამონაბოლქვის შესამცირებლად?

იანვარი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
318 ნახვა
  • ბენზინისა და დიზელის საწვავი შეიცავს აზოტის დიოქსიდს, ნახშირბადის მონოოქსიდს, ნახშირწყალბადებს, ბენზოლსა და ფორმალდეჰიდს. ყველა მათგანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხს აუარესებს.
  • მაშინ, როდესაც ავტომობილით უშუალოდ არ გადაადგილდებით, ნუ დატოვებთ ძრავას ჩართულს. ზამთარშიც კი თქვენი ავტომობილის ძრავას არ სჭირდება დიდი დრო გასათბობად.
  • ავტომობილის გამართულობის შესანარჩუნებლად მიაქციეთ ყურადღება მის მაჩვენებლებს, მათ შორის ნიშანს ,,Check Engine”, რომლებიც გამცნობთ, რომ ავტომობილის სისტემაში რაღაც არ მუშაობს მწყობრად.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტომობილების გამართულობის სტანდარტების დაწესება საბოლოო ჯამში პრობლემის შემსუბუქებასა და მოგვარებამდე მიგვიყვანს.

ავტომობილის გამონაბოლქვი შეიცავს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო დამაბინძურებლებსა და სათბურის აირებს. ბენზინისა და დიზელის საწვავი შეიცავს აზოტის დიოქსიდს, ნახშირბადის მონოოქსიდს, ნახშირწყალბადებს, ბენზოლსა და ფორმალდეჰიდს. ყველა მათგანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხს აუარესებს.

საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა გზა ავტომობილის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შესამცირებლად.

ნაკლებად გადაადგილდით მანქანით

შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველ პუნქტამდე გადაადგილდით ფეხით ან ველოსიპედით. თუ დასაფარი მანძილი ძალიან დიდია, სცადეთ ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობა. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენი საცხოვრებელი არეალის ფარგლებში არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ თქვენს მეზობელთან ან მეგობართან ერთად იმგზავროთ ავტომობილით და ასე შეამციროთ მავნე აირებისა და ნივთიერებების გამოყოფა.

ნუ დატოვებთ ძრავას ჩართულს

მაშინ, როდესაც ავტომობილით უშუალოდ არ გადაადგილდებით, ნუ დატოვებთ ძრავას ჩართულს. ზამთარშიც კი თქვენი ავტომობილის ძრავას არ სჭირდება დიდი დრო გასათბობად. მსგავს სიტუაციებში საწვავის უმიზეზოდ ხარჯვა ადვილად არიდებადია. უბრალოდ გამორთეთ ძრავა, როდესაც არ გადაადგილებით.

ყურადღება მიაქციეთ ავტომობილის გამართულობას

კარგ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი გაცილებით ნაკლებ მავნე ქიმიკატს გამოყოფს. მეტიც, დღესდღეობით უკვე ფართოდ არის გავრცელებული ჰიბრიდული და სრულად ელექტრო მანქანები, რომლებიც გარემოს გაცილებით ნაკლებად აბინძურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ავტომობილების საკმაოდ ბევრ მოდელზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს მაღალი ფასის გამო, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წარმოების გაფართოება ხელს უწყობს მათი ღირებულების დაწევას, რაც ნელ-ნელა ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით მოძველებული ავტოპარკის ჩანაცვლებას.

იზრუნეთ თქვენს ავტომობილზე

უახლეს ავტომობილსაც კი სჭირდება რეგულარული შემოწმება და ტექდათვალიერების გავლა, რათა მისი გამართულობა შენარჩუნდეს.

ახალ მოდელებს აქვთ გამონაბოლქვის კონტროლის საკმაოდ კომპლექსური სისტემა. თუ ამ სისტემის რომელიმე შემადგენელი ნაწილი არ ფუნქციონირებს, თქვენი ავტომობილი ჩვეულებრივზე მეტად დააბინძურებს ჰაერს. მიაქციეთ ყურადღება ავტომობილის მაჩვენებლებს, მათ შორის ნიშანს ,,Check Engine”, რომლებიც გამცნობთ, რომ ავტომობილის სისტემაში რაღაც არ მუშაობს მწყობრად. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ავტომობილი სერტიფიცირებულ სახელოსნოში მიიყვანოთ, სადაც უახლესი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას შეძლებთ, რომლებიც გამოყენების პროცესში გარემოზე მინიმალურ უარყოფით გავლენას ახდენს.

წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი

მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში დაახლოებით იმავე სიჩქარით სიარული საწვავის გადამეტებული მოხმარებისა და ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური გზაა. სწრაფი აჩქარებითა და მკვეთრი დამუხრუჭებით ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, შესაბამისად უფრო მეტ დამაბინძურებელს გამოყოფს. გარდა ამისა, შეგიძლიათ სახლიდან გამოსვლამდე დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები და მაქსიმალურად შეამციროთ მანქანით გადაადგილების დრო.

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

 

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : ecology.wa.gov

ნახვები : 366 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კლიმატის ცვლილება გამოქვაბულის უძველეს მოხატულობებს ანადგურებს
შემდეგი პოსტი
2021 წლის 11 თვეში საქართველომ $1.4 მლნ-ის პიროტექნიკური ნაწარმი შეიძინა – იმპორტიორი ქვეყნები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,