პლასტმასის ნარჩენების კრიზისი მსოფლიოში
პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად იქცა მსოფლიოში, რადგან სწრაფად მზარდი ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების წარმოებას, მათი შემდგომი გადამუშავება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურება განსაკუთრებით თვალშისაცემია აზიის და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში, სადაც ნაგვის შეგროვების სისტემა ხშირად არაეფექტურია ან არ არსებულია. თუმცა, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც, (განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც გადამუშავების დაბალი მაჩვენებელია) პლასტმასის ნარჩენების სწორედ მართვის პრობლემა აქვთ. პლასტმასის ნარჩენების საკითხი იმდენად საყოველთაო, რომ გაერო იძულებული გახდა გლობალური შეთანხმება შეემუშავებინა.
როგორ მივედით აქამდე?
პლასტმასის წარმოება წიაღისეული საწვავისგან, სულ რაღაც, ერთ საუკუნეზე ცოტა მეტს ითვლის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლასტმასის პროდუქციის განვითარება და წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს უკვე თანამედროვე ეპოქაში, პლასტმასის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიგვაჩნია. პლასტმასის წარმოებამ რევოლუცია მოახდინა სამედიცინო სფეროში, როდესაც მოხდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატურის წარმოება, შესაძლებელი გახადა კოსმოსში მოგზაურობა, ასევე საწვავის მოხმარების კლება მანქანების და თვითმფრინავების მასის შემცირების ხარჯზე, სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა აღჭურვილობების წარმოებით, როგორიცაა დამცავი ჩაფხუტები, ინკუბატორი და სუფთა სასმელი წყლის დანადგარები.
თუმცა, ამასთანავე პლატსმასის პროდუქტების დადებით მხარესთან ერთად, არსებობს მეორე უარყოფითი მხარეც – პროდუქტების ერთჯერადად გამოყენება, ყოველ წლიურად პლასტმასების წარმოების 40% სწორედ ერთჯერადად გამოყენებად პროდუქტებზე მოდის. მაგალითად, ცელოფნის პარკების ან საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების გამოყენების ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მერყეობს, თუმცა გარემოში ისინი ასობით წლები ძლებენ.
პლასტმასი ციფრებში
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი:
- პლასტმასის წარმოების ნახევარზე მეტი, ბოლო 15 წლის მანძილზე მოხდა.
- წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2.3 მილიონი ტონიდან 1945 წელს 440 მილიონ ტონამდე 2015 წელს. 2050 წლისთვის კი წარმოების გაორმაგება მოხდება.
- ყოველ წლიურად, დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება ოკეანეებში.
პლასტმასის პროდუქტები ხშირად შეიცავენ ამა თუ იმ ქიმიურ დანამატებს, რათა უფრო მყარი, დრეკადი და გამძლე გახდეს. ზუსტად ეს დანამატები უხანგრძლივებენ ამ პროდუქტებს გამოყენების ვადას. შედეგად 400 წელი მაინც ჭირდება მათ დაშლას ნაგავზე მოხვედრის შემთხვევაში.
პლასტმასის მოძრაობის ტრაექტორია მსოფლიოს გარშემო
ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენების უმეტესი ნაწილი ხმელეთიდან ხვდება. თუმცა ზღვებში და ოკეანეებში ნაგავი უწყვეტ ნაკადად ჩაედინება დიდი მდინარეების საშუალებითაც. ზღვაში მოხვედრილი ნაგავი ძირითადად ნაპირებზე გამოირიყება, თუმცა ოკეანის დინებაში მოხვედრის შემდეგ, მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს გარშემო.
მიკრო-პლასტმასი
ზღვაზე მოხვედრის შემდეგ, მზის სხივების, ქარის და ტალღების ზემოქმედება პლასტმასის ნარჩენებს წვრილ ნაწილაკებად შლის, რომელთა სიგრძე ხშირად ინჩის მეხუთედზე ნაკლებია. ეს, ეგრეთწოდებული, მიკრო-პლასტმასი ნაწილაკები წყლის ნაკადებში იბნევა და მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება, დაწყებული ევერესტის მთიდან, ყველაზე მაღალი მწვერვალიდან, მარიანას ღრმულამდე, ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილამდე.
თავის მხრივ მიკრო-პლასტმასი უფრო პატარა ნაწილაკებად, მიკრო ფიბრებად, იშლება და ადვილად ხვდება სასმელი წყლის სისტემებში და ჰაერშიც კი.
ზიანი ველურ გარემოზე
პლასტმასის შედეგად იღუპებიან მილიონობით ცხოველიები, ფრინველები, თევზები და წყალში მობინადრე სხვადასხვა ორგანიზმები. ფაქტია, რომ დაახლოებით 700 სახეობის ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, პლასტმასის მავნე ზემოქმედების საფრთხის ქვეშ იმყოფება. ზღვის ფრინველის თითქმის ყველა სახეობა ჭამს პლასტმას.
ცხოველების სიკვდილიანობა უმეტესად გამოწვეულია შიმშილით ან ნაგავში გაბმით. სელაპები, ვეშაპები, კუები და სხვა ცხოველები ხშირად ხვდებიან სათევზაო აღჭურვილობისა თუ პლასტმასის შესაფუთი მასალის ხაფანგში. მიკრო-პლასტმასის ნაწილაკები აღმოჩნდა 100-ზე მეტ სახეობის წყალში მობინადრეთა ორგანიზმში, მათ შორის თევზებში, კრევეტებსა და მიდიებში და ეს ყველაფერი საბოლოოდ ჩვენს თეფშზე ხვდება. უმეტეს შემთხვევაში, ეს მცირე ნაწილაკები ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ადვილად გამოიდევნებიან, ზიანის მიყენების გარეშე. თუმცა აღმოჩნდა, რომ პლასტმასის ნაწილაკებს შეუძლიათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბლოკირება ან ორგანოების გახვრეტა, რაც სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. ცხოველის მუცელში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენები მას შიმშილის გრძნობას უმცირებს, რაც ცხოველის დაღუპვას იწვევს შიმშილის გამო.
პლასტმასის ნარჩენებით არა მარტო ზღვის, არამედ ხმელეთზე მობინადრე ცხოველებიც იკვებებიან, მათ შორის, სპილო, ჰიენა, ზებრა, ვეფხვი, აქლემი, პირუტყვი და სხვა დიდი ძუძუმწოვრები. სიკვდილიანობის შემთხვევები მათ შორისაც ხდება.
პლასტმასის ტალღის შეჩერება
ოკეანეში მოხვედრილი ნარჩენის შეგროვება ძალიან ძნელია, უფრო სწორად შეუძლებელი. მექანიკური სისტემები, როგორიცაა Mr. Trash Wheel, ნაგავ დამჭერი მერილენდში, ბალტიმორის ნავსადგურში, ეფექტურია შიდა წყლებიდან პლასტმასის დიდი ნივთების, მაგალითად, ქაფის ჭიქებისა და საკვების კონტეინერების შესაგროვებლად. მაგრამ, თუ პლასტმასი მცირე ნაწილაკებად დაიშალა და ოკეანის წყალს შეერია, მისი მოგროვება უკვე შეუძლებელია.
გამოსავალი ამ პრობლემიდან არის ის, რომ, პირველ რიგში, პლასტმასის ნარჩენები არ მოხვდეს მდინარეებსა და ზღვებში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, ნარჩენების მართვის და გადამუშავების გაუმჯობესებული სისტემების გამოყენებით, პროდუქტის უკეთესი დიზაინით, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერადი შეფუთვის ხანმოკლე პერიოდს და არასაჭირო, ერთჯერადი პლასტმასის წარმოების შემცირებას.
სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდული – სალომე აბუაშვილი
წყარო : https://www.nationalgeographic.com