GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება

Homepage მსოფლიო მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
მსოფლიო

მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება

მარტი 26, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
287 ნახვა
ნახვები : 6
  • პუსანში მიმდინარე მოლაპარაკებები პლასტმასის წარმოებაზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე ჩაიშალა.

  • შეხვედრაში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ნავთობის მომპოვებელი კომპანიების წევრები და ქიმიური მრეწველობის სექტორის წამომადგენლები.

  • აშშ-მ არ გამოიყენა ყველა მექანიზმი ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის დასადებად, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა.

100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში პლასტმასის წარმოებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიები მზად იყვნენ წილი შეეტანათ პლასტმასის გადამუშავების გარდა მისი წარმოების შეზღუდვის საქმეშიც.
The Associated Press-ის ცნობით შეხვედრა სამხრ. კორეის ქ. პუსანში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები 2025 წელს გაგრძელდება.
Reuters-თან საუბრისას გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგერ ანდერსენმა, განაცხადა, რომ წინააღმდეგობრიობა სამწუხაროდ ვერ გადალახეს.
გაერო-ს ინტერნაციონალური კომიტეტის მეხუთე სხდომა იმით დასრულდა, რომ ქვეყნები ჯერ კიდევ შორს არიან გლობალური ხელშეკრულების ხელმოწერისგან.
მოლაპარაკებისას ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა შემდეგმა საკითხებმა გამოიწვია: პლასტმასის წარმოებაზე შეზღუდვების დაწესება, მისი წარმოებისას „პრობლემური ქიმიური ნივთიერებების“ გამოყენება და განვითარებადი ქვეყნებისთვის დაფინანსების გამოყოფა საბოლოო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.
პანამის წარმომადგენელს პლასტმასის წარმოების შემცირების ეფექტური გეგმა ჰქონდა, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა. მაგრამ სხვა გეგმებში პლასტმასის წარმოების შემცირებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის ანალიზის თანახმად, შეხვედრაში ქიმიკატების მწარმოებელი 200-ზე მეტი კომპანიისა და წიაღისეულის გადამამუშავებელი მრეწველების წარმომადგენლები იყვნენ. The Guardian-ის ცნობით, ეს ამ სფეროების ყველაზე დიდი ჯგუფია.
ჩინეთის, ირანის, ყაზახეთის, მალაიზიის, ეგვიპტის, ფინეთისა და დომინიკანას რესპუბლიკის დელეგაციებშიც პლასტმასის წარმოების სექტორის წარმომადგენლები იყვნენ.
ლუის ვაიას ვალდივიესომ ხელშეკრულების შავი ვარიანტი წარადგინა, მაგრამ მასში ჯერ კიდევ უამრავი სადაო პუნქტია.
„ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ ნებაყოფლობით მიღებულ ზომებს ეყრდნობა, ჩვენთვის მიუღებელია. დროა, ისეთი ხელშეკრულება დავდოთ, რომელიც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება და არ ჩავარდება,“ – განაცხადა რუანდის გარემოს დაცვის სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა, ჯულიეტ კაბერამ.
საუდის არაბეთისა და სხვა ნავთობმწარმოებელი ქვეყნების წარმომადგენლები პლასტმასის წარმოების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მოლაპარაკებები გააჭიანურეს.
„კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ. ხელშეკრულებაში რამდენიმე ისეთი პუნქტი შევიდა, რომლებსაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით,“ – განაცხადა საუდის არაბეთის წარმომადგენელმა, ალ გვაზიმ.
სტატისტიკური მონაცემების შემგროვებელი კომპანია Eunomia-ას ცნობით 2023 წელს პოლიმერების უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებად ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა დასახელდნენ.
პლასტმასის წარმოების შეზღუდვაზე ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ეს უდიდესი გამარჯვება იქნებოდა გარემოს დაცვის შესახებ პარიზის ხელშეკრულების შემდეგ.
აშშ მხარს უჭერდა პლასტმასის წარმოების ნებაყოფლობით შეზღუდვას, რის გამოც მის წარმომადგენლებს ბრალი დასდეს, რომ თავიანთ გავლენას არ იყენებენ საჭირო იურიდიული გარიგების დასადებად.
„მართალია აშშ-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პლასტმასის წარმოებაზე იურიდიული შეზღუდვების დაწესება მნიშნელოვანია, თუმცა მათ უარი განაცხადეს იმ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელსაც 100-ზე მეტი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაეთანხმა,“ – განაცხადა ეკოლოგიური სამართლის აქტივისტმა, რეიჩელ რედვანიმ The Guardian-თან საუბრისას.
Reuters-ის ცნობით 2023 წელს გაერომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პლასტმასის წარმოებისას 3200-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, რომელიც ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია.
საუკუნის შუა რიცხვებისთვის პლასტმასის წარმოება მსოფლიო მასშტაბით გასამმაგდება.
მოლაპარაკების რამდენიმე მონაწილემ დაჟინებით მოითხოვა შეხვედრების გაგრძელება.
„მოლაპარაკების გაჭიანურება ვნებს კაცობრიობას. ჩვენ ვერ გადავავადებთ პროცესს. თუ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, როდესაც კვლავ შევიკრიბებით, სიტუაცია უფრო გაუარესდება,“ – განაცხადა პანამის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხუან კარლოს მონტერეი გომესმა.

სტატიაზე მუშაობდნენ: ლილიან მეტრეველი, თამთა კიკვაძე

წყარო: Ecowatch.com

26 მარტი, 2025


წინა პოსტი
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
შემდეგი პოსტი
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,