GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

,,მხოლოდ სახელმწიფოს ბრძანებით და დღესასწაულებზე’’ პიროტექნიკის ახალი კანონი სომხეთში

Homepage მსოფლიო ,,მხოლოდ სახელმწიფოს ბრძანებით და დღესასწაულებზე’’ პიროტექნიკის ახალი კანონი სომხეთში
მსოფლიო, შემეცნებითი

,,მხოლოდ სახელმწიფოს ბრძანებით და დღესასწაულებზე’’ პიროტექნიკის ახალი კანონი სომხეთში

იანვარი 13, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
446 ნახვა
ნახვები : 304

სომხეთი აკრძალავს „პირად“ ფოიერვერკებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღარ დაუშვებენ კერძო ქორწილისა და დაბადების დღის აღნიშვნაზე. სახელმწიფო აპირებს სიტუაციის გაკონტროლებასა და გარკვეული დღესასწაულებისთვის კონკრეტული ორგანიზაციების მიერ ფოიერვერკების გამოყენების დაშვებას.

მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ფოიერვერკების უფასო გაყიდვაც აიკრძალება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ და გამოიყენონ მხოლოდ შუშხუნა და სანთლები ტორტებისთვის ფოიერვერკის ეფექტით.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სომხეთის პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს, რომელიც ძალაში მხოლოდ 2023 წლის ივნისიდან შევა.

კერძო დღესასწაულების დროს ფოიერვერკის აკრძალვა

ერევნის მერის მოადგილის, ყოფილი ვიცე-პრემიერის, ტიგრან ავინიანის, განცხადებით, დედაქალაქში ფოიერვერკი მხოლოდ დღესასწაულებზე და იმ ორგანიზაციებისა და ბიზნესების მიერ გაკეთდება, რომლებიც მერისგან ნებართვას მიიღებენ.

ერევნის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი ავინიანის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელშიც ასახული იყო ფოიერვერკის გამოყენების პირობები. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქში ფოიერვერკი მხოლოდ რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედანზე იქნება განლაგებული.

„ფოიერვერკი დაიშვება მხოლოდ უქმე დღეებში და მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

დამრღვევები დაჯარიმდებიან 300 000-დან 1 მილიონ დრამამდე (750 – 2500 დოლარი), ხოლო განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 2 მილიონ დრამამდე (5000 დოლარი).

ავინიანის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, ფოიერვერკი შეიძლება გამოიყენონ არადღესასწაულებზე და გაურკვეველ ადგილებში, მაგრამ ისევ მერის ნებართვით.

„ამავდროულად, მერის უფლებამოსილება შეუზღუდავი არ იქნება. მას არ შეუძლია ფოიერვერკების დაშვება, მაგალითად, დახურულ სივრცეში, აალებად საგნებთან ახლოს და სხვა რიგ შემთხვევებში“, – განმარტა ვიცე-მერმა.

აგვისტოს აფეთქების შემდეგ პიროტექნიკის საწყობში ერევნის სურმალუს სავაჭრო ცენტრში, რომელსაც თექვსმეტი ადამიანი ემსხვერპლა, ტიგრან ავინიანმა თქვა, რომ ფოიერვერკი უნდა აიკრძალოს კერძო დღესასწაულებზე.

პიროტექნიკის იმპორტი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ

მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატმა სისაკ გაბრიელიანმა პარლამენტს ლიცენზირების პროექტი შესთავაზა.

ფეთქებადი მასალებისა და ფეთქებადი აღჭურვილობის იმპორტი, შენახვა, გამოყენება და პიროტექნიკის წარმოებისთვის საჭირო იქნება ლიცენზია.

„შუშხუნების და პატარა ფოიერვერკის უფასო გაყიდვა გაგრძელდება, მაგრამ მათი შესანახი ადგილები, საწყობები და გამოყენება სტანდარტთან იქნება შესაბამისი. ხოლო ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი ფოიერვერკი, რომელიც ეწყობა ქუჩაში, მათი ტიპის მიხედვით, არის მე-4 და მე-5 კლასის ფოიერვერკი – მათი მიყიდვა მოქალაქეებისთვის კატეგორიულად აიკრძალება“, – განმარტა კანონპროექტის ავტორმა სისაკ გაბრიელიანმა.

სახელმწიფოს დაკვეთით, არა მარტო ერევანში, არამედ სომხეთის მასშტაბით ფოიერვერკი შეგროვდება და მისი ზედამხედველობა პოლიციას დაევალება.

ამავდროულად, სომხეთში 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ფოიერვერკი აკრძალულია. დაწესებული დარღვევებისთვის დაწესდება ჯარიმა 100 000 დრამის ($250); ჯარიმა ორმაგდება, თუ ვინმე არაერთხელ დაარღვევს მოქმედ რეგულაციებს. მაგრამ, დეპუტატების თქმით, ეს ჯარიმები “არ არის საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი ფოიერვერკის მოყვარულთათვის”.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და გიგი ჭითანავა

წყარო : jam-news.net

13 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბრიტანული ბიზნესის მეოთხედი რეალურად მხარს უჭერს ნახშირზე გადასახადს
შემდეგი პოსტი
გლობალური დათბობა ევროპის დიდ ნაწილში ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საშუალოდ მთელ პლანეტაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,