GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს

Homepage შემეცნებითი მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
შემეცნებითი

მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს

აპრილი 5, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
272 ნახვა
ნახვები : 5
  • ადრინდელთან შედარებით, ატმოსფეროში კონცენტრაცია წლიური CO2-ის გამოყოფის პროპორციულად უფრო სწრაფად იზრდება, რადგან ამჟამად ბუნებრივი შთანთქმა წელიწადში 0,25%-ით მცირდება.

  • აღმოჩენები ძალიან საყურადღებოა. CO2-ის გამოყოფა უნდა შემცირდეს 0,3%-ით წელიწადში. ეს რთული ამოცანაა, რადგან ის, როგორც წესი, ყოველწლიურად 1.2%-ით იზრდება.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მკვლევართა გუნდმა ჩაატარა, ჩვენი პლანეტის მცენარეებმა და ნიადაგმა ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარის პიკს მიაღწიეს 2008 წელს და მათი შთანთქმის მაჩვენებელი მას შემდეგ იკლებს.

თავდაპირველად, მომატებულმა ნახშირბადმა ტემპერატურის მატება, მცენარეული საფარის ზრდა და ვეგეტაციური სეზონის გახანგრძლივება გამოიწვია. თუმცა, როგორც კი მიაღწია გარდამტეხ მომენტს, სათბური სტრესის, ტყეების ხანძრის, გვალვის, წყალდიდობის, ქარიშხლის, ახალი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების ერთობლიობამ ნახშირბადის რაოდენობის შემცირება განაპირობა.

„ CO2-ის ბუნებრივი შთანთქმის სიჩქარემ პიკს 2008 წელს მიაღწია. ადრინდელთან შედარებით, ატმოსფეროში კონცენტრაცია უფრო სწრაფად იზრდება წლიური CO2-ის გამოყოფის პროპორციულად, რადგან ამჟამად ბუნებრივი შთანთქმა წელიწადში 0,25%-ით მცირდება“, – წერენ კვლევის ავტორები. „ეს ეფექტი დააჩქარებს კლიმატის ცვლილებას და ხაზს გაუსვამს კლიმატსა და ბუნების საგანგებო სიტუაციებს შორის მჭიდრო კავშირს. სასწრაფოდ საჭიროა ძალისხმევა გლობალური ბიომრავალფეროვნებისა და მისი ეკოსისტემის სერვისების აღსადგენად“.

შოტლანდიის გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს კურანმა, მისი ვაჟის – სემის დახმარებით, დეტალურად გამოიკვლია ნახშირბადის კონცენტრაციის ცვლილების დონე მსოფლიოში. ანალიზმა აჩვენა, რომ 2008 წლიდან მცენარეები ყოველწლიურად საშუალოდ 0,25 პროცენტით ნაკლებ ნახშირორჟანგს შთანთქავს.

„აღმოჩენები ძალიან საყურადღებოა. გამოყოფა უნდა შემცირდეს 0,3%-ით წელიწადში მხოლოდ იმისთვის, რომ გაჩერდეს იმავე დონეზე. ეს რთული ამოცანაა, რადგან ის, როგორც წესი, ყოველწლიურად 1.2%-ით იზრდება“, – თქვა ჯეიმს კურანმა, როგორც „The Guardian“ იტყობინება.

მიღებული დასკვნები ცხადყოფს, რომ ნახშირბადის პოტენციური შთანთქმის ერთი მეხუთედით შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული ნახშირორჟანგის წლიური მატება 25-დან 37 პროცენტამდე.

„ეს ანალიზი ადასტურებს, რომ CO2-ის ბუნებრივი შთანთქმის მაჩვენებელი ამჟამად მცირდება. 1960-იან წლებში შთანთქმა იზრდებოდა დაახლოებით 0.8%-ით წელიწადში. ეს ტენდენცია რომ გაგრძელებულიყო, იგი შეამცირებდა ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის მიმდინარე წლიურ ზრდას 30%-ით“, – წერენ კურანები თავიანთ კვლევაში. „თუმცა, ეს გამაუმჯობესებელი ეფექტი დაიკარგა და ახლა შთანთქმა 0,25%-ით მცირდება წელიწადში.

კვლევა „ნახშირორჟანგის ბუნებრივი შთანთქმა მცირდება: კლიმატის ცვლილება დაჩქარდება“, გამოქვეყნდა ჟურნალში „Weather“.

„ეს მზარდი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი კიდევ უფრო დააჩქარებს კლიმატის ცვლილებას და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მჭიდრო კავშირს კლიმატსა და ბუნების საგანგებო სიტუაციებს შორის“, – წერენ კურანები.

სტატიაზე მუშაობდნენ:  რუსა ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე, ანა ზარნაძე

წყარო: Ecowatch.com

5 აპრილი. 2025


წინა პოსტი
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
შემდეგი პოსტი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,