მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
- ჰაერის დაბინძურება ჩვენზე გავლენას ახდენს ჩასახვიდან სიბერემდე, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ბავშვები.
- ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ცუდად განვითარება, ასთმა და სასუნთქი გზების ინფექციები, ასევე გავლენა მოახდინოს ტვინის განვითარებაზე და სწავლის უნარზე.
ჯგუფმა – „დედები ფილტვებისთვის“ მას შემდეგ, რაც „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ ბოლო გამოკითხვით გაარკვია ქალაქის საავადმყოფოებში სუნთქვის პრობლემების მქონე ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების რაოდენობის მესამედით გაზრდის შესახებ, კვლავ გაამახვილა ყურადღება მანჩესტერის ჰაერის ხარისხზე.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯგუფმა, გამოარკვია, რომ მანჩესტერში ასთმით ბევრად მეტი ბავშვი ავადდებოდა, ვიდრე ზრდასრული. რაც საშუალო მაჩვენებელზე, 65%-ით მეტია.
მანჩესტერის ცენტრალურ საავადმყოფოებში სუნთქვის პრობლემებით წინა წელთან შედარებით, 520-ით მეტი მიმართვა იყო 18 წლამდე ასაკის ბავშვებში – რაც 13%-იან ზრდას ნიშნავს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა, რადგან სერიოზული სუნთქვის პრობლემებით მოთავსებულთა რიცხვი 33%-ით გაიზარდა, 654-დან 872-მდე.
მანჩესტერის მერმა უარი თქვა სუფთა ჰაერის ზონის შექმნის გეგმებზე და ამის ნაცვლად, ინვესტიციებზე ორიენტირებული მიდგომით შეეცადა მანჩესტერის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.
ჩრდილოეთის ჰაერის ხარისხის კონფერენციაზე გამოსვლისას, ლიზ გოდფრიმ, ორი შვილის მშობელმა, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს „დედები ფილტვებისთვის“, აღნიშნა, რომ 2017 წლიდან მანჩესტერის ქუჩებში დიზელის ძრავიანი ავტომობილების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა და მძღოლებისთვის არანაირი სტიმული არ არსებობს, რომ დიზელის ძრავები არ შეიძინონ. მეორადი დიზელის ძრავები იაფია და შესაბამისად, მოსახერხებელია იმ ადგილებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც მათ წინააღმდეგ არანაირი ზომები არ მოქმედებს. „ჩვენ მეორადი დიზელის ძრავების ავზი ვართ“, – თქვა მან.
გასული წლის სატრანსპორტო საშუალებების ლიცენზირების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მანჩესტერში ჯერ კიდევ 468,000 დიზელის მანქანაა, ხოლო DEFRA-ს უახლესი მონაცემებით მანჩესტერში ქვეყნის NO2-ის ყველაზე მაღალი დონეა, წლიური საშუალო კონცენტრაციით 55 მკგ მ³, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ დადგენილ 40 მკგ მ³ ლიმიტს ემთხვევა.
ეს დონეები 2021 წლიდან 6%-ით გაიზარდა.
ლევენშულმში NHS-ის ზოგადი პრაქტიკის ექიმმა, დოქტორმა შინეიდ მილვუდმა განაცხადა: „ყველა მტკიცებულება აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალ დონესა და სასუნთქი გზების დაავადებებს შორის აშკარა კავშირი არსებობს”.
„ჰაერის დაბინძურება ჩვენზე გავლენას ახდენს ჩასახვიდან სიბერემდე, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რადგან ისინი იზრდებიან და ვითარდებიან. მას შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ცუდად განვითარება, ასთმა და სასუნთქი გზების ინფექციები, ასევე გავლენა მოახდინოს მათი ტვინის განვითარებაზე და სწავლის უნარზე. მე ხშირად ვხედავ ბავშვებს ამ პრევენციული დაავადებებით და მსურს, რომ ჩვენმა ლიდერებმა მიიღონ საჭირო ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.“
შვიდი წლის ბიჭის, ელიოტის დედა, ალბა დე ტორო ნოზალი, თვლის, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამხრეთ მანჩესტერში ჰაერის დაბინძურების გამო უარესდება. ალბამ თქვა: „ჩემი შვიდი წლის ბიჭი რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში, როდესაც ძალიან პატარა იყო. მას ვირუსული ხიხინი ჰქონდა, სახლშიც უჭირდა სუნთქვა მიუხედავად ინჰალატორების გამოყენებისა, ამიტომ მუდმივად გვიწევდა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში წასვლა, რათა ნებულაიზერზე შეგვეერთებინა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ჩვენს რეგიონში ჰაერის დაბინძურებით იყო გამოწვეული“.
ლიზ გოდფრიმ დასძინა: „სახეზეა, ფილტვების პრობლემებისა და სასუნთქი გზების სერიოზული დაავადებების ეპიდემია ჩვენს ქალაქში, ყველაზე ახალგაზრდა და დაუცველ მოსახლეობაში, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, როგორიცაა ენდი ბერნჰემი და ქალაქის საბჭოს წევრები, რომლებიც სასწრაფოდ მიიღებენ ზომებს პატარა ფილტვების დასაცავად. მანჩესტერის გზებზე თითქმის ნახევარი მილიონი დამაბინძურებელი დიზელის მანქანა და ფურგონია. ჩვენ გვჭირდება მკაფიო და ყოვლისმომცველი გეგმა ამ მანქანების ზემოქმედების შესამცირებლად და იმ ტოქსიკური ჰაერის გასაწმენდად, რომლითაც ყველას გვიწევს სუნთქვა“.
სტატიაზე მუშაობდნენ: რუსა ციცქიშვილი, ქეთი თურაზაშვილი და თამთა კიკვაძე
წყარო: MANCHESTER’S FAILURE TO CURB AIR POLLUTION IS SENDING MORE CHILDREN TO HOSPITAL