GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

Homepage მსოფლიო ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ
მსოფლიო

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

ივლისი 12, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
521 ნახვა
ნახვები : 196

ლოს–ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები ბევრად უფრო მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გასაოცარი რაოდენობის მავნე ნივთიერებების შთანთქმა, განსაკუთრებით კი თბილი ამინდის პირობებში, როცა ხეები ყველაზე აქტიურები არიან.

ბოლო კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მჭიდროდ განლაგებული ჰაერის ხარისხის სენსორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ლოს–ანჯელესის ცენტრალური ნაწილის ფლორა ქალაქის ნახშირორჟანგის 60%-ს ანეიტრალებს, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით იზრდება სეზონის განმავლობაში, ნათქვამია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) პრეს–რელიზში.

ეს აღმოჩენა შესაძლოა დაეხმაროს სხვა ქალაქებს, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

„ურბანული ტერიტორიები სათბურის გაზების გამოყოფის მთავარი წყაროა, რაც მოითხოვს ეფექტური მონიტორინგის სისტემებს, რათა შეფასდეს შერბილების სტრატეგიები“ – წერენ კვლევის ავტორები. „მჭიდრო სენსორული ქსელი, როგორიცაა Berkeley Environmental Air-quality & CO2 Observation Network (BEACO2N), უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მაღალი სივრცული გარჩევადობით დავაკვირდეთ ურბანულ გამონაბოლქვს.“

Public Exchange-ისა და USC Dornsife College of Letters, Arts and Sciences-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეძლო უფრო დეტალური მონაცემების მოწოდება, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი, რეალურ დროში მავნე ნივთიერების შთანთქმის მონიტორინგის გზით.

ეს მონაცემები ერთ–ერთი ყველაზე დეტალურია იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს გავლენას ურბანული გამწვანება ჰაერის ხარისხზე. ლოს–ანჯელესის ცენტრალური ნაწილის ფლორამ გაზაფხულზე და ზაფხულში წიაღისეული საწვავისგან წარმოქმნილი ნახშირორჟანგის 60% შეიწოვა დღის განმავლობაში, ხოლო წლიურად დაახლოებით 30%. ამ მაჩვენებლით, ლოს–ანჯელესი ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ქალაქია ნახშირორჟანგის შთანთქმის თვალსაზრისით.

ქალაქის ნახშირბადის რეალურ დროში მონიტორინგისთვის, კვლევითმა გუნდმა „ნახშირბადის აღწერის“ სისტემა აამოქმედა, რაც 15×6 მილის ფართობზე განთავსებულ ათობით BEACO2N მაღალი გარჩევადობის სენსორებს მოიცავდა.

სენსორებმა ურბანულ სივრცეში ნახშიროჟანგის მოძრაობისას ჰაერში მისი კონცენტრაციის ცვლილებები დააფიქსირეს. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, გაეთვალისწინებინათ ქარის მიმართულება და სიჩქარე, აგრეთვე ურბანული სიმჭიდროვე, რათა დაედგინათ, რამდენად ანეიტრალებდა ადგილობრივი ფლორა გამონაბოლქვის.

„შეგიძლიათ მავნე გამონაბოლქვი მგზავრებს შეადაროთ მატარებელში“ – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, USC Dornsife-ის პროფესორმა, უილ ბერელსონმა. „როდესაც ქარი ქალაქში დაბინძურებას ავრცელებს, მისი ნაწილი რჩება, ნაწილი კი გადაადგილდება, ეს სენსორები საშუალებას გვაძლევს, რეალურ დროში დავინახოთ ეს პროცესი.“

კვლევა, რომელიც 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის დეკემბრამდე ჩატარდა, ნახშირორჟანგის დონეს პირდაპირ ზომავდა, განსხვავებით სხვა მოდელებისგან, რომლებიც მონაცემებს მოძრაობის ინტენსივობის, საწვავის გაყიდვებისა და სხვა პარამეტრების მიხედვით აფასებდა.

„კვლევის ერთ–ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა იყო ის, რომ ხეები ყველაზე მეტ CO2–ს ზაფხულში შთანთქავენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლოს–ანჯელესის ყველაზე მშრალი სეზონია“ – აღნიშნულია პრეს–რელიზში. „სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ლოს–ანჯელესის ურბანული გამწვანება ზაფხულშიც უხვია, რაც სავარაუდოდ მორწყვით, მიწისქვეშა წყლების ხელმისაწვდომობით და ამტანი სახეობებით არის გამოწვეული. თუმცა, ხეები ვერ აუდიან შთანთქმის მასშტაბს. როგორც მოსალოდნელი იყო, CO2–ის დონე პიკის საათებში მკვეთრად იზრდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიუხედავად გამწვანების დახმარებისა, ის ვერ მოახდენს ავტომობილების, შენობებისა და მრეწველობის მიერ დაბინძურებული ჰაერის სრულად განეიტრალებას.“

კვლევის შედეგები ეხმარება USC-ის Urban Trees Initiative, რომელიც ლოს–ანჯელესის ქალაქის, უნივერსიტეტისა და ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს იმ ადგილებში გამწვანების გაფართოებას, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.

კვლევის წარმატებაზე დაყრდნობით, USC-ის გუნდმა დამატებით რვა სენსორი დაამატა კვლევის საწყისი არეალის მიღმა.

„ჩვენი მიზანია ლოს–ანჯელესის მეტ ტერიტორიაზე ვაწარმოოთ მონიტორინგი, რათა დავადგინოთ CO2–ის გამოყოფის საწყისი მაჩვენებლები და განვსაზღვროთ, სად აქვს გამწვანებას ყველაზე დიდი გავლენა და სად არის საჭირო მეტი, – განაცხადა ბერელსონმა.

ურბანული გამწვანება ყოველწლიურად მხოლოდ რეგიონში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების დაახლოებით მესამედს შთანთქავს, რაც ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების, სუფთა ენერგიის გამოყენებისა და გამონაბოლქვის შემცირების აუცილებლობას.

ლოს–ანჯელესი მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ქალაქი გახდეს. ბერელსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის გამწვანება ბუნებრივად ეხმარება ამ მიზნის მიღწევას, წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

„ბუნება გვეხმარება, მაგრამ მასზე ვერ ვიქნებით სრულად დამოკიდებულნი,“ – განაცხადა ბერელსონმა.

კვლევის შედეგები, სახელწოდებით „ლოს–ანჯელესში ანთროპოგენური და ბიოგენური CO2 გამოყოფის დაკვირვება მჭიდრო სენსორული ქსელის გამოყენებით“, გამოქვეყნდა ჟურნალში Environmental Science & Technology.

სტატიაზე მუშაობდნენ: ირაკლი სარჯველაძე, რუსუდან ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე

წყარო: Ecowatch.com

12 ივლისი, 2025


წინა პოსტი
მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,