GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

„კლიმატის კრიზისი“

Homepage მსოფლიო „კლიმატის კრიზისი“
შემეცნებითი, მსოფლიო

„კლიმატის კრიზისი“

ნოემბერი 4, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
865 ნახვა
ნახვები : 71

ორი წლის წინ, 8 ოქტომბერს, მთავრობათაშორის პანელზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეხებოდა გამოქვეყნდა ანგარიში ტემპერატურის 1.5 გრადუსიანი ზრდის შესახებ. ამ ანგარიშზე მუშაობდა 91 ავტორი და ჩართული იყო 40 ქვეყანა, შინაარსში კი ნახსენები იყო 6,000 სხვადასხვა ნაშრომი. ანგარიშის მთავარი მიზანი ბუნებასა და კაცობრიობას შორის ბალანსის აღდგენა იყო.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ორი წელი გავიდა, თუმცა მსოფლიო ლიდერები აგვიანებენ კრიზისის დასამარცხებელი ნაბიჯების გადადგმას.

ანგარიშის მიხედვით, 1.5 გრადუსი ცელსიუსი არის წითელი ხაზი ჩვენი გადარჩენისთვის და სტაბილური კლიმატის შენარჩუნებისთვის.  ამ წითელი ხაზის შესანარჩუნებლად  კი სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება. წითელი ხაზის შენარჩუნება ნიშნავს, რომ წიაღისეული აღარ უნდა იყოს ენერგიის წყარო – ნახშირი, ნავთობი და გაზი უნდა დარჩეს მიწაში. ეს მოცემულობა, წიაღისეულით მოვაჭრეების ინტერესების საწინააღმდეგოა, შესაბამისად მათ სურთ წიაღისეულით ვაჭრობის გაგრძელება რაც შეიძლება დიდი ხნით. სწორედ, ეს ინტერესი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დღეს + 3 გრადუსიანი დათბობის პერიოდში ვცხოვრობთ.

ორი წლის შემდეგ, გლობალური პანდემიის დროს მთავრობები მოქმედებენ აქტიურად, დგამენ რადიკალურ ნაბიჯებს და იღებენ მაქსიმალურად მკაცრ ზომებს, ხარჯავენ დიდ რესურსებს ეკონომიკის გადასარჩენად. კლიმატის ცვლილებას კი ისევ ნაკლები ყურადღება ექცევა. მეტიც, მთავრობები და ფინანსური ინსტიტუციები წიაღისეულით ვაჭრობის მხარეს დგანან და ახალისებენ ასეთ ბიზნესებს.

  • ყველაზე მდიდარი 20 სახელმწიფო და საბანკო სექტორი კვლავ ათობით მილიარდ დოლარს ურიცხავს, უზრდის სესხებს ან პირდაპირ აფინანსებს ამ სექტორს.
  • მთავრობები აპირებენ აწარმოონ 120%-ით მეტი რაოდენობის წიაღისეული, ვიდრე 1.5 გრადუსიან ბარიერშია გათვალისწინებული.
  • მიუხედავად 2050 წლის “carbon neutrality” შეთანხმებისა, 8 უდიდესი ნავთობის მწარმოებელი კომპანია 2030 წლისთვის კვლავ აპირებს წარმოების გაზრდას. ჯერჯერობით მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ, რის მიხედვითაც გააკონტროლდება წარმოება.

IPCC 1.5 გრადუსიანი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ზოგმა ქვეყანამ უკვე იგრძნო კლიმატის ცვლილების თანმდევი მოვლენები, სტიქიური უბედურებები, წყალდიდობები, ხანძრები. ამ მოვლენებმა აფრიკის კონტინენტზე მილიონობით ადამიანი დააზარალა, 2020 წლის ივლისში, ბანგლადეშის მესამედი წყალმა დაფარა, ავსტრალიაში კი ტყის ხანძრები მძვინვარებდა

მიუხედავად ამისა, წიაღისეული საწვავის ინდუსტრია საბანკო სექტორის დახმარებით კვლავ ზრდას აგრძელებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობებმა ვერ მიიღეს სათანადო ზომები. ამის საპასუხოდ, მთელ მსოფლიოში გააქტიურდა სამოქალაქო აქტივიზმი. მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები არიან, რომლებიც საპროტესტო აქციებს აწყობენ ქუჩებში. 2019 წლის სექტემბერში 8 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით.

2021 წლის ნოემბერში დიდი ბრიტანეთის მთავრობა უმასპინძლებს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (COP26), სადაც მთავრობები უნდა შეთანხმდნენ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ჰაერის ნაკლებად დაბინძურებას შეუწყობს ხელს.

თარგმნა : შაკო ღლონტი

რედაქტირება : ანა ქურდაძე

წყარო : https://350.org


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების შემცირებამ პლანეტა დაათბო.
შემდეგი პოსტი
როტერდამში ლიანდაგიდან გადასული მატარებელი ვეშაპის სკულპტურამ შეაკავა.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,