GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კახა კალაძე: ძველ თბილისში შენობის დემონტაჟი მოვითხოვეთ, ყველა წესი დარღვეულია.

Homepage საქართველო კახა კალაძე: ძველ თბილისში შენობის დემონტაჟი მოვითხოვეთ, ყველა წესი დარღვეულია.
საქართველო

კახა კალაძე: ძველ თბილისში შენობის დემონტაჟი მოვითხოვეთ, ყველა წესი დარღვეულია.

ოქტომბერი 21, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
2086 ნახვა
ნახვები : 972

ძველ თბილისში, ნაკაშიძის ქ. N26-ში მიმდინარე მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ნაკაშიძის ქ. N26-ში, ბოლო წლების განმავლობაში იდგა დანგრეული შენობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ძეგლი და ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენთვის ეს პროექტი მისაღები იყო, რადგან ძველი თბილისის იერსახეს ხელს არ უშლიდა, თუმცა, მშენებლობის პროცესში განსხვავებული სურათი მივიღეთ, პროექტის ესკიზი და მშენებარე შენობა ერთამენთს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და კომპანიას ბოლო სართულის დემონტაჟი მოვთხოვეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობა ისტორიულ შენობებს და ძველ თბილისის იერსახეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ჩვენ ისტორიულ შენობებს, ძველ თბილისს მოწიწებით ვუდგებით. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიხატა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუდიაშვილის რეაბილიტაციას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ნარჩუნდება მისი ისტორიული სახე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, შევინარჩუნოთ ძვირფასი შენობა-ნაგებობები, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერს კომპანიის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ ინვესტორთან კომუნიკაცია უკვე შედგა და შენობას საბოლოოდ ის სახე ექნება, როგორც ეს თავდაპირველად მერიასთან შეთანხმდა.


წინა პოსტი
ყველაფერი მზად არის ახალი ელექტრო ავტობუსის – Solaris Urbino 15 LE. – გამოსაშვებად. ონლაინ შეხვედრა დაგეგმილია 20 ოქტომბერს.
შემდეგი პოსტი
უფრო მეტად მომაკვდინებელი ვიდრე მრავალწლიანი ომის შედეგები.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,