GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

იმპერატორი პინგვინები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიტანეს

Homepage მსოფლიო იმპერატორი პინგვინები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიტანეს
მსოფლიო, შემეცნებითი

იმპერატორი პინგვინები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიტანეს

დეკემბერი 19, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
598 ნახვა
ნახვები : 126
  • აშშ-ში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, იმპერატორი პინგვინები წითელ წიგნში შეიტანეს
  • პინგვინისებრთა ეს სახეობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან ანტარქტიდაში ყინულის საფარის შემცირებამ მათი ბუნებრივი ბინადრობის არეალისა და კვების წყაროების შემცირება გამოიწვია
  • მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში პინგვინისებრთა ეს სახეობა 2100 წლისთვის გადაშენდება
  • კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის საწარმოებს დაევალებათ, იკვლიონ, თუ რა ზიანს აყენებს მეთევზეობა და წიაღისეული საწვავის მოპოვება გადაშენების პირას მყოფ სახეობებს

 

ყინულის საფარის შემცირების გამო ანტარქტიდის ბინადარი იმპერატორი პინგვინების პოპულაცია  დიდ საფრთხეშია. პინგვინისებრთა ამ სახეობას მიენიჭა გადაშენების პირას მყოფის სტატუსი, რათა მან შესაბამისი დაცვა მიიღოს,  იტყობინებიან აშშ-ის „ველური ბუნების“ ავტორები.

აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ კანონის (ESA) შესაბამისად დაცვითი ღონისძიებების სრული სია ზღვის ფრინველებისთვის საბოლოოდ დამტკიცებულია.

„ეს ჩამონათვალი ასახავს გადაშენების მასშტაბების ზრდას, ხაზს უსვამს ESA-ის ძალისხმევების მნიშვნელობას, რათა პოპულაციის რაოდენობა აბსოლუტურ მინიმუმამდე არ შემცირდეს“,- განაცხადა უწყების დირექტორმა, მართა ვილიამსმა. „კლიმატურ ცვლილებებს დიდი გავლენა აქვთ სახეობებზე მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციისთვის ეს პრობლემა პრიორიტეტულია. იმპერატორის პინგვინების გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეტანით მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები.“

ანტარქტიდაში ამჟამად 650 000 იმპერატორი პინგვინი ბინადრობს. ველური ბუნების დამცველთა შეფასებით, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 26%-47%-ით  შემცირდება. გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად  კი, მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გაგრძელების შემთხვევაში იმპერატორის პინგვინები 2100 წლისთვის თითქმის გადაშენდებიან.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა პინგვინები წითელ წიგნში შეიტანა, როგორც „გადაშენების პირას“ მყოფი სახეობა.

რადგან ყინულის საფარი დნება, პინგვინები კარგავენ ბუნებრივ საარსებო არეალს, სადაც ბუდობდნენ, მრავლდებოდნენ და მტაცებლებს ემალებოდნენ. მათი მთავარი კვების წყარო, კრილი, ასევე მცირდება ყინულის საფარის დნობის, ოკეანის მჟავიანობის დონის ზრდისა და ინდუსტრიული თევზაობის გამო, გვატყობინებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრი.

2011 წელს ორგანიზაციამ პირველად შუამდგომლობით მიმართა აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურს, რათა გადაშენების პირას მყოფ სახეობად ეცნო იმპერატორი პინგვინები. კლიმატის კვლევის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, შაია ვოლფი, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება „უტყუარი ნიშანია, რომ იმპერატორის პინგვინების გადასარჩენად სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო. პინგვინების  არსებობა დამოკიდებულია  იმაზე, შევამცირებთ, თუ არა წიაღისეული საწვავის მოპოვებას, რადგან ეს უკანასკნელი იწვევს გლობალურ დათბობას და აზარალებს დედამიწას.“

მართალია იმპერატორის პინგვინები აშშ-ის ტერიტორიაზე არ ბინადრობენ, მაგრამ გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვამ შესაძლოა გაზარდოს ზოგადად ამ სფეროს დაფინანსება. ბიოლოგიური მრავალფეროვნების კვლევითი ცენტრის თანახმად, აშშ-ის საწარმოები ახლა ვალდებულები იქნებიან, იკვლიონ, თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენს თევზჭერა და სათბურის აირების გამოყოფა გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციებზე.

კანონი ძალაში მომდევნო თვიდან შევა.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლილიან მეტრეველი

წყარო : www.npr.org

19 დეკემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
კვარცის სილიკოზი: ძველი დაავადების ახალი სახე
შემდეგი პოსტი
კვარცის სილიკოზი: ძველი დაავადების ახალი სახე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,