GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება მშრალი ნიადაგიდან ნახშირბადს ათავისუფლებს

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება მშრალი ნიადაგიდან ნახშირბადს ათავისუფლებს
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება მშრალი ნიადაგიდან ნახშირბადს ათავისუფლებს

ივლისი 16, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
564 ნახვა
ნახვები : 184
  • კალიფორნიის უნივერსიტეტის ახალი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ჰაერის დაბინძურება ნიადაგში ნახშირბადის შემცველობაზეც ახდენს გავლენას
  • კვლევისას გამოიყენეს მიწის სინჯები სან-დიეგოს ახლომდებარე ნაკრძალებიდან და დაადგინეს, რომ აზოტის შემცველი სასუქების გავლენით ნიადაგიდან ნახშირბადი თავისუფლდება
  • საინტერესო აღმოჩენაა, რომ აზოტის დაბინძურებით გამოწვეული ნახშირბადის დეფიციტი გამომშრალ ნიადაგშიც შეინიშნება

 

ახალი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ნიადაგში აზოტის მაღალი შემცველობა იქ დაგროვებული ნახშირბადის გამოთავისუფლებას იწვევს, რაც ხელს უწყობს კლიმატური კრიზისის გამწვავებას.

 

აზოტს ავტომობილები, სამრეწველო ობიექტები და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქები გამოყოფს. ამის შედეგად, 1850 წლიდან ატმოსფეროში აზოტის შემცველობა გაიზარდა.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა გავლენას ახდენს გაზის შემცველობის დონე ნიადაგის თვისებაზე შეისრუტოს ნახშირბადი.

„აზოტს სასუქად იყენებენ, ამიტომაც ველოდით, რომ მისი დამატებითი შემცველობა ხელს შეუწყობდა მცენარეების ზრდასა და მიკროორგანიზმების აქტივობას, რაც ნიადაგში ნახშირბადის შეწოვის დონესაც გაზრდიდა“, – აღნიშნა პიტერ ჰომიაკმა, კვლევის თანაავტორმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის გარემოს შემსწავლელი მეცნიერებების (UCR Department of Environmental Sciences) კათედრის ასისტენტ-პროფესორმა.

გარკვეულ პირობებში აზოტი ნიადაგის ამჟავებასა და კალციუმის დონის კლებას იწვევს, ეს უკანასკნელი კი ნახშირბადს აკავებს.

მეცნიერების გუნდმა შეისწავლა ნიადაგის მდგომარეობა სან-დიეგოსა და ირვაინის მახლობლად მდებარე ნაკრძალებში. იქ გრძელვადიანი ექსპერიმენტის ფარგლებში ნიადაგს ანოყიერებდნენ, რათა მეცნიერებს მიწაში აზოტის შემცველობის დონეზე ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდათ.

მათ აღმოაჩინეს, რომ აზოტის ზემოქმედებით გამოწვეული ნიადაგის ამჟავების პროცესში ფიქსირდებოდა pH-ბალანსის აღდგენის მიზნით კალციუმის გამოთავისუფლება, რაც ნახშირბადის დონის დაცემას იწვევდა.

„ეს გასაოცარი შედეგებია, რადგან აბიოტურ ეფექტთან გვაქვს საქმე,“ – აღნიშნა იოჰან პიუნსპიოკმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკოლოგიური მეცნიერებების ასპირანტმა და კვლევის თანაავტორმა. „ეს ნიშნავს, რომ ნიადაგის მოშიშვლებული ადგილები, რომლებზეც არაა მცენარეული საფარი და მიკროორგანიზმების დაბალი აქტივობით გამოირჩევა, აზოტის დაბინძურების ისეთივე გავლენას განიცდის“.

მშრალი მიწები, მიკროორგანიზმების დაბალი შემცველობით, დედამიწის ტერიტორიის დაახლოებით 45%-ს მოიცავს. მათში ნახშირბადის ყველაზე დიდი შემცველობაა მსოფლიოში.

მომავალში იგეგმება კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს, თუ რა შედეგები მოაქვს აზოტის დაბინძურებას მშრალი ნიადაგისთვის. ასევე იგეგმება მათი შედარება ნაკრძალებიდან აღებული მიწის სინჯებთან. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ გამონაბოლქვის შემცირება ნიადაგში ნახშირბადის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

„ჰაერის დაბინძურება, რომელიც წიაღისეული სასუქის წვით არის გამოწვეული, მრავალ რამეზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობაზეც და შეუძლია, მაგალითად, ასთმის გამოწვევა“, – განაცხადა ჰომიაკმა. ჰაერის დაბინძურებას აგრეთვე შეუძლია, გავლენა მოახდინოს გამომშრალ ნიადაგში ნახშირბადის შემცველობაზე. ასე რომ, ჰაერის დაბინძურების პრობლემა მრავალი მიზეზის გამო აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანუკი კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com

16 ივლისი 2023 წელი.


წინა პოსტი
დიდ ბრიტანეთში ნავთობისა და გაზის წარმოებით გამოწვეული დაბინძურება ხუთჯერ მაღალია, ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი
შემდეგი პოსტი
3-დან 1 ფუტკარი, პეპლები და ჩუხჩუხელა ქრება. შეუძლია თუ არა ევროკავშირის ახალ შეთანხმებას ჩვენი დამბინძურებლების გადარჩენა?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,