ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
- ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ჩვენი არსებობისთვისაა აუცილებელი. სტატიაში განხილულია რამდენიმე სახალისო და საინტერესო ფაქტი ჰაერზე, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ.
- საიდან გაჩნდა დედამიწაზე ჰაერი და რისგან შედგება იგი? რომელი აირები დომინირებს ატმოსფერული ჰაერის შემდგენლობაში და რატომ?
- ჰაერი მუდმივ მოძრაობაშია და მზის სხივების გავლენით დედამიწის გარშემო მრავალგზის „მოგზაურობს“. მასთან ერთად უამრავი ელემენტის გადაადგილებაც ხდება.
- რატომ არის ასე ძალიან მნიშვნელოვანი კარგი კონდიციონერის ქონა ოფისებსა და სახლებში? რა ფუნქციებს ასრულებს ის? რა კავშირშია განიავება და ჰაერის ტემპერატურა ასთმასთან?
- რამდენად მართალია რომ დახურულ სივრცეში ტემპერატურა პირდაპირპროპორციულია იქ მყოფი ადამიანების რაოდენობისა? მაინც რა სხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას დახურული სივრცეების ტემპერატურაზე იქ მყოფი ადამიანებისა და ელექტრონული ხელსაწყოების გარდა? სტატიაში შევეცდებით გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხები!
ჰაერის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. მაგრამ რა ვიცით ამ უხილავი სუბსტანციის შესახებ? ამ სტატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტზე ჰაერის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს განიავება ჩვენი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობისათვის.
- რას წარმოადგენს ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ?
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაერის „ინგრედიენტი“ რათქმაუნდა ჟანგბადია. ჰაერი ძირითადად ორი კომპონენტისგან შედგება – 21% ჟანგბადისგან და 78% აზოტისგან. დარჩენილი 1% სხვა აირების ნარევია, რომელშიც შედის ნახშირორჟანგი, არგონი და სხვა. ითვლება რომ სწორედ აზოტის მაღალმა შემადგენლობამ დედამიწის ატმოსფეროში სიცოცხლის ჩასახვისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. ამჟამად დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზედ დადასტურებულია სიცოცხლის არსებობა. ჰაერის შემადგენლობა იცვლება, როდესაც მას შევისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში* ასახულია ჩვენი სუნთქვის შედეგად ჰაერში მიმდინარე ცვლილებები.
აირი | შესუნთქული ჰაერის % ოდენობა | ამოსუნთქული ჰაერის % ოდენობა |
აზოტი | 78.0 | 78.0 |
ჟანგბადი | 21.0 | 16 |
არგონი | 0.9 | 0.9 |
ნახშირორჟანგი | 0.0390 | 4.0 |
წყლის ორთქლი | ცვალებადი რაოდენობა | ცვალებადი რაოდენობა |
როგორც ხედავთ, ჰაერის შესუნთქვისა და ამოსუნთქვისას მასში მნიშვნელოვნად იცვლება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის რაოდენობა. თუ ამ აირების ოდენობის აღდგენა არ მოხდება სუფთა ჰაერის ნაკადის წყალობით, ძილიანობა შეგვაწუხებს.
ფაქტი: კონდიცირების სისტემა, რომელიც გამართულად მომუშავე სავენტილაციო სისტემის განუყრელი წანილია, გვეხმარება შენობაში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში. ჰაერის მუდმივი ცირკულაცია, რომელსაც გამართულად მომუშავე HVAC (Heating, Ventilation, & Air Conditioning – გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) სისტემა უზრუნველყოფს, ზრდის ჰაერში ჟანგბადის შემცველობას, რაც ხსნის დაღლილობას და ზრდის ადამიანთა შრომისუნარიანობას ოფისებში. გამართულად მომუშავე სავენტილაციო სისტემა აგრეთვე ხელს უშლის ჰარის ჭარბ ტენიანობას, რომელიც მრავალი ადამიანის ერთ სივრცეში სუნთქვის შედეგად წარმოიქმენა და შეიძლეა ისეთი პრობლემები წარმოშვას, როგორებიცაა კონდენსატი და სველი ლაქები. რასაკვირველია HVAC-ი უნდა უზრუნველყოფდეს სუფთა ჰაერის შემოდინებას და ნოტიო ჰაერის – გარეთ გადიდენას.
- რამდენად სუფთაა ჩვენი ჰაერი?
მიუხედავად იმისა რომ ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ სახლებსა და ოფისებში, დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მათ უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს ჯანმრთელობაზე როგორც გრეძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაშიც. მაშ რომელი დამაბინძურებელი ნივთიერებებია ჩვენთვის ყველაზე უფრო საშიში?
ნახშირბადის მონოოქსიდი (CO) – ხელს უშლის სისხლს ჟანგბადის მიწოდებაში. მცირე რაოდენობით ის ძილიანობასა და გულისრევის შეგრძნებას იწვევს, ხოლო დიდი რაოდენობით გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს (უარეს შემთხვევაში). ამ აირის ყველაზე გავრცელებული წყაროებია გამათბობლები, სამზარეულოს ქურები და ავტომობილის გამონაბოლქვი. ნახშირბადის მონოოქსიდის ერთ-ერთი ყველაზე საშიში თვისებაა მისი უნარი დაგროვდეს დახურულ სივრცეებში, მათ შორის ოფისებსა და სახლებში.
ფაქტი: ჰაერის კარგი კონდიცირების სისტემას შეუძლია საგრძნობლად შეამციროს ნახშირბადის მონოოქსიდის მავნე ზემოქმედება, რადგან სუფთა ჰაერის უწყვეტი ნაკადი არ დაუშვებს ამ აირის დაგროვებას როგორც კომერციულ ფართებში, ასევე საცხოვრებელ სახლებში. ორგანიზაციებმა რასაკვირველია დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ კარგი გამწოვი სისტემების დამონტაჟებას სამზარეულოებში, რადგან გამწოვები HVAC სისტემის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია.
ოზონი (O3) – მძიმე სიტუაციებში შეიძლება დააზიანოს ფილტვები და თვალის ბადურა, გამოიწვიოს კატარაქტა. ოფისებში ოზონის წარმოქმნის უმთავრესი წყაროა ქსეროქსები. აუცილებელია შესრულდეს მწარმოებლის ყველა რეკომენდაცია მათი უსაფრთხო მოხმარებისთვის.
იცით, თუ არა რომ: ოზონი წარმოიქმნება არამხოლოდ ქსეროქსებისა და მსგავსი ხელსაწყოების მუშაობის შედეგად, არამედ ბუნებრივადაც – ჰაერის ატომებზე მზის სინათლის ზემოქმედების შედეგადაც.
მყარი ნაწილაკები (PM) – მავნე ზაგავლენას ახდენს ფილტვებზე: მცირე ზომის მყარი და თხევადი ნაწილაკები, რომლებსაც ქალაქების ჰაერი შეიცავს, აზიანებს ფილტვებს. მათი მთავარი გამომწვევი მიზეზებია: სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გამონაბოლქვი, ნახშირისა და ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი, მტვერი.
ფატქი: ოფისში ფანჯრების გაღება იწვევს ყველა სახის მყარი ნაწილაკების შენობაში შემოსვლას ჰაერის ნაკადთან ერთად. კონდიცირების სისტემის დამონტაჟება კი გაფილტრავს ჰაერს და შენობაში მყარი ნაწილაკების უმრავლესობას არ შეუშვებს, რაც ცხადყოფს რომ კარგი კონდიცირების სისტემა ოფისისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მისი ექპლუატაციის ხარჯები ანაზღაურდება თანამშრომელთა ჯანმრთელობითა და მაღალი შრომისუნარიანობით.
შემთხვევითი ფაქტი: ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი ნაწილია. იცით, თუ არა რომ დედამიწა ვაშლის ფორმის რომ ყოფილიყო, ჰაერის შემცველი ატმოსფეროს ნაწილი ვაშლის ქერქის სისქის იქნებოდა?!
- მართალია რომ კონდიციონერები ასთმას იწვევენ?
სულ უფრო მეტი ადამიანი იტანჯება ასთმით. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ამ დაავადების სიმპტომები. დაბინძურებული ჰაერი და ყვავილების მტვერი ასთმის პრისტუპების მთავარი გამომწვევი მიზეზებია. მათი ზემოქმედების საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია კარგი კონდიცირების სისტემების მონტაჟით, რომელსაც კარგი ფილტრები ექნება.
ასთმის პრისტუპების მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი სიცხეა. ამიტომაც კომფორტული ტემპერატურული რეჟიმი ოფისებში ზაფხულის პერიოდში ძალიან კარგი იქნება თქვენი თანამშრომლებისთვის.
თუმცა აღსანიშნავია რომ Asthma UK*-ის მიერ ჩატარებულ ბოლო გამოკითხვაში 75%-მა რესპოდენტმა განაცხადა რომ ასთმის სიმპტომებს კონდიცირების სისტემით მეტისმეტად გაციებული ჰაერიც იწვევს.
ამიტომაც ყველა რისკების აწონ-დაწონაა საჭირო, ვიდრე კონდიციონერს მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართავთ. გამართულად მომუშავე კონდიცირების სისტემა, რომელსაც გონივრულად იყენებენ, თქვენი კოლექტივის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს, გაზრდის შრომისუნარიანობას და შეამცირებს გაცდენებს ავადმყოფობის გამო.
* https://www.asthma.org.uk/advice/triggers/weather/
- საიდან ჩნდება ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ?
შეიძლება ფიქრობთ რომ ბევრს მოგზაურობთ, მაგრამ რამდენი კილომეტრიც არ უნდა გადალახოთ სიცოცხლის მანძილზე, ჰაერს, რომლითაც სუნთქავთ, გაცილებით დიდი მანძილების გადაკვეთა უწევს. მზის სხივების ზემოქმედების წყალობით ჰაერი დედამიწის ატმოსფეროში მუდმივ მოძრაობაშია. ქიმიური ელემენტებისა და უმცირესი ნაწილაკების გადაადგილება, რომელიც ამ მუდმივი მოძრაობის წყალობით ხდება, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პლანეტის ეკოსისტემაში.
ფაქტი: ბევრ ადამიანს არ ესმის რომ მათ გარშემო არსებულ ჰაერს ათასობით კილომეტრის გადალახვა მოუწია. ჰაერი, რომლითაც ამწუთას სუნთქავთ, ჯერკიდევ რამდენიმე საათის წინ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა.
ამ ვოიაჟების მანძილზე ჰაერის მრავალი „მგზავრი“ გადაყავს, რომელთა უმრავლესობაც სამწუხაროდ მავნებელია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც კიდევ უფრო სასურველი ხდება ფილტრებით აღჭურვილი თანამდეროვე კონდიცირების სისტემების გამოყენება შენობებში.
მაგრამ საიდან გაჩნდა ჰაერი? ატმოსფეროში არსებული ჰაერის უდიდესი ნაწილი მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა. ეს პროცესი იმავე ტექტონიკური ძალების გავლენით განხორციელდა, რომლებიც ვულკანების, მთების, მიწისძვრებისა და ცუნამების წარმოქმნაში მონაწილეობენ.
ჰაერის წარმოქმნის სხვა საკვანძო პროცესია ფოტოსინთეზი. მისი წყალობით არსებობენ მცენარეები, შთანთქავენ ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს.
ფაქტი: მცენარეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმ ჰაერის წარმოქმნაში, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. იფიქრეთ ამაზე და ოფისში ქოთნის მცენარეების მორწყვა აღარ დაგავიწყდეთ!
- ათბობენ, თუ არა ადამიანები ოთახს?
ამბობენ რომ დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის შეკრება ხელს უწყობს იქ ტემპერატურის მომატებას. მაგრამ სიმართლეა ეს, თუ მითი?
ვერსად იპოვით სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულ ფაქტებს რომ ეს სიმართლეა. თეორიულად ითვლევა რომ ტემპერატურა დახურულ სივრცეში პირდაპირპროპორციულია მასში მყოფი ადამიანების რაოდენობის.
ხშირად ამბობენ რომ ოფისში მორიგი თანამშრომლის შემოსვლით იქ ტემპერატურა 1 გრადუსით ზევით იწევს. მაგრამ თუ შევამოწმებთ ტემპერატურას ოფისში, სადაც 30 კაცი მუშაობს, თვალში გვეცემა სხვაობა.
ტემპერატურაზე დახურულ სივრცეებში სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას. მაგალითად თუ ასეთ სივრცეში ბევრი ადამიანია ფიზიკური აქტივობით დაკავებული, ტემპერატურაც თეორიულად ზევით აიწევს.
საბოლოო სიტყვა – ვწუხვართ, თუ ამწუთას სახლში წასვლა დააპირეთ, რათა სხვებმა უფრო სასიამოვნოდ გრილ ოფისში იმუშავონ (კეთილშობილური ჟესტია უდაოდ!), მაგრამ თქვენს ბოსს ეს უეჭველი არ მოეწონება. საბოლოო ჯამში ტემპერატურაზე თქვნს ოფისში ყველაზე დიდი გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურა შენობის შიგნით და მის გარეთ. ყველაზე კომფორტული სამუშაო გარემო კი გამართული კონდიცირების სისტემის მეშვეობით იქმნება და ნარჩუნდება.
მაგრამ ხალხის დიდი რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჰაერის ტემპერატურაზე მოქმედებს. მაგალითად ღამის კლუბებში მეტი კონდიციონერია საჭირო ჰაერის გასაგრილებლად, რადგან იქ საუბარია ხალხმრავლობაზე შედარებით პატარა და დახურულ სივრცეში. სპორტ-დარბაზებში კი ორჯერ მეტი კონდიციონერია საჭირო, ვიდრე ოფისებში, დამატებითი სითბოს გამო. შუშა ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს კონდიცირების სისტემის კომპლექტაციაზე. ასე რომ კონდიცირების სისტემის დამონტაჟებისას ისეთი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, როგორებიცაა შენობის გაბარიტები, იქ ერთდოულად მყოფი ხალხის რაოდენობა, ელექტროხელსაწყოები, განათება, შუშის რაოდენობა და ხარისხი შენობაში. ასე რომ კონდიციონერის მონტაჟისას მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის.
- რამდენია მაქსიმალურად დასაშვები ტემპერატურა ჩემს სამუშაო ადგილას?
ჯანსაღი ტემპერატურის შენარჩუნება სამუშაო სივრცეებში ზაფხულის თბილ თვეებში მრავალი უპირატესობის მომცემია. Unison*-ის თანახმად, „მეტისმეტად მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება თავი დაღლილად და უენერგიოდ გვაგრძნობინოს, კრუნჩხვები გამოიწვიოს, დამატებითი დატვირთვა შეუქმნას ჩვენს გულსა და ფილტვებს. დაღლილობა და კონცენტრაციის დაკარგვა ასევე ზრდის უბედური შემთხვევების რისკს.“ ყოველივე ეს საკმარისი მიზეზებია იმისთვის რომ გადაამოწმოთ, თუ რამდენად გამართულად მუშაობს კონდიციონერი თქვენს ოფისში.
*https://www.unison.org.uk/content/uploads/2014/08/TowebTemperature-at-Work-Information-Sheet-Aug14-update2.pdf
ამ ეტაპზე ოფისში მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურის საკითხი კანონით არ განისაზღვრება, მაგრამ პროფკავშირი Unison მუშაობს ამ საკითხის შეცვლაზე.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.carltonservices.co.uk
31 იანვარი 2023 წელი.