GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გერმანიაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბურის აირების დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა

Homepage მსოფლიო გერმანიაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბურის აირების დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა
მსოფლიო

გერმანიაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბურის აირების დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა

მაისი 10, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
873 ნახვა
ნახვები : 123
  • გერმანიაში რეკორდულად დაბალია ატმოსფეროს CO2-ით დაბინძურების მაჩვენებლები.

  • გერმანიაში სათბურის აირების ემისიის შემცირება სამრეწველო სექტორში წარმოების კლებითა და მნიშვნელოვანი ობიექტების საზღვარგარეთ გადატანითაა გამოწვეული.

  • გერმანიაში პოპულარული ხდება ენერგიის განახლებადი წყაროები, ამ მხრივ მზისა და ქარის ენერგიები ლიდერობს.

ანალიტიკური ცენტრის – Agora Energiewende-ის დასკვნით, 2023 წელს გერმანიაში სათბურის აირების გამოყოფა ატმოსფეროში 746 მილიონი ტონიდან 673 მილიონ ტონამდე შემცირდა.

CO2-ის გამოყოფა 46%-ით შემცირდა 1990 წლის მონაცემებთან შედარებით. ასეთი დაბალი მაჩვენებელი გერმანიაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არ ყოფილა. ანალიტიკოსების დასკვნით, ეს ორმა მთავარმა მიზეზმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, ელექტროენერგიის ქვანახშირის მეშვეობით გამომუშავება 1960 წლის დროინდელ დონეზეა ჩამოსული, რაც ატმოსფეროს ყოველწლიურად დაახლოებით 44 მილიონი ტონა ნახშირორჟანგით აბინძურებდა. ეს ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნის დაცემისა და მეზობელი ქვეყნებიდან მისი ექსპორტის წყალობით გახდა შესაძლებელი. ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი გამომუშავებულია ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით. ასევე, მცირე ზრდა დაფიქსირდა გერმანიის „მწვანე“ ენერგეტიკის სექტორშიც.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირდა სამრეწველო სექტორის გამონაბოლქვიც. კომპანიებმა, რომლებსაც წარმოებისთვის დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდებათ, წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირეს, რაც ეკონომიკური ვითარებითა და საერთაშორისო კრიზისული ფაქტორებით იყო განპირობებული. ელექტროენერგიაზე ფასების ზრდამ მისი მოხმარება 9%-ით შეამცირა. ამ ეტაპზე ელექტროენერგიას ძირითადად წიაღისეული საწვავისგან იღებენ.

განახლებადი ენერგიის წყაროების პროცენტულმა წილმა 2022 წელთან შედარებით 5%-ით მოიმატა. პირველად ქვეყნის ისტორიაში ენერგიის განახლებადი წყაროების რაოდენობამ საერთო რაოდენობის 50%-იანი მაჩვენებელი გადალახა.

სამწუხაროდ, სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორებმა თავიანთ წლიურ კლიმატურ მაჩვენებლებს ვერ მიაღწიეს. სატრანსპორტო სექტორზე ნეგატიური გავლენა მოახდინა საავტომობილო მოძრაობის ზრდამ. სამშენებლო სექტორში შემცირდა სუბსიდიები ორთქლის ტურბინებზე, რის შედეგადაც 40%-ით გაიზარდა გაზისა და ზეთის გამათბობელი სისტემების გაყიდვები. „Agora Energiewende Germany-ის“ დირექტორმა, ზიმონ მიულერმა, განაცხადა: „2023 წელი გერმანიაში კლიმატის დაცვის კუთხით ფრიად მნიშვნელოვანი წელი იყო. წელს განახლებადი ენერგიის რეკორდულად დიდი რაოდენობის სადგურები ამუშავდა და 2030 წლის გეგმის შესრულება ჩვენთვის კიდევ უფრო რეალური გახადა, მაგრამ სამრეწველო სექტორის მიერ ატმოსფეროს დაბინძურების შემცირება არამდგრადია. ენერგოკრიზისთან დაკავშირებული სამრეწველო წარმოების დაცემა გერმანიის ეკონომიკას ასუსტებს. თუ ატმოსფეროს დამაბინძურებელ სამრეწველო ობიექტებს უბრალოდ საზღვარგარეთ გადავიტანთ, დედამიწის კლიმატს ვერაფრით გავაუმჯობესებთ. სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებიც ჩამორჩებიან თავიანთ გეგმას კლიმატის დაცვის თვალსაზრისით“.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინი თოიძე

წყარო: Airqualitynews.com

10 მაისი 2024 წელი


წინა პოსტი
კლიმატოლოგების ვარაუდი ტემპერატურაზე
შემდეგი პოსტი
პლასტმასის მწარმოებელთა სიცრუე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,