GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

გაზრდილი ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ილინოისში

Homepage მსოფლიო გაზრდილი ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ილინოისში
მსოფლიო

გაზრდილი ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ილინოისში

იანვარი 30, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
640 ნახვა
ნახვები : 13
  • წელს 4000-ზე მეტი დაფიქსირებული ტყის ხანძრიდან 1000-ზე მეტი ჯერ კიდევ მძვინვარებს კანადაში.
  • ილინოისის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გააფართოვა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული დღის სამოქმედო პროგრამა.
  • ზომაზე მაღალი დაბინძურებისას EPA-ს შეუძლია სამოქმედო დღის გამოცხადება.

იმის გამო, რომ კანადის ტყის ხანძრის კვამლით გამოწვეული ბურუსიანი დღეები ისევ ხშირია ილინოისში, შტატის ოფიციალურმა პირებმა გააფართოვეს შეტყობინებები ჰაერის ხარისხისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ.

წელს 4000-ზე მეტი დაფიქსირებული ტყის ხანძრიდან 1000-ზე მეტი ჯერ კიდევ მძვინვარებს კანადაში. ზაფხულის განმავლობაში დაიწვა თითქმის 30 მილიონი ჰექტარი ტყის ფართობი, რასაც აშშ-ში კვამლის სქელი ღრუბლების გავრცელება მოჰყვა.

ილინოისის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გააფართოვა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული დღის სამოქმედო პროგრამა ჩიკაგოს რაიონის მიღმა, რათა მოიცვას მონიტორინგის ქვეშ არსებული ილინოისის თოთხმეტივე რაიონი.

ჰაერის ხარისხი ფასდება ფერადი კოდირებული სისტემის მეშვვეობით მწვანედან მუქ წითლამდე. მწვანე აღნიშნავს კარგს, ხოლო მუქი წითელი — ჰაერის სახიფათო დონეს.

„ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონში ტყის ხანძრის კვამლის შედეგად ილინოისის ჰაერის ხარისხმა მიაღწია ისეთ დონეს, როგორიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ არსებულა“ — განაცხადა ილინოისის EPA-ს დირექტორმა ჯონ ჯ. კიმმა. ასევე დასძინა — „მომავალი მსგავსი მოვლენების მოლოდინში გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მაცხოვრებლები მიიღებენ სიფრთხილის ზომებს თავიანთი ჯანმრთელობის დასაცავად“.

ხალხს შეუძლია მიიღოს ჰაერის ხარისხის უფასო პროგნოზები და გაფრთხილებები airnow.gov-ის საშუალებით. რეალურ დროში ჰაერის ხარისხის გაგება ასევე ხელმისაწვდომია myjournalcourier.com-ზე.

„რადგან ილინოისი კვლავ დგას ცუდი და საშიში ჰაერის ხარისხის გამოწვევების წინაშე, მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვრებლებმა უკეთ იცოდნენ ჰაერის ხარისხის პროგნოზები თავიანთ თემში და მიიღონ აუცილებელი ზომები საკუთარი ჯანმრთელობისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად“ — განაცხადა ილინოისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა სამერ ვოჰრამ.

მათ, ვინც ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის ხარისხი ცუდი ან სახიფათოა ჯანდაცვის სააგენტო რეკომენდაციას უწევს დარჩნენ შინ, თუ შესაძლებელია, დახურონ ფანჯრები და კარები, ასევე გარეთ ყოფნისას ატარონ მაღალი ხარისხის ნიღბები.

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, იამზე მარკოიძე

წყარო: Myjournalcourier.com

30 იანვარი 2024 წელი.


წინა პოსტი
ვაშინგტონის შტატში არსებული ხანძრები და საფრთხე
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება და სამედიცინო კვლევები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,