GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას

Homepage მსოფლიო გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას
მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას

ივლისი 3, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
323 ნახვა
ნახვები : 44
  • გაერთიანებული სამეფოს კვლევებისა და გამოგონებების სააგენტო (ARIA) გეგმავს 81 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას წინასწარი გაფრთხილების ამბიციური სისტემის შემუშავებაში, რომელიც შექმნილია კლიმატის გარდამტეხი მომენტების გამოსავლენად.

  • დედამიწის სისტემის ძირითად ნაწილებს მომავალი საუკუნის განმავლობაში კლიმატის გარდამტეხი მომენტების გადაკვეთის საფრთხე ემუქრება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება ბიომრავალფეროვნებაზე, საწარმოო უსაფრთხოებაზე, სოფლის მეურნეობასა და კაცობრიობაზე.

ახალი სისტემა გამოიყენებს დრონებს, პლანქტონის ყვავილობის ნიმუშებსა და კოსმოსურ სხივებს ხელოვნურ ინტელექტთან და დეტალურ, თანამედროვე კომპიუტერულ მოდელებთან ერთად, – იტყობინება „The Guardian“.

„დედამიწის სისტემის ძირითად ნაწილებს მომავალი საუკუნის განმავლობაში კლიმატის გარდამტეხი მომენტების გადაკვეთის საფრთხე ემუქრება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება ბიომრავალფეროვნებაზე, საწარმოო უსაფრთხოებაზე, სოფლის მეურნეობასა და კაცობრიობაზე. მიუხედავად პოტენციური ზემოქმედებისა, ჩვენ ცუდად ვართ აღჭურვილნი, რათა ზუსტად დავახასიათოთ კლიმატის სისტემების გრძელვადიანი ტენდენციები, ან ვიწინასწარმეტყველოთ უკონტროლო, თვითგანმტკიცებადი ცვლილებების მომავალი რისკი“, – ნათქვამია ARIA-ს პრესრელიზში. „დაკვირვებისა და მოდელირების ინოვაციურ სისტემებთან შერწყმით, შევეცდებით შევიმუშაოთ სანდო კონცეფცია წინასწარი გაფრთხილების სისტემისთვის კლიმატის გარდამტეხი მომენტების გამოსავლენად, რომელიც ხელმისაწვდომი, მდგრადი და გამართლებულია“.

ARIA-მ დაახლოებით 102 მილიონი დოლარი გამოუყო 27 საპროექტო გუნდს, რათა იპოვონ სიგნალები, რომლებიც გააფრთხილებენ ყველაზე დიდ კლიმატურ კატასტროფებზე.

ARIA-ს წინასწარი გაფრთხილების სისტემის პროგრამა ფოკუსირებული იქნება ორ მთავარ გარდამტეხ მომენტზე: ოკეანის სუბპოლარული მბრუნავი დინების (SPG) კოლაფსზე – რომელიც არის ატლანტიკური მერიდიონალური ბრუნების ცირკულაციის (AMOC) მნიშვნელოვანი ნაწილი – და გრენლანდიის ყინულის ფენის დნობაზე.

ოკეანის დინების კოლაფსი, როგორიცაა AMOC, გამოიწვევს ამინდის გლობალურ ცვლილებას, რაც დააპროვოცირებს ამინდის ექსტრემალურ პირობებს და ზიანს მიაყენებს საკვების მსოფლიო მარაგს. ხოლო გრენლანდიის ყინულის ფენის ჩამოშლა გამოიწვევს ზღვის დონის მნიშვნელოვნად საზიანო მატებას.

„მიზნად ვისახავთ, შევქმნათ კლიმატის მონიტორინგის სისტემების ქსელი, რათა აღმოვაჩინოთ კრიტიკული ცვლილებების ადრეული ნიშნები“, – აცხადებენ სარა ბონდიეკი და გემა ბეილი, რომლებიც ARIA-ს პროგრამას ხელმძღვანელობენ, როგორც იტყობინება „The Guardian“. „ამ სისტემების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ის მონაცემები, რომლებიც მათ სჭირდებათ კლიმატის უეცარი ცვლილების საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.

მეცნიერებმა გამოავლინეს მინიმუმ 16 გარდამტეხი მომენტი (ჩრდილოეთით მუდმივი ყინვის დნობიდან დასავლეთ აფრიკის მუსონამდე), რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა უკვე გადალახული იყოს.

ARIA იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს წინასწარი გაფრთხილების სისტემას, რომელსაც შეუძლია ათი წლით ადრე წინასწარ განსაზღვროს გარდატეხის წერტილები.

პროფესორმა ტიმ ლენტონმა, ARIA-ს ჯგუფის ლიდერმა და ექსეტერის უნივერსიტეტის გლობალური სისტემების ინსტიტუტის დირექტორმა თქვა, რომ გაფრთხილება, როგორსაც ARIA გვთავაზობს, წაახალისებს მსოფლიოს, დააჩქაროს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ღონისძიებები, რადგან შეუძლებელიც რომ იყოს კონკრეტული გარდამტეხი მომენტის შეჩერება, წინასწარი გაფრთხილება საზოგადოებას მომზადების დროს მისცემს.

პროგრამის ერთ-ერთი გუნდი ავითარებს პატარა, მაღალსიჩქარიან დრონებს, რომლებიც გამოიყენება გრენლანდიაში უკეთესი მონაცემების შესაგროვებლად.

„გრენლანდია არის ყველაზე სწრაფად მდნობი ადგილი დედამიწაზე. მის დაკარგვას ექნება დამღუპველი ეფექტი როგორც ჩრდილო ატლანტიკური ოკეანის დინებაზე, ასევე მეთევზეობაზე. ეს უმნიშვნელოვანესი კვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, რა რაოდენობის მტკნარ წყალს გამოყოფს ყინულის საფარი და რა შედეგები მოჰყვება ოკეანის დინებებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში თბილი წყლების არსებობასა და ამინდს განსაზღვრავს“, – თქვა პრესრელიზში კელი ჰოგანმა – ბრიტანული ანტარქტიდის კვლევის წარმომადგენელმა.

ARIA-ს კიდევ ერთი გუნდი მუშაობს მოწყობილობების შექმნაზე, რომლებსაც შეუძლიათ ვერტიკალურად გადაადგილება ოკეანეში, ოკეანის სუბპოლარულ მბრუნავ დინებაზე (SPG) მონაცემების შესაგროვებლად.

„დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში შეიძლება დადგეს უფრო მკაცრი ზამთარი, ისევე როგორც კანადის ზოგიერთ რეგიონში [SPG-ს კოლაფსის შემთხვევაში], ხოლო აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე შესაძლოა ზღვის დონემ მკვეთრად აიწიოს“, — განაცხადა დოქტორმა ბიეიტო ფერნანდეს კასტრომ, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ლექტორმა, რომელიც ხელმძღვანელობს SPG-ს პროექტს.

ერთ-ერთი პროექტი შეიმუშავებს რეალურ სამყაროში არსებული მონაცემების დეტალურ კომპიუტერულ სიმულაციას, რათა შეაფასოს პერსპექტიული წინასწარ გამაფრთხილებელი სიგნალების სანდოობა.

„ჩვენ გამოვიყენებთ წარსული გარდამტეხი მომენტების რეალურ მაგალითებს ამ მოვლენების უკეთ გასაგებად“, – თქვა დევიდ თორნალიმ, ოკეანოლოგიისა და კლიმატოლოგიის მეცნიერების პროფესორმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში.

კიდევ ერთი გუნდი შეიმუშავებს მოდელებს, რათა დაადგინოს, სად და როდის შეიძლება მოხდეს კლიმატის ცვლილების გარდამტეხი მომენტი.

„გარდამტეხი მომენტების პროგნოზირება დიდი გამოწვევაა“, – თქვა დოქტორმა რაინჰარდ შიმანმა, რედინგის უნივერსიტეტში კლიმატოლოგიის მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, – მაგრამ ფანტასტიკურია გუნდების მრავალფეროვნება, რომლებიც ამ გამოწვევას სხვადასხვა კუთხით უმკლავდებიან და ამავე დროს მუშაობენ კოორდინირებულად”.

სტატიაზე მუშაობდა: რუსა ციცქიშვილი

წყარო: Ecowatch.com

3 ივლისი, 2025


წინა პოსტი
კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის მთავარ კულტურებს ემუქრება
შემდეგი პოსტი
მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,