GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროპის რესპირატორული საზოგადოება ევროპაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად „გადამწყვეტ ქმედებას“ მოითხოვს

Homepage მსოფლიო ევროპის რესპირატორული საზოგადოება ევროპაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად „გადამწყვეტ ქმედებას“ მოითხოვს
მსოფლიო

ევროპის რესპირატორული საზოგადოება ევროპაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად „გადამწყვეტ ქმედებას“ მოითხოვს

დეკემბერი 11, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
333 ნახვა
ნახვები : 17
  • ბრიუსელში ჩატარებულ კონფერენციაზე ევროპის რესპირატორულმა საზოგადოებამ ევროკავშირს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი გეგმა შესთავაზა;

  • კონფერენციის მიზანი ევროკავშირში ჰაერის ხარისხის დირექტივის გადახედვა იყო;

  • ევროკავშირს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მის მიერ დაწესებული სტანდარტების ათვისებისკენ მოუწოდა.

„სუფთა ჰაერი ყველა ევროპელს!“ – ბრიუსელში ამ სახელწოდებით ჩატარებულ კონფერენციაზე ევროპის რესპირატორული საზოგადოების პროფესორმა ზორანა ანდერსონმა ევროპაში ჰაერის ხარისხის გასაწმენდად ევროკავშირს „გადამწყვეტი ქმედებისკენ“ მოუწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა ჰაერის დაბინძურებიდან გამომდინარე სიკვდილიანობისა და დაავადებების რაოდენობას კონტინენტზე.

„ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება ურთიერთგადაჯაჭვული პრობლემებია,“ – თქვა მან. „ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შემცირება ერთდროულად უნდა მოხდეს, რათა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა“.

კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები, რომელთა შეკრების მიზეზი ევროკავშირის ჰაერის ხარისხის დირექტივის გადახედვა იყო. ამ დირექტივის მიზანია, ევროკავშირი 2050 წლისთვის გახდეს კლიმატურად ნეიტრალური. მათი მოთხოვნა შუალედური მიზნის დასახვაა, რათა 2030 წლისთვის დაბინძურების დონე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

ევროპის რესპირატორულმა საზოგადოებამ ევროკავშირს დირექტივის სწრაფი ათვისების მეთოდი შესთავაზა, რათა 2050 წლისთვის ნულოვანი დაბინძურების მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ. კერძოდ, ემოქმედათ, როგორც დირექტივის მიხედვით, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მისაღწევადაც.

კონფერენციაზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები:

  • გამონაბოლქვის დაბალი და მაღალი დონეების გავლენა ჯანმრთელობაზე;

  • სხვადასხვა დამაბინძურებელი წყაროების გავლენა ჰაერზე;

  • საუკეთესო პრაქტიკები ჰაერის ხარისხის წარმატებული კამპანიისთვის;

  • ჯანმრთელობის ბენეფიტების მაქსიმალიზაცია ევროპასა და მის მიღმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯანმრთელობის, გარემოსა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა დოქტორმა მარია ნეირამ განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება, რომ ევროკავშირი ლიდერი გახდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების ათვისებაში. ვიცით, რომ ეს ამბიციური სურვილია, თუმცა, როგორ შეიძლება არ იყო ამბიციური, როდესაც საქმე ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას ეხება?“

ევროპის პარლამენტის წევრმა ხავი ლოპესმა თქვა: „ჰაერის დაბინძურების შემცირება მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს, რომელიც ყველა სექტორს მოიცავს, იქნება ეს პოლიტიკოსთა, მკვლევართა, ჯანდაცვის პროფესიონალთა თუ სამოქალაქო საზოგადოებათა გაერთიანება.

„ეს ბრძოლაა, რათა მოხდეს ადამიანთა სიცოცხლის სხვა საკითხებზე მაღლა დაყენება, რომელიც პოლიტიკურ სურვილს, საჯარო მხარდაჭერასა და ურყევ თავდადებას მოითხოვს.“

ვირჯინიეს სინკევიჩიუსმა, ევროპის გარემოს დაცვითი კომიტეტის წევრმა, ხაზგასმით განაცხადა: „მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ჰაერის დაბინძურება კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოწვევაა ჩვენი ჯანმრთელობისა და საზოგადოებისთვის. იგი არაპროპორციულად ახდენს გავლენას დაუცველ მოსახლეობაზე“.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კანონმდებლები კარგად იაზრებენ იმ მონაცემთა საფუძველსა და მასშტაბს, რომელიც ყველაზე უკეთ მოქმედებს დაბინძურების შესამცირებლად.“

კონფერენცია სუფთა ჰაერზე ევროპის რესპირატორულმა საზოგადოებამ (ERS) წარმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინსტიტუტისა (HEI) და გარემოს ეპიდემიოლოგთა საზოგადოების (ISEE) პარტნიორობით.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, მარიამ ტატუაშვილი

წყარო: Airqualitynews.com

11 დეკემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
კანადას ტყის ხანძრების სეზონი ემუქრება
შემდეგი პოსტი
ბრაზილიის ამაზონში ტყეების გაჩეხვა აპრილში 68%-ით შემცირდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,