GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ევროპაში ჰაერის დაბინძურების შემცირებას შეუძლია 50 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს

Homepage მსოფლიო ევროპაში ჰაერის დაბინძურების შემცირებას შეუძლია 50 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს
მსოფლიო

ევროპაში ჰაერის დაბინძურების შემცირებას შეუძლია 50 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს

მარტი 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
332 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.  

ევროპაში ჰაერის დაბინძურების შემცირება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად  ყოველწლიურად 50 000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, გარდაცვალების გარდა, ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით ავადმყოფობისა და სამსახურის გაცდენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ქალაქები, გადატვირთული ქუჩებითა და ენერგიის მაღალი მოხმარებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების ეპიცენტრია.

სტანდარტების მიხედვით, PM2.5 მყარი ნაწილაკების წლიური საშუალო კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 მიკროგრამს 1 კუბურ მეტრ ჰაერში. ხოლო აზოტის დიოქსიდისთვის (NO2) ზღვარი, რომელსაც კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს, არის 40 მიკრო გრამი 1 კუბურ მეტრ ჰაერში.

სამეცნიერო კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ,,Lancet Planetary Health”, დაადგინა ამ ორი დამაბინძურებლით გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევები ევროპის დაახლოებით 1000 ქალაქში.

აღმოჩნდა, რომ PM2.5 ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის ნორმის ფარგლებში მოქცევა ყოველწლიურად 51 213 ადამიანს გადაარჩენს ნაადრევი გარდაცვალებისგან, ხოლო იმავე დროის პერიოდში დაახლოებით 125 000 ადამიანის გადარჩენა შეიძლება, თუ ჰაერის დაბინძურების დონე დაიწევს ყველაზე დაბალ დაფიქსირებულ მაჩვენებლამდე.

მარკ ნიუენჰაუზენი, ბარსელონის მსოფლიო ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერი, აცხადებს, რომ კვლევა ადასტურებს იმას, რომ ევროპის მრავალი ქალაქი ჯერ კიდევ არ აკეთებს საკმარისს პრობლემის გადასაჭრელად. ,,ჰაერის დაბინძურების დონე, რომელიც არ ექცევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ საზღვრებში, იწვევს მაღალ სიკვდილიანობას“,-აცხადებს მეცნიერი.

ცალკეულ ქალაქებზე შეგროვებული ჰაერის დაბინძურებისა და სიკვდილიანობის მონაცემების მიხედვით, მკვლევრებმა შეაფასეს ევროპული ქალაქები ,,ნაადრევი გარდაცვალების ქულებით“ და შექმნეს რეიტინგი. ჰაერის დაბინძურებით გარდაცვალება ფართოდაა გავრცელებული, მაგალითად, მადრიდში, სადაც ყოველწლიური გარდაცვალების შემთხვევების 7 პროცენტი სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. ჩრდილოეთ იტალიის პოს დაბლობის რეგიონი, პოლონეთი და ჩეხეთი რეიტინგის მოწინავე ადგილებს იკავებენ დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობით. იტალიის ქალაქები ბრეშა, ბერგამო და ვენეცია PM2.5 ნაწილაკებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქების ხუთეულში მოხვდნენ.

დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გამოირჩევიან ქალაქები ტრომსე ნორვეგიაში, უმეო შვედეთში, ოულო ფინეთში და ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი.

ევროპაში მოსახლეობის დაახლოებით 84 პროცენტი ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერში PM2.5 ნაწილაკების კონცენტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ ნორმაზე მაღალია, ხოლო 9 პროცენტი- აზოტის დიოქსიდის გადაჭარბებული კონცენტრაციის მქონე გარემოში.

საშა ხომენკო, კვლევის თანაავტორი, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ლოკალური დაბინძურების წყაროების შემცირება, რათა იკლოს არაჯანსაღი ჰაერით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებმა.

,,საჭიროა სწრაფი რეაგირება, რათა კერძო ავტოტრანსპორტი ჩანაცვლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შემცირდეს მრეწველობის, აეროპორტებისა და პორტების მიერ გარემოს დაბინძურება“.

მას ასევე აღნიშნა, რომ შინასამეურნეო მრეწველობის შედეგად ხის მასალისა და ქვანახშირის წვის შეზღუდვა, ამავდროულად კი მწვანე სივრცეების ფართობის გაზრდა ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრას ცენტრალური ევროპის ქალაქებში.

 

სტატიაზე იმუშავა : ნინი თოიძემ

წყარო : https://www.theguardian.com/environment/2021/jan/20/limiting-air-pollution-could-prevent-50000-deaths-in-europe?fbclid=IwAR11F_1YQcL9fp2OkUN5Y8acPwDf3gkgbWwT44D_lwe2K0WjshHCF8bcPd4

ნახვები : 137 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
საბაგირო როგორც სატრანსპორტო საშუალება
შემდეგი პოსტი
შვიდი მარტივი გზა წყლის დაბინძურების შესამცირებლად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
  • ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
  • ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
  • ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 6, აგვ
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 3, აგვ
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
სამშაბათი, 2, აგვ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
სამშაბათი, 2, აგვ
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
ორშაბათი, 1, აგვ
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
ორშაბათი, 1, აგვ
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Welcome back,