GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ძროხების ზღვის მცენარეებით გამოკვებას საგრძნობლად შეუძლია მეთანის ემისიის შემცირება

Homepage შემეცნებითი ძროხების ზღვის მცენარეებით გამოკვებას საგრძნობლად შეუძლია მეთანის ემისიის შემცირება
შემეცნებითი

ძროხების ზღვის მცენარეებით გამოკვებას საგრძნობლად შეუძლია მეთანის ემისიის შემცირება

თებერვალი 22, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
585 ნახვა
ნახვები : 54
  • შვედეთი იკვლევს მეთანის შესამცირებლად ძროხებისთვის საკვები დანამატების გამოყენების შესაძლებლობას.

  • ფერმის ცხოველების საკვებში ყოველდღიურად წითელი წყალმცენარეების დამატებამ შესაძლოა შეამციროს მეთანის ემისიები 90%-ით.

  • შვედეთში ფუნქციონირებას იწყებს კომპანია „Volta Greentech-ის“ ზღვის მცენარეების ქარხანა, სადაც აქტიურად მუშაობენ მსხვილფეხა საქონლის ახალი ტიპის საკვების შექმნაზე.

შვედეთი იკვლევს მეთანის შესამცირებლად ძროხებისთვის საკვები დანამატების გამოყენების შესაძლებლობას. ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტოს ახალ ანგარიშში დადგენილია, რომ ქიმიური ნივთიერება ნიტროოქსიპროპანოლი (3-NOP) და წითელი წყალმცენარეები დანამატებს შორის უფრო მაღალი პოტენციალით გამოირჩევან.

როგორც The Guardian იტყობინება, მწარმოებლების აზრით, ფერმის ცხოველების საკვებში ყოველდღიურად წითელი წყალმცენარეების დამატებამ შესაძლოა შეამციროს მეთანის ემისიები 90%-ით.

თუმცა, შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა.

„საჭიროა მეტი კვლევა და ანალიზი, როგორც იმ პროდუქტების თვალსაზრისით, რომლებიც დღეს იყიდება ბაზარზე, ისე მომავლის ალტერნატიული საკვები დანამატების შემუშავებისთვის“, —ნათქვამია მოხსენებაში.

გასული წლის დასაწყისში ევროკავშრმა დაამტკიცა 3-NOP გამოყენება მეწველი ძროხებისთვის. ანგარიშის თანახმად, ქიმიურ ნივთიერებას შეუძლია შეამციროს მეთანის ემისია დაახლოებით 30-% ით მეწველ ძროხებში და 45 %-ით მსხვილფეხა რქოსან საქონელში, რომელიც გამოყვანილია ადამიანების მოხმარებისთვის.

საკვები დანამატების დამატებითი ხარჯები ფერმერებისთვის დიდი ხარჯი იქნება.

„ჩვენ მოხარული ვიყავით ანგარიშში წარმოდგენილი შეთავაზებით, ფერმერებისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდის შესახებ, ასევე მათ მიერ მეთანის შესამცირებლად საკვებ დანამატებში ინვესტიციისათვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობას, რომ ეს წინადადება რეალობად აქციოს“, — განაცხადა კორა ტეილორმა ბიზნესდეველოპერმა ხმელეთზე დაფუძნებული ზღვის მცენარეების ქარხანა „ვოლტა გრინტექში“ .

ცხოველთა საჭმლის მონელება პასუხისმგებელია შვედეთში წარმოებული მეთანის ემისიების დაახლოებით 70 %-ზე.

„ჩვენ გვჯერა, რომ მეთანის შემამცირებელი საკვები დანამატები შეიძლება იყოს შვედეთში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მიერ გამოყოფილი მეთანის შემცირების ღონისძიება. ჩვენ არც თუ ისე ბევრი სხვა საშუალება გვაქვს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს ასეთი ეფექტი წარმოების მიმდინარე დონეზე. თუმცა ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს საკმაოდ ახალი მოვლენაა და მეტი კვლევაა ჩასატარებელი იქამდე, სანამ ჩვენ რეალურად შევძლებთ მკაფიო პოლიტიკის გატარებას“ — განაცხადა კლიმატის ანალიტიკოსმა ემა კარლენმა, რომელიც მუშაობს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოში.

,,შვედეთში ფუნქციონირებას იწყებს კომპანია „Volta Greentech-ის“ ზღვის მცენარეების ქარხანა, სადაც აქტიურად მუშაობენ მსხვილფეხა საქონლის ახალი ტიპის საკვების შექმნაზე. კომპანიის საპილოტე პროექტების შედეგად, შვედეთის ორ ფერმაში მოხდა ძროხების მიერ მეთანის ემისიის შემცირება, დღეში 80 %-ით“— განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედრიკ აკერმანმა.

„ვოლტა გრინტექი“ მომავალ წელს გეგმავს საპილოტე პროექტის განხორციელებას გაერთიანებული სამეფოს კომერციული ძროხის ფერმაში.

„ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც ამცირებს მეთანის გამონაბოლქვს, ძროხების მიერ გამოშვებულ აირებში. ამგვარად, დანამატი შედის ძროხის საკვებში და ჩვენ უკვე შევძელით, რამდენიმე კომერციულ საპილოტე პროექტში შეგვემცირებინა გამონაბოლქვი დღეში 80%-ით, რომელსაც ძროხები გამოყოფენ, რაც, რა თქმა უნდა, დიდ დადებით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებასა და სოფლის მეურნეობაზე“ — განაცხადა აკერმანმა.

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, იამზე მარკოიძე

წყარო: Ecowatch.com

22 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
სტოკჰოლმის ცენტრში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შესვლა აიკრძალა
შემდეგი პოსტი
სუფთა ჰაერის ზონა და აზოტის დიოქსიდის დონის შემცირება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,