GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბედნიერების ინდექსით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბოლო ადგილზეა

Homepage საქართველო ბედნიერების ინდექსით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბოლო ადგილზეა
საქართველო

ბედნიერების ინდექსით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბოლო ადგილზეა

დეკემბერი 12, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
980 ნახვა
ნახვები : 1, 327

4.673 ინდექსით, საქართველოს ყველაზე ნაკლებად ბედნიერი მოქალაქეები ჰყავს, მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი სულაც არ არის დაბალი შემოსავალი, ქვეყანას სხვა ფაქტორების ნაკლებობაც აქვს, რაც არსებითია მოქალაქეთა ბედნიერებისთვის.

გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც „Gallup“-ის მიერ, მსოფლიოს 153 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, ბედნიერების ინდექსით საქართველო 117-ე ადგილზეა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ცხოვრების დონე კეთილდღეობის სხვადასხვა მაჩვენებლით შეიძლება შეფასდეს, სადაც შემოსავალი ერთ-ერთი და არა ყველაზე აუცილებელი კრიტერიუმია. დანარჩენი ხუთი ძირითადი ცვლადია: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ნდობა, ჯანსაღი ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრებისა და ნათესავებისგან მხარდაჭერის მიღების დონე და საზოგადოების დიდსულოვნება.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო, ბედნიერების ინდექსით ჩამორჩება სომხეთს – 116-ე ადგილი, თურქეთს – 93-ე, აზერბაიჯანს – 89-ე და რუსეთს – 73-ე.

რაც შეეხება, ლიდერთა ათეულს, პირველ ადგილზე ფინეთია, რომელსაც მოსდევს: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ლუქსემბურგი.

ბედნიერების ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ათეული შემდეგია: ინდოეთი – 144, მალავი – 145, იემენი – 146, ბოტსვანა – 147, ტანზანია – 148, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 149, რუანდა – 150, ზიმბაბვე – 151, სამხრეთ სუდანი – 152 და ავღანეთი – 153.

 

წყარო : BM.GE

ფოტო : Shermazana


წინა პოსტი
ფოთოლი
შემდეგი პოსტი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,