არქტიკული გრუნტის წყლებიდან ოკეანეში დიდი ოდენობით ნახშირბადი ჩაედინება
-
არქტიკული ტუნდრიდან ოკეანეში დიდი რაოდენობით ნახშირბარდი და ნახშირორჟანგი ხვდება.
-
ამ ნივთიერებებს ოკეანეში ჩამდინარი გრუნტის წყლები და მდინარეები შეიცავს.
-
ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კლიმატის ცვლილებებზე.
ოსტინის უნივერსიტეტში, ტეხასის შტატში ჩატარებული კვლევის თანახმად ოკეანეში ალასკის არქტიკული ტუნდრიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირბადის შემცველი გრუნტის წყლები ჩაედინება.
ალასკის არქტიკული ტუნდრიდან ოკეანეში მცირე რაოდენობით გრუნტის წყლები ჩაედინება, მაგრამ მათში იმდენად მაღალია ნახშირბადის შემცველობა, რომ ამას კლიმატური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
მეცნიერებმა ბოფორტის ზღვის 2000 კმ-იანი სანაპირო ზოლის წყლები გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ იქ ჩამდინარე გრუნტის წყლები დღეში დაახლოებით 230 ტონა ორგანულ ნახშირბადს გამოყოფს. ეს იგივე რაოდენობაა, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ბოფორტის ზღვაში ჩამდინარე მდინარეების წყლები შეიცავს.
„კვლევამ დაადასტურა, რომ ზაფხულის განმავლობაში ზღვაში ჩამდინარე გრუნტის წყლები უზარმაზარი რაოდენობით ნახშირბადსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს,“ – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კანსი დემირმა.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Geophysical Research Letters.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი
წყარო: ENN.com
5 ივნისი, 2025