GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი

Homepage მსოფლიო სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
მსოფლიო

სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი

სექტემბერი 29, 2026
By GREENPOLE
0 კომენტარი
4 ნახვა
ნახვები : 1

● კლიმატის ცვლილებისა და ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტის გამო ამერიკის ქალაქებში სულ უფრო მეტად და დიდხანს ცხელა. ეს განსაკუთრებით აზარალებს მოწყვლად მოსახლეობას და ზრდის ჯანმრთელობის რისკებს.
● ქალაქებში არსებობს სიცხის შემცირების ეფექტური მეთოდები: — გრილი სახურავები, ხეების დარგვა, ამრეკლავი საფარი და მწვანე ინფრასტრუქტურა, თუმცა მათი დანერგვა ჯერ კიდევ არასაკმარისია.
● მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა არა ცოდნის, არამედ მიღებული ზომების ნაკლებობაა, თუმცა იმედოვნებენ, რომ მომავალში საზოგადოებრივი აზროვნების ცვლილება უფრო ეფეტურ გადაწყვეტილებებს შეუწყობს ხელს.

ხეების დარგვიდან ქუჩების თეთრად შეღებვამდე — აშშ-ის ქალაქები უკიდურეს სიცხეს სხვადასხვა გზით ებრძვიან.
2013 წელს პირველად აშშ-ის ისტორიაში ლოს-ანჯელესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ახალ საცხოვრებელ სახლს ე.წ. გრილი სახურავი უნდა ჰქონდეს — რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და შენობის გადახურებას ამცირებს. მას შემდეგ ქალაქმა კიდევ არაერთი ინიციატივა განახორციელა: ქუჩებისა და ტროტუარების თეთრად შეღებვა, ასევე სამშენებლო სტანდარტების გაფართოება, რათა მსგავსი სახურავები არასაცხოვრებელ შენობებსა და ძველი ნაგებობების განახლებაზეც გავრცელდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის ლოს-ანჯელესში 35°C-ს (95°F) ზემოთ ტემპერატურის მქონე დღეების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
თუმცა, მიუხედავად ამ ძალისხმევისა, მოსახლეობა კვლავ მძიმედ განიცდის უკიდურესი სიცხის შედეგებს. კვლევამ აჩვენა, რომ 2018–2022 წლებში ლოს-ანჯელესში სიცხესთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარების გამოძახების რაოდენობა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმ დღეების რიცხვთან, როდესაც ტემპერატურა 32°C-ს (90°F) ან მეტს აღწევდა.
„შეერთებულ შტატებში სიცხის ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობები უზარმაზარია,“ — ამბობს ნევადის უნივერსიტეტის ურბანული მომავლის ლაბორატორიის დირექტორი შტეფენ ლემანი. „ცოდნა და საჭირო გადაწყვეტილებები არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ისინი საკმარისად არ ხორციელდება. ეს უკიდურესად იმედგამაცრუებელია.“
წელს, 11–13 ივლისს, დასავლეთ აშშ-ის დიდ ნაწილში გამოცხადებულია ექსტრემალური სიცხის გაფრთხილება, რადგან ე.წ. „სიცხის გუმბათი“ რეგიონში 38–41°C-ის (100–106°F) ტემპერატურას იწვევს. რამდენიმე დღით ადრე, მსგავსი ფენომენის გამო, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 4 ივლისის სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილიც კი გაუქმდა.
ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 80% ქალაქებში ცხოვრობს, სადაც სიცხის გავლენას კიდევ უფრო ამძაფრებს ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტი. ეს არის მჭიდროდ განაშენიანებული უბნები, სადაც მწვანე საფარი მწირია, ხოლო ბეტონისა და ასფალტის ფართობები მზის ენერგიას მთელი დღის განმავლობაში შთანთქავს. მზის ჩასვლის შემდეგ ეს მასალები დაგროვილ სითბოს ნელ-ნელა გამოყოფს, რის გამოც ქალაქი ღამითაც არ ცივდება. ასეთ ადგილებში ტემპერატურა ნაკლებად განაშენიანებულ ტერიტორიებთან შედარებით 11°C-ით (20°F) უფრო მაღალი შეიძლება იყოს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მოწყვლადი ჯგუფები — ხანდაზმულები, ბავშვები და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უკიდურესი სიცხე უარყოფითად მოქმედებს ახალშობილთა ჯანმრთელობაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ქალაქები სულ უფრო ხშირად აწყდებიან სიცოცხლისთვის საშიშ, რეკორდულად მაღალ ტემპერატურას, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მათი უმეტესობა ამ გამოწვევისთვის ჯერ კიდევ მოუმზადებელია. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც ქვეყნის 50 ყველაზე დიდი ქალაქის 175 მუნიციპალური განვითარების გეგმა შეისწავლა, დაადგინა: მართალია, ქალაქების უმრავლესობა სიცხეს პრობლემად აღიარებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს კონკრეტული და ეფექტური სტრატეგია მის დასაძლევად.
„თუ ქალაქები სიცხის პრობლემას სრულყოფილად არ წარმოაჩენენ ,რამდენად ქრონიკულია ის და როგორ განსხვავებულად აზარალებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ,მოსახლეობის სათანადო დაცვას ვერ შევძლებთ და შესაძლოა არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი უთანასწორობაც კიდევ უფრო გავაღრმაოთ,“ — ამბობს კვლევის თანაავტორი, ურბანული დაგეგმარების დოქტორანტი ემა ფრენჩი.
სხვა კვლევის თანახმად, დაახლოებით 41 მილიონი ამერიკელი ისეთ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სადაც ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტი უკიდურესად ძლიერია. ყველაზე მაღალი ტემპერატურული განსხვავება ქალაქსა და მის შემოგარენს შორის დაფიქსირდა ალბუკერკეში, ბეიკერსფილდში, ფრესნოსა და ლას-ვეგასში.
შტეფენ ლემანის შეფასებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ლაპარაკი მეტია, ვიდრე ქმედება“. მისი თქმით, დღეს ამერიკაში ძნელია ისეთი ქალაქის დასახელება, რომელიც სიცხის შემცირების პოლიტიკას მართლაც წარმატებით ახორციელებს.
მიუხედავად ამისა, ლემანი ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ქალაქებს რეალურად შეუძლიათ გაგრილება. ამისთვის კონკრეტული და ეფექტური გზები არსებობს. ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულებაც ნელ-ნელა იცვლება,“ — ამბობს იგი.

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ეკატერინე ამონიშვილი
წყარო : Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool


წინა პოსტი
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
შემდეგი პოსტი
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,