GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს

Homepage მსოფლიო ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
მსოფლიო

ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს

ოქტომბერი 9, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
8 ნახვა
ნახვები : 1

სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს PM1 ჰაერის დაბინძურების პირველი დეტალური, გრძელვადიანი რუკა, რომელიც მოიცავს 25 წლიან პერიოდს 1998 წლიდან 2022 წლამდე.

ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად აკვირდებიან PM2.5 დონეს. თუმცა PM1, რომელიც შესაძლოა უფრო საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის, ბევრად ნკლებად არის შესწავლილი.

ჯეი ტერნერმა, ჯეიმს მაკკელვის სახელობის საინჟინრო განათლების პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა, განმარტა: „როდესაც 1997 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) პირველად დაამტკიცა სტანდარტი წვრილი მტვრისთვის (Fine PM), სერიოზული განხილვა მიმდინარეობდა იმის შესახებ,  PM1 უნდა რეგულირდებოდეს თუ PM2.5.

მიზეზები, რომელთა შორის მთავარი იყო PM1-ის ზემოქმედების შესახებ ნაკლები სამეცნიერო მტკიცებულება PM2.5-თან შედარებით, მიიჩნიეს საკმარისად, რომ არჩევანი PM2.5-ზე შეჩერდა. ჩვენი კვლევა კი ახლა წარმოადგენს სრულფასოვან, ქვეყნის მასშტაბით მიღებულ მონაცემთა ბაზას, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელია PM1-ის გავლენის შესწავლა ჯანმრთელობაზე.“

2022 წელს ამ უმცირესი ნაწილაკების თითქმის ნახევარი წარმოშობილი იყო ორგანული მასალისგან, როგორიცაა ხანძრის კვამლი ან ავტომობილის გამონაბოლქვი. დანარჩენი კი, შედგებოდა ისეთი დაბინძურების წყაროებისგან, როგორებიც არის სულფატები და შავი ნახშირბადი (black carbon).

მკვლევრებმა შექმნეს დეტალური, რეგულარულად განახლებადი რუკები აშშ-ის მასშტაბით PM1 დონეების შესახებ და დაადგინეს რომ მათი შეფასებები ზუსტად ემთხვეოდა ადგილზე მიღებულ მონაცემებს. მათ აგრეთვე გამოთვალეს ცდომილების შანსი. აშშ-ის უმეტეს ნაწილში მონაცემები მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა, თუმცა ტყის ხანძრების ზონებში მეტი გაურკვევლობა აღინიშნებოდა.

დროთა განმავლობაში, PM1 დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. 1998 წლიდან 2022 წლამდე PM1-ის საშუალო ზემოქმედება მოსახლეობაზე, ყოველწლიურად დაახლოებით 0.23 მიკროგრამით მცირდებოდა კუბურ მეტრზე. ეს შემცირება წარმოადგენს PM2.5-ის საერთო გაუმჯობესების ძირითად წყაროს, რაც მიუთითებს, რომ ტრანსპორტის, მრეწველობისა და ელექტროსადგურების მიერ დაბინძურების შემცირების ძალისხმევამ დიდი როლი ითამაშა. თუმცა, 2010 წლიდან ტყის ხანძრების ზრდამ ეს პროცესი ნაწილობრივ შეაფერხა.

ასევე დადგინდა, რომ PM1-ის წილი საერთო ჰაერის დაბინძურებაში შემცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წილი გაიზარდა უფრო დიდ ნაწილაკებზე, როგორებიცაა მტვერი და ზღვის მარილი – დაბინძურება, რომელიც ნაკლებად არის ადამიანური საქმიანობით გამოწვეული და რთულად სამართავია. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის კვლევები და რეგულაციები უფრო მეტად უნდა დაეთმოს PM1-ის ცალკე შესწავლას PM2.5-სგან დამოუკიდებლად.

რენდალ მარტინმა, მაკკელვის საინჟინრო სკოლის ენერგეტიკის, გარემოსა და ქიმიური ინჟინერიის პროფესორმა, განაცხადა: „ეს გაზომვები წარმოადგენს საწყის წერტილს იმისთვის, რომ მარეგულირებლებმა განსაზღვრონ, რომელი დამაბინძურებლების მიმართ მიიღონ ზომები, იმისთვის, რომ დამაბინძურებლებმა, ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ნაკლები უარყოფითი გავლენა იქონიონ.

ეს მონაცემთა ბაზა აშშ-ისთვის უზრუნველყოფს უპრეცედენტო ინფორმაციას იმ საყურადღებო დაბინძურების შესახებ, რომლის გაზომვები აქამდე, თითქმის არ არსებობდა.“

მკვლევრებმა PM1-ის დონეები შეაფასეს არსებული PM2.5-ის და მისი შემადგენელი კომპონენტების მონაცემების საფუძველზე. ასევე, ცნობილ თანაფარდობაზე PM1-ისა და PM2.5-ის შორის.

აღმოჩნდა, რომ PM1-ის დონეები მაღალი იყო აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში – ქალაქებში, სამრეწველო ზონებში და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტყის ხანძრებმა დააზარალა. შედარებით სუფთა ჰაერი კი შეინიშნებოდა დასავლეთის მშრალ რეგიონებში.

სტატიაზე მუშაობდნენ: ირაკლი სარჯველაძე, ქეთი თურაზაშვილი და თამთა კიკვაძე

წყარო : New research strengthens case for PM1 monitoring


წინა პოსტი
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,