GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Homepage მსოფლიო გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
მსოფლიო

გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

აგვისტო 2, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
125 ნახვა
ნახვები : 7
  • ჰაერის ხარისხის საინფორმაციო სისტემის მიმოხილვა (AQIS Review) ადასტურებს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის მნიშვნელობას ადამიანებისთვის, არამედ მის კრიტიკულ როლს, როგორც ჯამრთელობის უხილავი დამაზიანებელი ფაქტორისა.
  • მეცნიერების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა შეიმუშავა 11 რეკომენდაცია ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით.

 

მთავრობამ გამოაქვეყნა ჰაერის ხარისხის საინფორმაციო სისტემის (AQIS) მიმოხილვა და დაასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ეფექტური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ჰაერის დაბინძურების საფრთხეების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

AQIS შეიქმნა 2021 წელს, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ანგარიში “მოსალოდნელი სიკვდილიანობის პრევენციის შესახებ” – ელა ადუ-კისი-დებრაჰის გარდაცვალების საქმეზე. ამ ანგარიშმა აჩვენა, რომ საზოგადოება ძირითადად არ იყო ინფორმირებული ჰაერის დაბინძურების საშიშროების შესახებ.

ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გზების მიმოხილვა დაიწყო 2021 წლის ბოლოს და დასრულდა სამი წლის შემდეგ – 2024 წლის დეკემბერში.

მიმომხილველთა სახელმძღვანელო ჯგუფი შედგებოდა მეცნიერების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჯგუფს ხელმძღვანელობდა დოქტორი ბილ ფერიში (DEFRA), ხოლო თავმჯდომარის სამეცნიერო მრჩეველი იყო პროფესორი სტივენ ჰოლგეიტი.

 

ჯგუფის კვლევა მოიცავდა ხუთ ძირითად მიმართულებას:

  • ვის სჭირდება ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ და რა უნდა იცოდნენ მათ?
  • რამდენად ზუსტია ჰაერის ხარისხის მონაცემები და მოდელები, რომლებიც საფუძვლად უდევს დღიურ საჰაერო ხარისხის ინდექსს (DAQI) და პროგნოზებს?
  • როგორ გამოვიყენოთ მონაცემები შინაარსიანი ამბის მოსაყოლად?
  • როგორ შევცვალოთ ადამიანების ქცევა?
  • როგორ მივაწვდინოთ ხმა მიზნობრივ აუდიტორიას?

ჯგუფმა მიიჩნია, რომ მიუხედავად დიდი ბრიტანეთის ტექნიკურად განვითარებული მონიტორინგის სისტემისა, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკეთ გაიგოს ჰაერის ხარისხის მნიშვნელობა.

მათ არ აღმოუჩენიათ სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ საზოგადოებამ იცის, როგორ მიიღოს ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია, და ისინიც კი, ვინც ამას ახერხებს, ხშირად აწყდება ტექნიკურ ენასა და რთულ ინფორმაციას, რომელიც მაღალი დონის სამეცნიერო ცოდნას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ჯგუფმა მიიჩნია, რომ ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რჩევები მოძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე კლინიკურ რეკომენდაციებს.

 

შედეგად, ჯგუფმა შეიმუშავა 11 რეკომენდაცია:

  1. ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა გამოიყენონ შედეგზე ორიენტირებული მიდგომა – რისკებისა და მოქმედების საჭიროების კომუნიკაციისთვის.
  2. ინფორმაცია უნდა იყოს მარტივად გასაგები, გამარტივებული ენით, ერთიანი ტონით, გზავნილითა და რჩევებით. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და აქტიურად გავრცელებული არსებულ არხებზე.
  3. ნებისმიერი დადებითი თანმდევი შედეგი, რაც მოქმედებას მოჰყვება, უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ჯანმრთელობაზე შესაძლო ზეგავლენის ინფორმაციასთან ერთად.
  4. შეიმუშავონ და განახორციელონ კომუნიკაციის სტრატეგია ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად – მოიცავდეს როგორც მთავრობისა და საჯარო უწყებების მოქმედებებს, ასევე იმ ქმედებებს, რაც მოქალაქეებმა უნდა გაატარონ ჯანმრთელობის დასაცავად და საკუთარი წვლილის შესატანად.
  5. პროფესიულ ჯანდაცვის ორგანიზაციებთან და მარეგულირებლებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ჯანდაცვის პროფესიონალების ცოდნა ჰაერის დაბინძურების ზეგავლენაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, საზოგადოებას და რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, მიაწოდონ შესაბამისი, ქმედითი რჩევები.
  6. სკოლებში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მასალა უნდა გაძლიერდეს.
  7. ხელახლა უნდა შეფასდეს ამჟამად არსებული ჰაერის ხარისხის ხელსაწყოები, რომლებიც ორგანიზაციებს ინფორმაციის კომუნიკაციისთვის შეუძლიათ გამოიყენონ. საჭიროა არსებული მასალის პოპულარიზაცია და საჭიროების შემთხვევაში ახლის შექმნა.
  8. დღიური საჰაერო ხარისხის ინდექსი (DAQI) და მასთან დაკავშირებული რჩევები უნდა განახლდეს უახლესი მტკიცებულებების შესაბამისად.
  9. შეიმუშავონ ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული გრძელვადიანი განცხადება, რომელიც გასაგები იქნება საზოგადოებისთვის.
  10. განახლდეს, გადაიხედოს და გაფართოვდეს არსებული გაფრთხილებების სისტემა.
  11. ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა აწვდის საზოგადოებას, უნდა განვითარდეს ექსპერტთა ჯგუფების რეკომენდაციების შესაბამისად. AQIS-ის ნებისმიერ ცვლილებას უნდა ახლდეს შეფასება.

 

პროფესორი სერ სტივენ ჰოლგეიტი, იმუნოფარმაკოლოგიის კლინიკური პროფესორი და UKRI სუფთა ჰაერის დამცველი ამბობს: „ჰაერის ხარისხის საინფორმაციო სისტემის მიმოხილვა (AQIS Review) ადასტურებს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის მნიშვნელობას ადამიანებისთვის, არამედ მის კრიტიკულ როლს, როგორც ჯამრთელობის უხილავი დამაზიანებელი  ფაქტორი. “

„მიმოხილვაში ჩატარებული ფრთხილი სამუშაო უზრუნველყოფს, რომ მომავალში ჰაერის დაბინძურების შესახებ რჩევები, როგორც საზოგადოებისთვის, ისე რისკის ქვეშ მყოფთათვის, ეფუძნებოდეს უახლეს მტკიცებულებებს და გადმოიცეს რაც შეიძლება ფართოდ და მარტივად.“

ჯონათან ბლეიდსი, პოლიტიკის ხელმძღვანელი ორგანიზაციაში “Asthma + Lung UK”, ამბობს: „ეს მიმოხილვა, რომელშიც ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა, წარმოადგენს სწორ ნაბიჯს და მოუთმენლად ველით თანამშრომლობას მთავრობასთან რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესასრულებლად.“

„ჰაერის ხარისხზე უკეთესი ინფორმაცია სასარგებლო იქნება ყველასთვის, განსაკუთრებით იმ მილიონობით ადამიანისთვის, ვინც სასუნთქი გზების პრობლემებით ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მავნე ემისიებსა და დაბინძურების ზემოქმედებაზე. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ნაყოფიერ დიალოგს მთავრობასთან, რათა სუფთა ჰაერი იყოს მომავალი თაობების მემკვიდრეობა“.

სტატიაზე მუშაობდნენ: ირაკლი სარჯველაძე, რუსუდან ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე

წყარო : A route to improving air quality communication in the UK


წინა პოსტი
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
შემდეგი პოსტი
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,