GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

#არაქვაჭრა – საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში

Homepage საქართველო #არაქვაჭრა - საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში
საქართველო

#არაქვაჭრა – საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში

აპრილი 24, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
824 ნახვა
ნახვები : 30

2024 წლის 14 მარტს მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“/“მწვანე პოლუსის“ გუნდის წევრებმა საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ინიციატივა საქართველოს მასშტაბით იურიდიული პირებისთვის ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა არსებული 1000₾-დან 5000₾-მდე გაიზარდოს. ჩვენი გუნდი 2018 წლიდან მუშაობს ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების მონიტორინგის საკითხზე, ჩვენი ჩართულობით ასობით ოფიციალური განცხადება და შეტყობა გაიგზავნა შესაბამისი ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციაში კანონდარღვევის შემთხვევების დაფიქსირებისა და აღმოფხვრისათვის. ქვის მშრალი მეთოდით დამუშავება სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებში ფილტვის დაავადებისა და სილიკოზის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც ჩვენმა გუნდმა ზემოხსენებულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის გამოკვლევითაც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ქვის მშრალი მეთოდით დამუშავებისთვის ჯარიმის ოდენობა თითქმის ყველა იმ დანადგარის საფასურს ჩამოუვარდება, რომლის შეძენაც ქვის სველი მეთოდით დამუშავებისთვის იქნებოდა საჭირო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯარიმის გაზრდის შესახებ კანონპროექტი „მწვანე პოლუსის“ იურისტმა, ვახტანგ ბარამაშვილმა, მოამზადა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმება კანონპროექტის განხილვა.


წინა პოსტი
ემისიების შემცირება კალიფორნიაში
შემდეგი პოსტი
მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება ატმოსფერულ დაბინძურებაზე უარესია- დაისონის ანგარიში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,