GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროკავშირი 2030 წლისთვის თავისი მიწებისა და წყლის რესურსების 20%-ს აღადგენს

Homepage მსოფლიო ევროკავშირი 2030 წლისთვის თავისი მიწებისა და წყლის რესურსების 20%-ს აღადგენს
მსოფლიო

ევროკავშირი 2030 წლისთვის თავისი მიწებისა და წყლის რესურსების 20%-ს აღადგენს

მარტი 29, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
981 ნახვა
ნახვები : 95
  • ევროპის ეკოსისტემის 80% განადგურების პირასაა.

  • ევროკავშირში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემების აღდგენა იგეგმება

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები არამხოლოდ არსებული ეკოსისტემების დაცვასა და შენარჩუნებას, არამედ განადგურებულის აღდგენასაც ისახავენ მიზნად.

ევროკავშირში საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების აღდგენის შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც ევროკომისიამ გასული წლის ივლისში შესთავაზა.

ახალი კანონი 2030 წლისათვის გაერთიანების წევრ ქვეყნებს, სახმელეთო და წყლის ეკოსისტემების 20%-ის აღდგენას ავალდებულებს.

ევროპარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, ევროპაში დასახლებული ადგილების 80%-ზე მეტი „ცუდ მდგომარეობაშია“.

„აღდგენის კანონი“ მიიღეს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაოსასწორებლად. იგი ეხმიანება და ასრულებს გაეროს „კუმინო-მონრეალის ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს“ გეგმას ბუნების დაცვისა და აღდგენის შესახებ .

2050 წლისთვის მთლიანი ეკოსისტემა უნდა აღდგეს. ამისათვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უახლოეს 10 წელიწადში მდგომარეობა 60% უნდა გააუმჯობესონ, ხოლო 2050 წლისათვის მდგომარეობა გამოსწორებული უნდა იყოს 90%-ით.

გარემოს აღდგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და პერიოდულად ხდებოდეს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, რათა მდგომარეობა პირიქით არ გაუარესდეს.

გარემოს აღდგენის გეგმაში შედის ასევე ნიადაგის გაუმჯობესება. ხელი უნდა შეეწყოთ კერძო მესაკუთრეებსა და ფერმერებს, რათა მათთან ერთად შეძლონ და გამოასწორონ ნიადაგის მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 50%.

ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ ვალდებულება მზარდი ტენდენციით შეამცირონ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2023 წლამდე.

ვალდებულება მოიცავს ასევე ტყეების ეკოსისტემის აღდგენაზე ზრუნვას, უნდა დაირგოს მილიარდი ხე და 15 000 მილზე მეტი მდინარე დაუბრუნდეს თავისუფალ დინებას.

ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ურბანული განვითარება, არ უნდა ხდებოდეს მწვანე მასივის დიდი ოდენობით დაკარგვა, რაც ასე თვალსაჩინო გახდა ბოლო ათწლეულში. მოცემული გეგმით, 2030 წლისთვის არსებული მდგომარეობა მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს.

„ევროპამ არა მხოლოდ უნდა დაიცვას და შეინარჩუნოს არსებული ეკოსისტემა, არამედ მისი აღდგენის ვალდებულებასაც იღებს“ — განაცხადა ესპანეთის ეკოლოგიის მინისტრმა ტერეზა რიბერმა „როუტერთან“ ინტერვიუში.

ზემოხსენებული შეთანხმება ჯერ უნდა წარედგინოს ევროსაბჭოს და ევროპარლამენტს, რათა დამტკიცდეს ევროპის ქვეყნებისა და პარლამენტის მიერ.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანა ახალაძე

წყარო: Ecowatch.com

29 მარტი 2024 წელი


წინა პოსტი
წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ საგანგაშო კლიმატური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1954 წელს იცოდა
შემდეგი პოსტი
სურსათის ნარჩენებისგან წარმოქმნილი მეთანის ემისიები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,