GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ საგანგაშო კლიმატური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1954 წელს იცოდა

Homepage შემეცნებითი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ საგანგაშო კლიმატური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1954 წელს იცოდა
შემეცნებითი

წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ საგანგაშო კლიმატური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1954 წელს იცოდა

მარტი 25, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1137 ნახვა
ნახვები : 303
  • აშშ-ის უმსხვილესი ნავთობის მომპოვებელი და საავტომობილო კომპანიები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში ფლობდნენ ჰაერის დაბინძურებაზე სრულ ინფორმაციას.

  • სამხრეთ კალიფორნიის გარემოს დაბინძურების ფონდი 1954 წელს სრულად იყო ინფორმირებული შესაძლო ზიანზე, რომელსაც გარემოს წიაღისეული საწვავის მოპოვება აყენებდა.

  • ჰავაიზე, მაუნა-ლოას ვულკანის მწვერვალზე, ჩატარებული ექსპერიმენტების სერია „კილინგის მრუდის“ შექმნით დაგვირგვინდა, რომელიც კლიმატის ანთროპოგენური ცვლილებების კონცეფციის საფუძველია.

ახლახან აღმოჩენილმა საბუთებმა ცხადყო, რომ 1954-1956 წლებში ნავთობისა და საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოღვაწე ჩარლზ დევიდ კილინგის კლიმატურ კვლევებს აფინანსებდნენ. მან სახელი გაითქვა ე.წ. „კილინგის მრუდის“ წყალობით, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებას ამტკიცებს.

მეწარმეებმა თავიდანვე იცოდნენ, თუ რამდენად სახიფათო იყო გარემოსთვის წიაღისეული საწვავის მოპოვება.

DeSmog-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ კილინგი ნახშირბადის დონის გასაზომად მოგზაურობდა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს რაიონებში, უდაბნოებში, ტყეებსა და მდელოებში.

ჰავაიზე, მაუნა-ლოას ვულკანის მწვერვალზე, ჩატარებული ექსპერიმენტების სერია კი „კილინგის მრუდის“ შექმნით დაგვირგვინდა, რომელიც კლიმატის თანამედროვე, ანთროპოგენური ცვლილებების კონცეფციის საფუძველია.

კილინგის ეს ადრეული კვლევები სამხრეთ კალიფორნიის გარემოს დაბინძურების ფონდიდან ფინანსდებოდა, რომლის შემომწირველებიც ნავთობის მომპოვებელი და ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები გახლდათ. ჯერ კიდევ 1954 წელს ფონდი სრულად იყო ინფორმირებული შესაძლო ზიანზე, რომელსაც გარემოს წიაღისეული საწვავის მოპოვება აყენებდა.

„სამხრეთ კალიფორნიის გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ფონდი“ 1953 წელს დაარსდა ლოს-ანჯელესში სმოგის პრობლემის მოსაგვარებლად. მის დამფინანსებლებს შორის იყვნენ „ფორდი“, „კრაისლერი“, „ამერიკან მოტორსი“ და „ჯენერალ მოტორსი“.

ავტომობილების მწარმოებელმა და ნავთობის მომპოვებელმა კომპანიებმა კილინგს კვლევებზე 13.814 დოლარი გამოუყვეს (დღევანდელი ღირებულებით ეს თანხა 158.000 დოლარს შეადგენს).

1955 წლიდან „ტექნიკური საკონსულტაციო კომიტეტი“ ფონდის სამმართველოს კვლევის შედეგებზე სრულ ინფორმაციას აწვდიდა. „კრაისლერსა“ და „რიჩფილდის ნავთობის კორპორაციაში“ მომუშავე მეცნიერები ამ კომიტეტის წევრები იყვნენ.

„ამ საბუთების გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ 1954 წელს, „ექსონის“ (Exxon) კვლევითი ცენტრის დაარსებამდე გაცილებით ადრე, ნავთობმწარმოებელი კომპანიები აფინანსებდნენ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროგრამებს. წიაღისეული საწვავის მომპოვებელი ინდუსტრია მჭიდრო კავშირშია კლიმატოლოგიასთან. ნავთობის მოპოვება არა მხოლოდ სათბურის ეფექტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, არამედ იგივე ინდუსტრია კლიმატის ცვლილებაზე სამეცნიერო დაკვირვების საშუალებას ქმნიდა“, – იუწყება DeSmog-ი.

ფონდის წევრების დაფინანსების წყალობით რადიკალურად შეიცვალა ჩვენი წარმოდგენები ადამიანის მიერ გარემოზე ზემოქმედების შესახებ. სწორედ ისეთმა ნავთობკომპანიებმა, როგორებიცაა „შევრონი“ (Chevron), „ბრითიშ პეტროლეუმი“ და „ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი“, ხელი შეუწყვეს იმ სამეცნიერო მიდგომების უარყოფას, რომლებსაც ადრე თავადვე აფინანსებდნენ.

საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქეროლ მაფეტმა, The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა: „თქვენ მუდმივად ლანძღავთ ნავთობის მომპოვებელ კომპანიებს. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ 70 წლის წინ საქმის კურსში იყვნენ, თუ რა გავლენას ახდენს ნავთობის მოპოვება კლიმატზე“.

ახლახან გამოქვეყნებული მიმოწერა ცხადყოფს, რომ კილინგის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, სემიუელ ეფშტეინმა, 1954 წელს „კალტექის“ ფონდში ჰაერის დაბინძურების შესწავლის მოთხოვნა გააგზავნა. მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ნავთობისა და ქვანახშირის წვა დედამიწის კლიმატს პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის და ნახშირბადის იზოტოპების ანალიზის ახლებურ მეთოდს სთავაზობდა ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებების უფრო ზუსტი შესწავლისთვის.

ეფშტეინი აღნიშნავდა, რომ „ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციის ზრდა შესაძლოა კაცობრიობისთვის საბედისწერო გახდეს“.

1956 წელს კილინგმა გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით „იზოტოპური ნახშირორჟანგის ატმოსფერული კონცენტრაცია“, რომელიც ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფონდმა დააფინანსა. ეს ფრიად მასშტაბური კვლევა იყო წიაღისეული საწვავის დაბინძურებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების კუთხით.

სტატიაზე მუშაობდა: ლილინ მეტრეველი, ნინი თოიძე

წყარო: Ecowatch.com

25 მარტი 2024 წელი


წინა პოსტი
ახალი ხელოვნური თანამგზავრით ინდუსტრიული ობიექტებიდან გამოფრქვეული ემისიების დადგენაა შესაძლებელი
შემდეგი პოსტი
ევროკავშირი 2030 წლისთვის თავისი მიწებისა და წყლის რესურსების 20%-ს აღადგენს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,