GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ტყის ხანძრების კვამლი და ტვინის ანთება

Homepage შემეცნებითი ტყის ხანძრების კვამლი და ტვინის ანთება
შემეცნებითი

ტყის ხანძრების კვამლი და ტვინის ანთება

თებერვალი 6, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
686 ნახვა
ნახვები : 138
  • ბოლო კვლევების თანახმად, ტყის ხანძრების კვამლი საზიანოა ადამიანის თავის ტვინისთვის.

  • კვამლში არსებული მტვრის ნაწილაკები ფილტვებიდან სისხლში აღწევს და საბოლოოდ თავის ტვინის ისეთ ნაწილს აზიანებს, რომელიც სწავლასა და მეხსიერებაზე აგებს პასუხს.

  • ტვინში დაწყებული ანთებითი პროცესები შეიძლება ისეთ დაავადებებს იწვევდეს, როგორებიცაა დემენცია, ალცჰაიმერი და სხვა ფსიქიკური პრობლემები.

ამ წლის ზაფხულში კანადაში მომხდარი მასშტაბური ტყის ხანძრები ჩრდილოეთი ამერიკის მაცხოვრებლების ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნება.

ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის (University of New Mexico Health Sciences) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტყის ხანძრის კვამლმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ანთება, რომელიც გრძელდება ერთ თვეზე მეტხანს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ანთებითი პროცესები ჰიპოკამპს აზიანებს, თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ცოდნის ათვისებასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.

კვლევა ჩაატარა პროფ. კემპენის ასისტენტმა დოქტორმა დევიდ სციესკამ. ის ორი კვირის განმავლობაში ლაბორატორიაში აკვირდებოდა ტყის კვამლის გავლენას მღრღნელებზე და ცდილობდა გაეგო, შესაძლებელია თუ არა ლაბორატორიაში ნაწილობრივ მაინც იმის შესწავლა, რაც ველურ ბუნებაში ხდებოდა.

მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ როდესაც კვამლის უმცირესი ნაწილაკები ფილტვების გავლით სისხლში ხვდებოდა და ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ თავის ტვინში აღწევდა წარმოიქმნებოდა ანთებითი და ასევე ანთების საწინააღმდეგო პროცესები ერთდროულად.

მეცნიერებმა შეძლეს გაეზომათ ანთების ამპლიტუდა და დროის ჩარჩოები. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ზოგჯერ ანთება 28 დღე ვითარდებოდა და საბოლოო დიაპაზონი ვერ დააფიქსირეს. 14 დღეში ჰემატოენცეფალური ბარიერი ახერხებდა ტყის კვამლის ზემოქმედებასთან ადაპტაციას, თუმცა იმუნური უჯრედების ანომალიური აქტივობა ნარჩუნდებოდა.

„ნეიროანთება მრავალი დაავადების გამომწვევია: დემენცია, ალცჰაიმერი, ათეროსკლეროზი, განვითარების შეფერხება ადრეულ ასაკში, ფსიქიკური პრობლემები მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თუ ცხოვრობთ სოფელში ან ქალაქში, რომელიც ტყის ხანძრის კვამლის ზეგავლენის ზონაშია, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ შეიძლება დაგეწყოთ ნეიროკოგნიტიური ცვლილებები და ფსიქიკური პრობლემები.“— კემპენი შეშფოთებას გამოთქვამს კვლევის შედეგებით, რადგან დღესდღეობით, ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის ტყის ხანძრების კვამლის მავნე ზეგავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია ამ სიტუაციასთან ადაპტაცია, ტყის ხანძრის კვამლის მავნე ზეგავლენა სავალალოა, რადგან ეს პრობლემა პერიოდულია. უფრო საშიშია ამ სიტუაციის განმეორება, რადგან ის ანთებით პროცესებსა და იმუნური უჯრედების ანომალიურ აქტივობას იწვევს, რაც ჩვენი თავის ტვინისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

წარმოიდგინეთ სხვაობა, მოსახლეობის ნაწილი სუფთა ჰაერით სუნთქავს, მაგ.: კლდოვანი მთების რეგიონში, მაგრამ უცებ მათი საცხოვრებელი 1-2 კვირით კვამლით ბინძურდება. ეს სერიოზული დარტყმაა ნერვული სისტემისთვის.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანა ახალაძე

წყარო: Airqualitynews.com

6 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
წყლის ნაკლებობა მსოფლიოში
შემდეგი პოსტი
ნაგავსაყრელთან მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,