GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრების საფრთხეები

Homepage მსოფლიო ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრების საფრთხეები
მსოფლიო, შემეცნებითი

ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრების საფრთხეები

თებერვალი 2, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
890 ნახვა
ნახვები : 204
  • იტალიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება ადამიანისთვის სახიფათოა.

  • ნაგვის გადამუშავებისას ჰაერში გამოყოფილი მავნე ნივთიერებები იწვევს რესპირატორულ დაავადებებსა და ფილტვის კიბოს.

  • კვლევა ლაცაროს რეგიონში მიმდინარეობდა, სადაც 5 დიდი ნაგავსაყრელი მდებარეობს.

„ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში“ (International Journal of Epidemiology) გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ნაგავსაყრელთან 5 კმ-ის რადიუსში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხეშია.

იტალიელი მეცნიერები 1994-2008 წლებში აკვირდებოდნენ ლაციოს რეგიონში მდებარე 5 ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრები 242 409 ადამიანის ჯანმრთელობას. მათ გამოიკვლიეს, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს ხალხზე ნაგვის გადამუშავების დროს გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებები.

კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ გოგირდწყალბადის (ტოქსიკური სუროგატი, რომელიც თითქმის ყველა ნაგავსაყრელზე გამოიყენება ნარჩენების გადამუშავებისას) ზეგავლენით ადამიანებს ფილტვის კიბო და რესპირატორული დაავადებები ემართებათ. განსაკუთრებით მძიმე სიმპტომები ბავშვებში ფიქსირდება. გოგირდწყალბადის საშუალო შემცველობა (წლიურად) ჰაერში 6.3 ng/m3-ს შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა რომის ნაგავსაყრელებთან შედარებით, სადაც ამ ნივთიერების რაოდენობა საშუალოდ 45.ng/m3-ია. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ მიდამოში 18 609 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა სხვადასხვა მწვავე დავადებით.

კვლევის თანაავტორმა, ფრანჩესკა მატალონიმ, აღნიშნა: „დღემდე წინააღმდეგობრივი მონაცემები გვაქვს ნაგავსაყრელების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კვლევების ძირითადად ნაწილში მოცემულია ზოგადი მონაცემები და არ კეთდება აქცენტი ადამიანების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ დანაკლისის შევსება ობზერვაციული მეთოდით ვცადეთ.“

ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს რესპირატორული დაავადებების სიმპტომები დაუდგინდათ. ისინი ენდოტოქსინების, აეროზოელბისა და მიკროორგანიზმების მავნე ზეგავლენის შედეგად დაავადნენ, რომლებიც ნაგვის გადამუშავებისას ჰაერში გამოიყოფა. ეს სხვა კვლევების შედეგებს ეხმიანება, თუმცა ფილტვის კიბო ჩვენი ახალი აღმოჩენაა. ამ უკანასკნელის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევების ჩატარება გვჭირდება.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, იამზე მარკოიძე

წყარო: Sciencedaily.com

2 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
ეკვადორის მოქალაქეების ხმა ამაზონის ეროვნულ პარკში ნავთობის მოპოვების შეჩერებას
შემდეგი პოსტი
წყლის ნაკლებობა მსოფლიოში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,