GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მწერების პოპულაციის მასშტაბური შემცირება და გლობალური დათბობა

Homepage მსოფლიო მწერების პოპულაციის მასშტაბური შემცირება და გლობალური დათბობა
მსოფლიო

მწერების პოპულაციის მასშტაბური შემცირება და გლობალური დათბობა

იანვარი 20, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
834 ნახვა
ნახვები : 181
  • პეკინში, ავსტრალიასა და ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა საგანგაშო შედეგები აჩვენა — გლობალური დათბობა და გახშირებული ტყის ხანძრები ამცირებს მწერების პოპულაციას;

  • დაბინძურებული ჰაერი დასახლებებისგან შორს მდებარე რეგიონებსა და დაცულ ტერიტორიებზეც ვრცელდება;

  • მყარი ნაწილაკები აზიანებს მწერების ულვაშებს, რის გამოც მათ უქვეითდებათ ყნოსვა, უჭირთ გამოკვება და გამრავლება.

პეკინისა და მელბურნის უნივერსიტეტებისა და კალიფორნიის ქალაქ დევისის სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტების კვლევები ცხადყოფს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობა მწერებს გამრავლებასა და გამოკვებაში ხელს უშლის. მძიმე ზიანის მისაყენებლად 12 საათიც საკმარისი.

მართალია, მსგავსი კვლევები ადრეც ტარდებოდა, თუმცა მეცნიერებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ჰაერის მცირე და მოკლევადიანი დაბინძურების გავლენაზე, რაც ბოლო დროს გახშირდა.

ნეიტრონული ტესტების მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ულვაშების დაბინძურების გამო ბუზების ტვინი სუნზე უფრო ცუდად რეაგირებს.

პეკინში ჩატარებული კვლევის დროს დაბინძურების სხვადასხვა დონის გავლენის ქვეშ მყოფი ბუზები Y-ის ფორმის ლაბირინთში მოათავსეს, რომლის ერთი ბოლო საკვების, ხოლო მეორე — სასქესო ფერომონების სუნის გამომწვევი ობიექტისკენ მიუძღოდა. შესაძლებლობა, რომ ბუზები სუნს გაჰყვებოდნენ 50/-ზე იყო, თუმცა ჯანმრთელი ბუზები, ძირითადად, სუნის წყაროსკენ მიემართებოდნენ.

პროფესორმა მარკ ელგარმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ რა საზიანოა ჰაერის დაბინძურება მწერების პოპულაციისთვის: „ჩვენთვის ცნობილია, რომ მყარი ნაწილაკები ნეგატიურ გავლენას ახდენს ცოცხალი არსებების, მათ შორის მწერების, ჯანმრთელობაზე. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება აზიანებს მწერების უმთავრეს სასიცოცხლო უნარს — ყნოსვას. შესაბამისად, მათ უჭირთ გამოკვება და გამრავლება. ამის გამო შეიძლება შემცირდეს მწერების პოპულაციები ბუჩქნარებში ხანძრების შემდეგ და ასევე ისეთ ადგილებშიც, რომლებიც დაბინძურების წყაროსთან ახლოსაა. მწერები საინტერესო არსებები არიან. ზოგიერთი მათგანი საკვანძო როლს თამაშობს მცენარეების დამტვერვაში. პრაქტიკულად, ყველა მცენარე, რომელიც ჩვენს რაციონში შედის, მწერების დახმარებით მრავლდება. ასევე დიდია მწერების როლი მკვებავი ნივთიერებების გადამუშავებაშიც“.

ავსტრალიაში ტყის ხანძრებით დაზარალებულ ტერიტორიებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფუტკრების, ბზიკების, ფარვანებისა და ბუზების სხვადასხვა სახეობას ულვაშები კვამლით ჰქონდათ დაზიანებული ხანძრისგან მოშორებით მდებარე რაიონებშიც კი.

პროფესორ ელგარის თქმით: „როდესაც მწერების ულვაშები მყარი ნაწილაკებით ზიანდება, მათ უჭირთ საკვების სუნის შეგრძნება, შეჯვარებისა და კვერცხის დასადები ადგილის პოვნა, სწორედ ამიტომ მათი პოპულაცია მცირდება. დედამიწის ტერიტორიის 40% მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. მათი შემცველობა ჰაერში ჯანმოს ნორმებს აღემატება. სამწუხაროდ, ჰაერი დაბინძურებულია მოშორებულ რეგიონებსა და დაცული ტერიტორიებზეც, სადაც იშვიათი სახეობები ბინადრობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქარს მყარი ნაწილაკები ათასობით კილომეტრზეც მარტივად გადააქვს“.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანუკი კვეკვესქირი

წყარო: Airqualitynews.com

20 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
კვლევის მიხედვით უწყვეტი ენერგიის წყაროები, ქარი და მზე, 2030 წლისთვის გლობალური ენერგიის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება თბილისის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა სიმწვავით ზემოქმედებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,